კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა აკავშირებს ფრანგ მილიარდერს ფრანსუა პინოს „გუჩის“ და „ივ სენ ლორანის“ სამოდელო სახლებთან და როგორ ჩაიგდო მან ხელში „ქრისთის“ აუქციონი



„ჩემი ერთადერთი დიპლომი, ავტომობილის მართვის მოწმობაა“ – ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ფრანგი მსოფლიოში, 73 წლის ფრანსუა პინო ხშირად იმეორებს ამ ფრაზას და ამაყობს იმით, რომ ერთადერთი მილიარდერია, რომელსაც არანაირი უმაღლესი განათლება არ მიუღია. პინო ფორმალურად მართლაც უწიგნურ ადამიანად შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ ეს ხელს არ უშლის მას, რომ ითვლებოდეს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანად საფრანგეთში. 2009 წლის „ფორბსის“ მილიარდერთა რეიტინგში ფრანსუა პინო 7,6 მილიარდი დოლარით მე-60 პოზიციაზე იმყოფება.

ფრანსუა პინო ფრანგულ პროვინცია ბრეტანში დაიბადა 1936 წელს. მამამისი მეტყევე იყო და ოჯახი სიღარიბის ზღვარს ქვევით ცხოვრობდა. ცუდი დასწრების გამო ფრანსუა არაერთხელ გამოაგდეს საშუალო სკოლიდან, რომელიც რის ვაი-ვაგლახით, მაინც დაამთავრა. სკოლის შემდეგ, რამდენიმე წლის განმავლობაში ის სხვადასხვა ადგილებში მუშაობდა პარიზსა და ბრეტანში. იმ პერიოდში მან ნათესავებთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა, რადგან ისინი გამუდმებით უჩიჩიებდნენ, რომ სწავლისთვის მოეკიდა ხელი და თავი დაენებებინა უაზრო წანწალისთვის. იმ დროს ფრანსუა ხალისით იხსენებს და ამბობს, საკუთარი თავის იმედი რომ არ ჰქონოდა ვერასდროს გახდებოდა ის, რაც არის დღეს. საფრანგეთში სტაბილური შემოსავალი რომ ვერ იშოვა, ბედის საძიებლად ფრანსუა საფრანგეთის მთავრობის აფრიკულ კოლონიაში, ალჟირში გაემგზავრა. რით იყო დაკავებული სამი წლის განმავლობაში გამათავისუფლებელი ომის ცეცხლში გახვეულ ალჟირში პინო, უცნობია. ამბობენ რომ, ის ჩართული იყო ნარკოტიკებისა და იარაღით ვაჭრობის უკანონო ბიზნესში, მაგრამ ეს ცნობები არ დასტურდება. ფაქტი ის არის, რომ ალჟირიდან 27 წლის პინო სოლიდური ფინანსებით დაბრუნდა და დააფუძნა საკუთარი კომპანია „პინო გრუპი“, რომელიც ძირითადად ხე-ტყის ვაჭრობით იყო დაკავებული.

პინო ხანგრძლივი დროის განმავლობაში ეწეოდა ხე-ტყის ვაჭრობას და ამ პერიოდში ფრანგულ პოლიტიკურ ელიტაში მისი ნაცნობების რიცხვი საგრძნობლად იზრდებოდა. იმ დროს გაიცნო მან დამწყები პოლიტიკოსი და საფრანგეთის მომავალი პრეზიდენტი ჟაკ შირაკი, რომელიც სიკვდილს გადაარჩინა. 1976 წელს პინომ ურჩია შირაკს არ ემგზავრა მატარებლით, რომელიც შემდგომში ტერორისტებმა ააფეთქეს. მანამდე კი პინომ გაჩარხა პირველი ბიზნესოპერაცია, რომელმაც მას მილიონობით ფრანკის მოგება მოუტანა. 1973 წელს ფრანსუა პინომ საფონდო ბაზარზე, ფასების დაცემამდე რამდენიმე დღით ადრე, ბრიტანელ ინვესტორებს 30 მილიონ ფრანკად მიჰყიდა თავისი კომპანია „პინო გრუპი“, რომელიც ერთი წლის შემდეგ გაცილებით დაბალ ფასად უკან გამოისყიდა და ამ გარიგებით რამდენიმე ათეული მილიონი ფრანკი მოიგო.

1988 წელს ფრანსუა პინო რესპექტაბელური ბიზნესმენია, მაგრამ არა ყველაზე მდიდარი ფრანგულ ბიზნესისთებლიშმენტში. მას ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი და სწორედ მაშინ, 52 წლის პინო გადაწყვეტს რომ გახდეს ყველაზე მდიდარი ფრანგი მსოფლიოში.

1989 წლის მიწურულს ფრანკო-აფრიკულმა სავაჭრო კავშირის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ პოლ პაოლიმ, ფრანსუა პინოს წილში შესვლა შესთავაზა. თავდაპირველად, პინო კავშირის 20-პროცენტიანი წილის მფლობელი გახდა და რამდენიმე თვეში კი მან სრულიად გამოისყიდა სავაჭრო კავშირი და თავის კომპანიას მიუერთა. დირექტორთა საბჭოდან გაათავისუფლა ყველა ძველი თანამშრომელი, მათ შორის მისი რეკომენდატორი – პოლ პაოლიც. სავაჭრო კავშირის მეშვეობით პინო ელექტრომოწყობილობების ექსპორტს შეუდგა აფრიკულ ქვეყნებში, რამაც დამატებითი შემოსავალი მოუტანა. 1991 წელს ბანკმა „კრედიტ ლიონესმა“ გადაწყვიტა, ამერიკული სადაზღვევო კომპანია „ექზექუთივ ლაიფის“ შეძენა. მაგრამ, ამერიკული კანონმდებლობა უკრძალავდა ბანკებს აქციების 25 პროცენტზე მეტის შეძენას. ამიტომ ფრანგული ბანკი აფერაზე წავიდა და ფრანგი ბიზნესმენები მიიზიდა, რომელთა დახმარებითაც ხელში ჩაიგდო სადაზღვევო კომპანია. სამაგიეროდ კი, მათ კომპანიის ბალანსზე არსებული ფასიანი ქაღალდების მმართველობა გადასცა. ამ ბიზნესმენებს შორის ფრანსუა პინოც იყო, რომელმაც ამ გარიგებით 2 მილიარდამდე დოლარის სუფთა მოგება ნახა. საინტერესოა, რომ 1996 წელს ფრანგული ბანკის აფერა ამერიკის მთავრობამ გამოააშკარავა და თითოეულ ბიზნესმენს, რომელიც „კრედიტ ლიონესს“ გარიგებაში ეხმარებოდა ჯარიმის – 185 ათასი დოლარის გადახდა დააკისრა, რაც იმ მოგების მეათედიც არ იყო, პინომ გარიგებიდან რომ მიიღო. სწორედ ამ ფულის მეშვეობით ჩაეყარა საფუძველი ფრანსუა პინოს ახალი ბიზნესიმპერიის მშენებლობას.

1991 წელს პინომ შეიძინა „კონფორამა“, მსხვილი სავაჭრო ქსელი. ამას მოჰყვა უდიდესი პარიზული უნივერმაღი „პრინტემპსი“, წიგნის მაღაზიათა სქელი „ფნაქი“ და საცალო ვაჭრობის ქსელი „ლა რედოუტი“. 1994 წელს ფრანსუამ ბიზნესჯგუფი „პინო-პრინტემპს-რედოუტი“ ჩამოაყალიბა, რომელიც დღესდღეობით უდიდეს ფრანგულ საცალო ვაჭრობის ქსელების გაერთიანებაა, 16 მილიარდი დოლარის კაპიტალით. 1998 წელს პინო ხელოვნებით დაინტერესდა და საფონდო ბირჟაზე გამოწვეული ფასების ვარდნის დროს ცნობილი ბრიტანული აუქციონის სახლი „ქრისთი“ შეიძინა. პინო ასევე სამოდელო სახლებითაც დაინტერესდა და მის მფლობელობაში აღმოჩნდა „გუჩის“ და „ივ სენ ლორანის“ სახლები. სწორედ იმ პერიოდში ფრანსუა პინო დაუპირისპირდა კიდევ ერთ ფრანგ მილიარდერს, „ლუი ვიტონის“ სახლის მფლობელს ბერნარ არნოს, რომლისგანაც „გუჩის“ სახლის მთლიანი წილი ბინძური გარიგებების გზით გამოისყიდა. საერთოდ, ფრანსუა პინოს ერთ-ერთ ყველაზე „ბინძურ“ ბიზნესმენად მიიჩნევენ ევროპაში. ის ყველაფერზეა წამსვლელი დასახული მიზნის მისაღწევად.

მისი უფროსი ვაჟიშვილი, ფრანსუა-ანრი პინო „პინო გრუპის“ ამჟამინდელი ხელმძღვანელია, ხოლო თვითონ ფრანსუა ძირითად დროს თავის კოლექციას უთმობს. კოლექციაში თავმოყრილია მეოცე საუკუნის თითქმის ყველა ცნობილი ფერმწერის ნამუშევარი. ფრანსუა მრავალ ქვეყანაში მოგზაურობს და გამოფენებს აწყობს. ერთ-ერთი უკანასკნელი გამოფენა, რომან აბრამოვიჩის მეგობარი გოგონას, დარია ჟუკოვას პირადი მოწვევით, მოსკოვში გაიმართა. უფროსი პინო ასევე დიდ დროს უთმობს საფეხბურთო კლუბის „რენის“ საქმეებს და შეიძლება კი, რომ ფრანგი ღვინის ბიზნესში არ იყოს ჩართული?! პინოების საგვარეულო ფლობს, უნიკალური ჯიშის ვაზის „შატო-ლატურის“ ვენახებს.

P.S. ახლახან ფრანსუა პინოს უფროსმა ვაჟმა, ფრანსუა-ანრი პინომ ცნობილ ჰოლივუდელ მსახიობზე, სელმა ჰაიეკზე იქორწინა და მამის დახმარებით, საქორწინო ცერემონიალი ვენეციაში გამართა. მას თითქმის ყველა ცნობილი ჰოლივუდელი და ევროპელი კინოვარსკვლავი ესწრებოდა. სტუმრებს შორის ასევე იმყოფებოდა საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ჟაკ შირაკი.



უშანგი რუხაძე


скачать dle 11.3