კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ხორცის ფასმა ამერიკაში ისტორიულ რეკორდს მიაღწია

ამერიკის სუპერმარკეტებში ხორცის ფასმა 2011 წლის თებერვალში ისტორიულ რეკორდს მიაღწია – 500 გრამამდე ხორცი 4,228 დოლარი ღირდა, იუწყება სააგენტო „ბლუმბერგი”. წინასწარი გათვლებით, წლის ბოლომდე ხორცის ფასი 15 პროცენტით გაიზრდება, წინა წელთან შედარებით. ხორცზე ფასების ზრდა ხორბლის ფასის მატებითაა განპირობებული, რომელმაც ბოლო 2 წლის განმავლობაში მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია. საერთო ჯამში, 2011 წლის თებერვალში ამერიკაში საკვები პროდუქტების ფასი 3,8 პროცენტით გაიზარდა. გაზეთ „ლოს-ანჯელეს თაიმსის” მტკიცებით, საკვებ პროდუქტებზე ფასების თვიური ზრდა, ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო 37 წლის განმავლობაში, მაქსიმალურია. საკვებზე ფასების ზრდა რესტორნების მენიუებზეც აისახა, რომლებმაც, თავის მხრივ, ფასები საგრძნობლად გაზარდეს. „მაკდონალდსმა” უკვე განაცხადა, რომ ჰამბურგერის ფასს გაზრდის, ხოლო „პეპსიკომ” აღნიშნა, რომ „ტროპიკანას” წვენს ფასს მოუმატებს. აღსანიშნავია, რომ 2011 წლის თებერვალში საკვებ პროდუქტებზე ფასები არა მხოლოდ ამერიკაში, მთელ მსოფლიოში გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. მსოფლიოში ყველაზე მეტად მარცვლეულისა და რძის პროდუქტების ფასმა მოიმატა. მსოფლიოს სასურსათო ორგანიზაცია წლის დასაწყისიდან აცხადებდა, რომ ფასების ზრდამ შესაძლოა, მსოფლიოში მშიერი ბუნტები გამოიწვიოს.


скачать dle 11.3