კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნიუ-იორკში ყველაზე ძვირად ღირებულ სახლს 90 მილიონად ყიდიან

ნიუ-იორკის ყველაზე მდიდრული სახლი გასაყიდად გამოიტანეს. მისი საწყისი ფასი 90 მილიონი დოლარია. „თაუნ ჰაუსის” დაქირავება თვეში 210 ათას დოლარადაც არის შესაძლებელი. შენობა მანჰეტენზეა, ზემო ისტსაიდში. გოთიკურ სტილში აგებული სახლის ფართობი 1 673 კვადრატული მეტრია. სახლს 10 საძინებელი, 11 სააბაზანო, სამი სამზარეულო და სასადილო ოთახი აქვს 50 კაცზე. სახლის ბიბლიოთეკა ხით არის დეკორირებული. მას ასევე, აქვს დიდი სამუშაო კაბინეტი, ლიფტი, რამდენიმე ბუხარი, ბარი და სატრენაჟორო დარბაზი. სახლის წინ ულამაზესი ბაღია გაშენებული. ნიუ-იორკის ყველაზე მდიდრული სახლი 1916 წელს, ცნობილი სავაჭრო ქსელის, „ვულვორთის” დამფუძნებელმა ფრანკ უინფილდ ვულვორთმა ააშენა. ვულვორთმა სახლი ქალიშვილს აჩუქა. 1995 წელს სახლი აუქციონზე გაიყიდა და მისი მეპატრონე პოპულარული სპორტული კლუბების დამფუძნებელი – ლიუსილ რობერტსი გახდა. რობერტსმა სახლი 6 მილიონ დოლარად შეიძინა. დღემდე ნიუ-იორკში ყველაზე ძვირად ღირებულ სახლად „ჰარკნისი” მიიჩნეოდა, რომელიც ასევე, მანჰეტენზე მდებარეობს. ეს სახლი 2006 წელს 53 მილიონ დოლარად გაიყიდა.


скачать dle 11.3