კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უწოდებენ შვედ მილიარდერს შტეფან პერსონს „ხელმისაწვდომი ფუფუნების მეფეს“ და რომელი რუსი ოლიგარქია ყველაზე მდიდარი 2011 წლის „ფორბსის“ რეიტინგის მიხედვით

გავლენიანი და პოპულარული ამერიკული ჟურნალ „ფორბსის” 2011 წლის მსოფლიოს მილიარდერების რეიტინგის გამოქვეყნების შემდეგ გამოიკვეთა პლანეტის ოცი ყველაზე მდიდარი ადამიანი, რომელთა საერთო ქონება რამდენიმე ასეულ მილიარდ დოლარს შეადგენს. „თბილისელების” წინა ნომერში შემოგთავაზეთ მილიარდერების პირველი ტოპ-ათეული, ამჯერად კი ჩვენი ჟურნალის ფურცლებიდან იმ ადამიანთა ვინაობას შეიტყობთ, რომლებიც არანაკლები გავლენით სარგებლობენ მსოფლიოში და ფლობენ მრავალმილიარდიან კაპიტალებს, თუმცა ისინი „ოქროს ათეულის” წევრები არ არიან და მხოლოდ ტოპ-ოცეულში მოხვედრით იწონებენ თავს.

¹11 ლი კა-შინი – 26 მილიარდი დოლარი – ჰონკონგი

ჩინეთის რეგიონში მცხოვრები ყველაზე მდიდარი ადამიანი განაგრძობს თავისი კაპიტალის გაზრდას. მის კუთვნილებაში არსებულმა კომპანიამ იმ ენერგეტიკული საწარმოს აქციების შეძენა განახორციელა, რომელიც ელექტროენერგიით უზრუნველყოფს დიდი ბრიტანეთის ზოგიერთ რაიონს და მათ შორის ლონდონის რამდენიმე უბანს. ეს არის ლი კა-შინის ყველაზე მსხვილი უცხოური ინვესტიცია. 2011 წლის დასაწყისში მისმა კომპანიამ „ჰათჩინსონ უამპუმ”, რომელიც მსოფლიოს საკონტეინერო გადაზიდვების 14 პროცენტს აკონტროლებს, ჩინური მხარისგან შეიძინა რამდენიმე პორტი და სხვა აქტივები. გარდა ბიზნესისა, გასულ წელს ლი კა-შინმა უპრეცენდეტოდ დიდი თანხა გაიღო ქველმოქმედებაზე – 1,56 მილიარდი დოლარი, ძირითადად, განათლებასა და ჯანდაცვაზე დაიხარჯა. ფილანტროპიას, ჰონკონგელი ბიზნესმენი თავის „მესამე შვილს” უწოდებს.

¹12 კარლ ალბრეხტი – 25,5 მილიარდი დოლარი – გერმანია

ყველაზე მდიდარი გერმანელი ფლობს დისქაუნთ-მაღაზიათა ქსელს – „ალდი სუდ”. მისი უმცროსი ძმა – თეოც ასევე, მილიარდერი იყო და „ფორბსის” რეიტინგშიც, თავისი ადგილი ეკავა, თუმცა 2010 წლის ივლისში იგი გარდაიცვალა. სწორედ ძმასთან ერთად აკონტროლებდა კარლი მაღაზიათა ქსელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. კარლის საკუთრებაში იყო გერმანიის სამხრეთით, ავსტრალიაში, ამერიკასა და დიდ ბრიტანეთში მდებარე მაღაზიები, ხოლო თეოსი – ჩრდილოეთ გერმანიასა და დანარჩენი ევროპის ტერიტორიაზე განთავსებული მაღაზიები. ამჟამად კარლი ბიზნესსაქმიანობას ჩამოშორებულია და იშვიათად ჩნდება საზოგადოებაში. იგი ძირითადად გოლფის თამაშითა და ორქიდეების მოყვანით არის დაკავებული.

¹13 სტეფან პერსონი – 24,5 მილიარდი დოლარი – შვედეთი

პერსონს „ხელმისაწვდომი ფუფუნების მეფეს” უწოდებენ. იგი არის H&M-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და მისი მოწვევით მსოფლიოში განთქმული დიზაინერები – კარლ ლაგერფილდიდან დაწყებული და სტელა მაკარტნით დამთავრებული, იაფფასიანი ტანსაცმლის ბრენდს ქმნიან. 2010 წელს H&M-ის მაღაზიათა ქსელი ისრაელსა და თურქეთში გაიხსნა, ხოლო წელს ბრენდული მაღაზიების გახსნა რუმინეთსა და ხორვატიაშიც იგეგმება. თავისუფალ დროს სტეფან პერსონი თხილამურებზე სრიალებს, ჩოგბურთსა და გოლფს თამაშობს.

¹14 ვლადიმირ ლისინი – 24 მილიარდი დოლარი – რუსეთი

ვლადიმირ ლისინი ყველაზე მდიდარი ოლიგარქია პოსტსაბჭოთა სივრცეში. იგი აკონტროლებს ნოვოლიპეცკის მეტალურგიულ კომბინატს და ფლობს ასამდე სხვა საწარმოს რუსეთსა და აფრიკის კონტინენტზე. ლისინის საკუთრებაშია რუსეთის საზღვაო პორტების დიდი ნაწილი და ასევე ბანკი „ზენიტი”. ამბობენ, რომ ის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინთან მეგობრობს.

¹15 ლილიან ბეტანკური – 23,5 მილიარდი დოლარი – საფრანგეთი

ყველაზე მდიდარმა ფრანგმა ქალმა ბიზნესაქტივები მამისგან მემკვიდრეობით მიიღო. გასულ წელს ლილიან ბეტანკურის სახელი სკანდალში გაეხვია. კერძოდ, მისმა ქალიშვილმა – ფრანსუაზა ბეტანკურ-მეიერმა ეჭვი შეიტანა დედის გულწრფელობაში და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, დედისგან საჩუქრებისა და ნაღდი ფულის სახით გადაცემული 1,4 მილიარდი დოლარი, რომელიც ლილიანმა თავის მეგობარს, მხატვარსა და მწერალს, ფრანსუა-მარი ბენიეს გადასცა. ფრანსუაზას ვარაუდით, მხატვარი დედამისს აშანტაჟებდა და თაღლითური გზით მიითვისა დიდძალი თანხა. ამ საქმის გამო, დედა და შვილი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ერთმანეთს ხმას არ სცემდნენ. თუმცა, შემდეგ შერიგდნენ და წარსული ამბები დაივიწყეს. საინტერესოა, რომ ეს არ არის პირველი სკანდალი, რომელიც „ლორეალის” მფლობელ ლილიან ბეტანკურს უკავშირდება. ვარაუდობენ, რომ მამამისი – იუჟენ შულერი მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტებთან თანამშრომლობდა.

¹16 შელდონ ადელსონი – 23,3 მილიარდი დოლარი – ამერიკა

ებრაელი ტაქსისტის შვილმა – შელდონ ადელსონმა ნასესხები 200 დოლარით დაიწყო ბიზნესი და ქუჩაში გაზეთებს ყიდდა. ამჟამად იგი კაზინოების უმსხვილესი ქსელის მფლობელია, რომლის კუთვნილი კომპანია – „ლას-ვეგას სენდს” კაზინოებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით აშენებს. 2010 წელს სინგაპურში, 5,7 მილიარდ დოლარად, აშენდა სამორინე „მარინა ბეი სანდს ინ სინგაპურ”. ბოლო პერიოდია ადელსონი აზიური ბაზრის ათვისებით არის დაკავებული.

¹17 დევიდ ტომსონი – 23 მილიარდი დოლარი – კანადა

დევიდ ტომსონი სათავეში უდგას პლანეტის ერთ-ერთ უმსხვილეს მედია-კორპორაციას „ტომსონ როიტერს”, რომელიც ბაბუამ – როი ტომსონმა შორეულ 1934 წელს დააარსა. გარდა ამისა, დევიდ ტომსონი, ძმასთან, პიტერთან ერთად სათავეში უდგას უმსხვილეს კანადურ საინვესტიციო კონცერნ „ვუდბრიჯს”. 2010 წლის დეკემბერში „ვუდბრიჯმა” ყველაზე ცნობილი კანადური გაზეთ „ზი გლოუბ ენდ მეილის” აქციათა 85 პროცენტი შეიძინა და დევიდ ტომსონი გაზეთის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე გახდა.

¹18 ჩარლზ კოხი – 22 მილიარდი დოლარი – ამერიკა

„კოხინდასთრისის” გენერალური დირექტორი და სიდიდით ამერიკის მეორე კერძო კომპანიის მფლობელი ჩარლზ კოხი, დღესდღეობით, ძმებთან ერთად, ინვესტიციებს ახორციელებს ნავთობის, ქიმიური მრეწველობის, ხე-ტყისა და სხვა სფეროებში. იგი ამერიკის რესპუბლიკური პარტიის ყველაზე გავლენიანი „დონორია”.

¹19 დევიდ კოხი – 22 მილიარდი – ამერიკა

დევიდ კოხი ნიუ-იორკის ყველაზე მდიდარი მცხოვრებია და საინვესტიციო კომპანია „კოხინდასთრისის” აქციათა 42 პროცენტის მფლობელია. დევიდს კომპანიის ვიცე-პრეზიდენტის პოსტი უკავია. მის სახელს ატარებს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის კიბოს ცენტრი და ყოველწლიურად იგი მილიონობით დოლარს რიცხავს პროსტატის კიბოს წინააღმდეგ მებრძოლი ცენტრის ანგარიშზე. თავის დროზე დევიდ კოხს სწორედ კიბოს ეს დიაგნოზი დაუდგინდა, თუმცა მისი განკურნება მოხერხდა.

¹ 20 ჯიმ უოლტონი – 21,3 მილიარდი დოლარი – ამერიკა

ჯიმ უოლტონი სათავეში უდგას უოლტონების საგვარეულოს საოჯახო ბანკს „არვესტს”. გასულ წელს მან 420 მილიონი დოლარის დივიდენდები მიიღო „უოლ-მარტის” აქციების ფასის 5-პროცენტიანი ზრდის გამო და წელს კი ვარაუდობენ, რომ აქციების ფასი კვლავ მოიმატებს, რაც უოლტონების კაპიტალს კიდევ უფრო მეტად გაზრდის.


скачать dle 11.3