კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: შეიძლება თუ არა არბიტრაჟის მუშაობაში მონაწილეობა რამდენიმე არბიტრმა მიიღოს?

პასუხი: არბიტრაჟი შედგება ერთი ან რამდენიმე არბიტრისგან. არბიტრთა რაოდენობასა და მათი დანიშვნის წესს განსაზღვრავენ მხარეები – ისინი ნიშნავენ თანაბარი რაოდენობის არბიტრებს, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

თუ საარბიტრაჟო შეთანხმებით არბიტრთა რაოდენობა ლუწი რიცხვით განისაზღვრება, მაშინ უკვე დანიშნული არბიტრები ვალდებული არიან, დანიშვნიდან 10 დღის ვადაში დანიშნონ კიდევ ერთი არბიტრი, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

თუ არბიტრთა რაოდენობა არ იქნება განსაზღვრული მხარეთა შეთანხმებით, მაშინ არბიტრაჟი უნდა შეიქმნას სამი არბიტრის შემადგენლობით. არბიტრის (არბიტრების) და არბიტრაჟის თავმჯდომარის დანიშვნის პროცედურა დგინდება მხარეთა შეთანხმებით.

სამი არბიტრისგან შემდგარი არბიტრაჟის შემთხვევაში თითოეული მხარე ნიშნავს ერთ არბიტრს და ამ წესით დანიშნული ორი არბიტრი ნიშნავს არბიტრაჟის თავმჯდომარეს. თუ ერთ-ერთი მხარე არ დანიშნავს არბიტრს მეორე მხარის მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის ვადაში, ან, თუ ორი არბიტრი მათი დანიშვნიდან 30 დღის ვადაში ვერ შეთანხმდება მესამე არბიტრის დანიშვნაზე, ერთ-ერთი მხარის მოთხოვნის საფუძველზე, არბიტრს ნიშნავს სასამართლო განცხადების წარმოებაში მიღებიდან 30 დღის ვადაში. ამ პუნქტით გათვალისწინებული არბიტრაჟის ან სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

ერთი არბიტრისგან შემდგარი არბიტრაჟის შემთხვევაში, თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან არბიტრის დანიშვნაზე, ერთ-ერთი მხარის მოთხოვნის საფუძველზე, არბიტრს ნიშნავს სასამართლო განცხადების წარმოებაში მიღებიდან 30 დღის ვადაში.

კითხვა: რომელი სამსახურები ითვლება საჯარო სამსახურად?

პასუხი: 1) სახელმწიფო დაწესებულებებს, რომლებში საქმიანობაც ითვლება საჯარო სამსახურად, წარმოადგენენ:

– საქართველოს პარლამენტი, გარდა საქართველოს პარლამენტის ფრაქციების, დროებითი საგამოძიებო კომისიისა და სხვა დროებითი კომისიის აპარატებისა;

– საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია;

– საქართველოს მთავრობის კანცელარია, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს სამინისტროები და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები;

– საქართველოს იუსტიციის საბჭო;

– საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, საერთო სასამართლოები, საქართველოს პროკურატურა;

– საქართველოს ეროვნული ბანკი;

– საქართველოს კონტროლის პალატა;

– საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი და სააგენტოები;

– სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი და მისი ადმინისტრაცია.

2) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო დაწესებულებებს, რომლებში საქმიანობაც ითვლება საჯარო სამსახურად, წარმოადგენენ:

– აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები, გარდა ამ ორგანოების ფრაქციათა აპარატებისა;

– აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები.

3) ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებებს, რომლებში საქმიანობაც ითვლება საჯარო სამსახურად, წარმოადგენენ:

– საკრებულო;

– გამგეობა, მერია;

– მუნიციპალიტეტი.

კითხვა: რა შემთხვევაში შეუძლია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, უარი მითხრას საწარმოს რეგისტრაციაზე?

პასუხი: საწარმოს რეგისტრაციაზე უარი შეიძლება გეთქვათ, თუ:

ა) მოთხოვნა რეგისტრაციის შესახებ ან სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია სრულად არ აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს;

ბ) სარეგისტრაციოდ წარდგენილია ცრუ, არაიდენტიფიცირებული ან არასრულყოფილი მონაცემები;

გ) არ არის გადახდილი მომსახურების საფასური.

1. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობისას, მარეგისტრირებელი ორგანო განმცხადებელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აძლევს 30-დღიან ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ აღმოიფხვრება, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება საწარმოს რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.

2. საწარმოს რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში, განმცხადებელს უბრუნდება სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია, გარდა მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტისა.

3. მარეგისტრირებელი ორგანოს უარი საწარმოს რეგისტრაციაზე შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ამ მუხლის დებულებები ვრცელდება ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციაზე უარის თქმის მიმართაც.

კითხვა: ბინის ქირაობის დროს, რა შემთხვევაშია დაუშვებელი გასამრჯელოს აღება?

პასუხი: საბინაო მაკლერის მოთხოვნა გასამრჯელოს მიღების ან დანახარჯების ანაზღაურების შესახებ დაუშვებელია მაშინ, როცა:

ა) ქირავნობის ხელშეკრულებით იმავე ბინაზე გრძელდება უკვე არსებული ქირავნობის ურთიერთობა, ან ის სხვაგვარად იქნება შეცვლილი;

ბ) იდება ქირავნობის ხელშეკრულება საბინაო ფართზე, რომლის მართვასაც ახორციელებს საბინაო მაკლერი. შემკვეთის საზიანოდ დადებული ხელშეკრულება ბათილია.

კითხვა: შესაძლებელია თუ არა საქართველოში უცხოელი ადვოკატის მოწვევა?

პასუხი: უცხოელი ადვოკატის მოწვევა საქართველოში სისხლის სამართლის საქმეზე შესაძლებელია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანხმობით.

კითხვა: სხვა ქვეყანაში იმ ქვეყნის მოქალაქეზე დასაქორწინებლად რა საბუთებია საჭირო საქართველოდან?

პასუხი: ამისათვის საჭიროა ცნობა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ, რომელიც გაიცემა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ. ცნობის მისაღებად განმცხადებელმა უნდა წარადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი); გ) წინა ქორწინების მოშლის დამადასტურებელი საბუთი (მანამდე დაქორწინებული პირისთვის); დ) სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე განქორწინებულია, ქვრივია ან ჰყავს შვილი (შვილები) არარეგისტრირებული ქორწინებიდან – ამ ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი. იმ შემთხვევაში, თუ პირი პირადად ვერ ცხადდება სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში, აღნიშნული ცნობა შეიძლება, გაიცეს მინდობილ პირზეც, სათანადო წესით შედგენილი მინდობილობის საფუძველზე.


скачать dle 11.3