კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საუდის მეფე ქვეშევრდომებს ერთგულებისთვის ასაჩუქრებს

ამ დღეებში, არაბულ ქვეყნებში მასობრივი არეულობების დაწყების შემდეგ, პირველად მიმართა საუდის არაბეთის მეფე აბდალამ ერს. მან მადლობა გადაუხადა საუდელ ხალხს იმისთვის, რომ ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნება შეძლეს. გამოსვლის ბოლოს ტელევიზიამ მეფის რამდენიმე ბრძანებულება გაახმაურა, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში ხელფასები და უმუშევართა შემწეობა გაიზრდება. ამიერიდან საუდის არაბეთის უმუშევარი მოქალაქეები ყოველთვიურად 2 ათას რიალს, ანუ 447 ევროს ეკვივალენტს მიიღებენ, მინიმალური ხელფასი კი 3 ათას რიალამდე, ანუ 670 ევრომდე გაიზრდება. საუდის არაბეთის მეფის ბრძანების თანახმად, შეიქმნება სპეციალური უწყება, რომელიც კორუფციას შეებრძოლება, გააკონტროლებს საცხოვრებელი სახლების მშენებლობას მოსახლეობისთვის და მრავალრიცხოვანი მეჩეთების რესტავრაციას. აღსანიშნავია, რომ ხალხს საუდის მეფე საჯაროდ საკმაოდ იშვიათად მიმართავს. ამჟამინდელი მიმართვა იმით არის განპირობებული, რომ ბოლო ხანს საუდის არაბეთში რამდენიმე საპროტესტო დემონსტრაცია გაიმართა. მართალია, მათში არც ისე ბევრი ადამიანი მონაწილეობდა, მაგრამ 86 წლის მონარქი თადარიგს იჭერს, რათა, სხვა არაბული ქვეყნების მსგავსად, მისი ქვეყანაც არეულობამ არ მოიცვას.


скачать dle 11.3