კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

2009 წლის თურქეთის საუკეთესო ბიზნესმენად ქართული წარმოშობის მილიარდერი ნიჰათ გოგიითი დაასახელეს



ნიჰათ გოგიითი თურქეთის წარმოშობით ქართველ ბიზნესმენთა ძველ თაობას ეკუთვნის. ის გოგიტიძეების ცნობილი გვარის წარმომადგენელია, რომლებიც თურქეთში დღემდე ბევრნი არიან. არსებული ინფორმაციით, გოგიითის ქონება დაახლოებით, 4 მილიარდი დოლარია.

ალი ნიჰათ გოგიითი 1925 წლის 23 თებერვალს თურქეთის ქალაქ ართვინში დაიბადა. მისი ოჯახი ართვინში ცნობილი „გოგიითიგულარის“ (გოგეითების კლანის) წარმომადგენელი იყო და საკმაოდ შეძლებულად ცხოვრობდა.

ნიჰათის მამა აჰმედ მაჰდი ბეი გოგიითი ადგილობრივი ბიზნესმენი და მანუფაქტურული წარმოების მფლობელი იყო ძმასთან ერთად. საინტერესოა, რომ საგვარეულო ბიზნესი მათ მემკვიდრეობით ერგოთ მამისგან, ისევე როგორც ნიჰათს ერგო აჰმედ მაჰდი ბეისგან. სხვათა შორის, ართვინში მანუფაქტურული წარმოების განვითარება სწორედ გოგიითების გვარს უკავშირდება. ნიჰათის ბაბუა სტამბულში მაღაზიების მფლობელი და ყველასგან პატივცემული პიროვნება იყო.

თავად ნიჰათ გოგიითი ბაბუას ასე იხსენებს: „ბაბუაჩემი ვაჭრობის არაჩვეულებრივი ნიჭით დაჯილდოებული პიროვნება იყო. მას შეეძლო ვაჭრობის წარმატებით წარმართვა ყველაზე რთულ პირობებშიც კი, როცა ასეთი რამ ჩვეულებრივი მოკვდავისთვის წარმოუდგენელი იყო“. ამჟამად ცნობილი ბიზნესმენი აცხადებს, რომ მისი ცხოვრების პირველი 15 წელი, რომელიც მშობლიურ ართვინში გაატარა, ნამდვილ ზღაპარს ჰგავდა. „ვცხოვრობდით ლამაზი სახლებითა და მწვანე ეზოებით გარემოცულ უბანში, სადაც ულამაზეს ყვავილებს მუდმივად პეპლები დაფჰარფატებდნენ და ჩვენს ბავშვურ ოცნებებს ვეძლეოდით, რომელიც გვჯეროდა, აუცილებლად აგვიხდებოდა“, – იხსენებს გოგიითი.

ართვინის სკოლაში საწყისი განათლების მიღების შემდეგ ნიჰათმა ართვინი დატოვა, რადგან იქ სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა არ იყო. ნიჰათი სტამბულის ცნობილ რობერტ-კოლეჯში მიაბარეს, უცხო ენები რომ შეესწავლა და წარმატებისთვის მიეღწია.

რობერტ-კოლეჯი ამერიკული ყაიდის უმაღლესი სკოლაა, რომლითაც თურქეთი უკვე დიდი ხანია ამაყობს. რობერტ-კოლეჯი თურქეთის ერთ-ერთი პირველი აკადემიური კოლეჯი იყო, რომლის კურსდამთავრებულებიც უცხოეთში განაგრძობდნენ სწავლას.

ნიჰათ გოგიითის ორი ბიძა ინჟინერი იყო, ამიტომაც მან რობერტ-კოლეჯში სწავლის დაწყების შემდეგ, გადაწყვიტა მათი გზა გაეგრძელებინა და თავადაც სახელოვანი ინჟინერი გამხდარიყო.

მეგობარ ფეიაზ ბერკერთან ერთად ნიჰათ გოგიითმა გადაწყვიტა სამოქალაქო საინჟინრო საქმიანობა შეესწავლა. რობერტ-კოლეჯის წარმატებით დასრულების შემდეგ გოგიითმა ბერკერთან ერთად სწავლა ამერიკის შეერთებულ შტატებში, მიჩიგანის უნივერსიტეტში განაგრძო. გოგიითს საუნივერსიტეტო დაფინანსება არ ჰქონდა და იძულებული იყო საკუთარი შრომით გადაეხადა სწავლის საფასური. ამერიკაში ჩასვლის დღიდან ის ერთი დღეც არ დარჩენილა უსაქმოდ და არანაირ სამუშაოს არ თაკილობდა. „ვმუშაობდი ყველგან – ვაქტიურობდი საორგანიზაციო საქმეშიც და მომარაგების სფეროშიც. ვცდილობდი, რაც შეიძლება ეფექტურად წარმომეჩინა ჩემი შესაძლებლობები“, – იგონებს მილიარდერი.

1948 წელს, მიჩიგანის უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, ფეიაზ ბერკერის მსგავსად, ნიჰათმაც ამერიკის შერთებულ შტატებში დარჩენა და ბიზნესის წარმოებაში უკეთ გარკვევა მოინდომა. მან მუშაობა პენსილვანიის შტატში, ფირმა „განეტ ფლემინგის“ ოფისში დაიწყო. ერთი წლის შემდეგ კი თურქეთში დაბრუნდა, სადაც დაუყოვნებლივ გაიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში. ჯარში მან საფორტიფიკაციო და ინფრასტრუქტურულ საქმიანობაში მოსინჯა ბედი.

სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ ნიჰათ გოგიითმა ამერიკულ კორპორაცია „მეტკელფ ჰემილტონ ენდ გროუვში“ დაიწყო მუშაობა. ეს კომპანია თურქეთის ტერიტორიაზე სამხედრო-საჰაერო ბაზების მშენებლობით იყო დაკავებული. ახალგაზრდა გოგიითის წარმატებული საქმიანობის დასტურია ის, რომ მისი პიროვნებით უშუალოდ აეროპორტების მშენებლობის ხელმძღვანელი, ისათ თურგუტი დაინტერესდა. სწორედ თურგუტის წინადადებით გადავიდა ნიჰათ გოგიითი საზოგადოებრივი ურთიერთობების სამინისტროში, სადაც ძველ მეგობრებთან – ფეიაზ ბერკერსა და ნისატ აკცაგლილართან ერთად დაიწყო მუშაობა. ისინი მიჩიგანის უნივერსიტეტშიც ერთად სწავლობდნენ.

ნიჰათ გოგიითი მალე დააწინაურეს და ქონიას აეროპორტის მაკონტროლებლად დანიშნეს, სადაც სარეკონსტრუქციო სამუშაოები იწყებოდა.

1956 წელს გოგიითმა უარი განაცხადა სახელმწიფო სამსახურზე და გადაწყვიტა, რომ საკუთარი ბიზნესის დასაწყებად უკვე მომწიფებული იყო. „სახელმწიფოს ეგიდით აეროპორტების რეკონსტრუქცია კარგი იყო, მაგრამ გადავწყვიტე ბედი საკუთარ კომპანიაში მეცადა, რაც უფრო მიმზიდველად მეჩვენებოდა“, – იგონებს მილიარდერი.

გოგიითმა თავის ძველ მეგობართან, ბერკერთან ერთად დაიწყო კერძო ბიზნესი, რომელიც დღემდე ყვავის და რომელმაც დროსა და მრავალ გამოწვევას გაუძლო. ნიჰათ გოგიითის სახელი თურქეთში წარმატებული და წესიერი ბიზნესმენის რეპუტაციასთან ასოცირდება.

„ტეკფენ ჰოლდინგი“ ალი ნიჰათ გოგიითმა 1956 წელს დააფუძნა ორ ახლო მეგობართან – ფეიაზ ბერკერთან და ნისატ აკცაგლილართან ერთად. ამჟამად გოგიითი ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი უმსხვილესი აქციონერია. „ტეკფენ ჰოლდინგმა“ 2006 წელს დაარსებიდან 50 წელიწადი გრანდიოზულად აღნიშნა.

შეზღუდული კაპიტალითა და რესურსებით მეგობრებმა ლაბორატორია დააფუძნეს, რომელიც საკონსალტინგო, საინჟინრო და კონტროლის ფუნქციებს ახორციელებდა. ამ ლაბორატორიაში მოწმდებოდა და ანალიზი უკეთდებოდა სამშენებლო მასალების საიმედოობას. მათი პირველი მსხვილი პროექტი სინოპის აეროპორტის რეკონსტრუქცია იყო, შემდეგ – ვეზიროღლუს საქმე, რომელიც საავტომობილო გზების რეკონსტრუქციას ითვალისწინებდა.

მათ „ფეიაზ-ნისატის“ შვილობილი კომპანია „ტეკფენ კონსტრაქშენი“ 1957 წელს დააფუძნეს. რაც შეეხება კომპანიის სახელწოდებას, ეს სიტყვების – ტექნოლოგია და მეცნიერება თურქული აბრევიატურის გაერთიანებაა. „ტეკფენმა“ ნატოს 9 აეროპორტის მშენებლობასა და რეკონსტრუქციაში მიიღო მონაწილეობა. ფირმა სერიოზულ მონაწილეობას იღებდა ნავთობისა და გაზის მილსადენების მშენებლობის სფეროშიც. „ტეკფენ კონსტრაქშენ ლიმიტედ კომპანი“ 1967 წელს სტამბულში გადავიდა და გაერთიანებული სავაჭრო კომპანია გახდა.

70-იანი წლებიდან კომპანიის საქმიანობამ ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურისა და ინდუსტრიული სფეროებიც მოიცვა. „ტეკფენი“ 1981 წლიდან გაფართოვდა და აგროინდუსტრიული დატვირთვაც შეიძინა.

80-იანი წლებიდან თურქეთში გიგანტური პროექტების პერიოდი დაიწყო. 1983 წელს 457-კილომეტრიანი იუმურტალიკ-კირიკალეს ნავთობსადენის მშენებლობა „ტეკფენმა“ საკუთარ თავზე აიღო. ჰოლდინგმა დიდი პროექტების დაფინანსება დაიწყო. მათ შორის იყო ინვესტირება საბანკო სფეროში. 1989 წელს „ტეკფენბანკი“ დაფუძნდა.

დღეს „ტეკფენ ჰოლდინგი“ სოციალურ ბიზნესსა და გარემოს დაცვასაც ემსახურება და თურქეთში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ჰოლდინგური ორგანიზაციაა.

მხცოვანი ბიზნესმენი ნიჰათ გოგიითი 2009 წელს თურქეთში წლის ბიზნესმენად დასახელდა სოციალური ბიზნესის სფეროში.

სხვათა შორის, სოციალური ბიზნესით გოგიითის დაინტერესება შედარებით ახალია. მან 1992 წლიდან, ორგანიზაცია „ტემას“ დაფუძნების შემდეგ დაუთმო სოციალურ ბიზნესს დიდი ყურადღება, მანამდე კი კომპანია „ტეკფენის“ ძირითადი საქმიანობა სარეკონსტრუქციო ბიზნესი იყო. ამასთან, მისი კომპანია დივერსიფიცირებულია და სხვადასხვა სფეროში უხდება ბიზნესის წარმოება.

გოგიითმა 30-მდე სხვა წამყვანი თურქი ბიზნესმენი შემოიკრიბა და ერთობლივი ძალებით ქვეყანაში გარემოს დაცვაზე აქტიური ზრუნვა დაიწყეს. ორგანიზაცია „ტემა“ ის ქოლგაა, რომლის ქვეშაც 100-მდე სხვადასხვა პროექტია თავშეფარებული. ამ ორგანიზაციას 2 მილიონამდე მოხალისე ჰყავს.

ნიჰათ გოგიითი ძალიან მრავალმხრივი პიროვნებაა. ის „ტეკფენ ჰოლდინგის“ დამფუძნებელი და თანათავმჯდომარეა. „თუსაიდის“ (თურქეთის ინდუსტრიალისტებისა და ბიზნესმენთა ასოციაცია) დირექტორთა საბჭოს წევრი იყო სამი წლის განმავლობაში. ის არის თურქეთის საპატიო გენერალური კონსული ყირგიზეთსა და საქართველოში. თურქეთის BDT Council-ის თავმჯდომარეა. არის შავი ზღვის საბჭოს წევრი თურქეთის მხრიდან (10 წლის განმავლობაში). დეიკის (საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭო) დირექტორთა საბჭოს (15 წელიწადი) ამჟამად უკვე საპატიო წევრი. მისი დაფუძნებულია ორგანიზაცია „ტემა“. არის რამდენიმე ფონდის თავმჯდომარე. იოჰანესბურგის ფონდის საპატიო წევრი.

მან დააფუძნა ნეზაჰათ გოგიითის სახელობის კვლევისა და საგანმანათლებლო ბოტანიკური ბაღი. საინტერესოა, რომ ეს ბაღი გოგიითმა სტამბულში 50 ჰექტარ მიწაზე გააშენა და საკუთარი მეუღლის, ნეზაჰათის სხოვნას მიუძღვნა. ეს ბაღი სტამბულის ერთ-ერთ ულამაზესი ადგილია. საინტერესოა, რომ მან როგორც გარემოს ცნობილმა დამცველმა ბოტანიკური ბაღი იმ ადგილზე ააშენა, სადაც მთავარი საავტომობილო გზა იყო დანგრეული. მან 1995 წელს მე-17 რეგიონის გზის სამმართველოსთან გააფორმა შეთანხმება. პარკის მშენებლობა ორგანიზაცია „ტემამ“ დააფინანსა. 50 ჰექტარზე გაშენებულ უნიკალურ პარკში გოგიითის ინიციატივით 150 სახეობის ადგილობრივი და უცხოეთიდან შემოტანილი ჯიშის 50 ათასი ხე დაირგო. გარდა იმისა, რომ ეს ბოტანიკური ბაღი სილამაზით იპყრობს მნახველთა ყურადღებას, მას სერიოზული საგანმანათლებლო ფუნქციაც აქვს. ადამიანებს აქ შეუძლიათ შეისწავლონ სხვადასხვა ჯიშის ხეებისა და მცენარეების წარმომავლობა. ამ პარკის მშენებლობა დაახლოებით 10 მილიონი დოლარი დაჯდა.

ალი ნიჰათ გოგიითი რამდენიმე თურქული უნივერსიტეტის, მათ შორის, აქდენიზის, ჩუკუროვას, გზისა და პაზას უნივერსიტეტების საპატიო დოქტორია. არის საქართველოს საპატიო მოქალაქე. 1997 წელს მიღებული აქვს თურქეთის მაღალი ხარისხის მედალი.

გოგიითი „3 ზღვის ორგანიზაციის“ დამფუძნებელიცაა, რომელიც საერთაშორისო დონეზე წყლისა და ბუნებრივი რესურსების დაცვას გულისხმობს. არის ენერგეტიკული კონფერენციის დამფუძნებელი და თანათავმჯდომარე.

გოგიითის აქტიურობა კულტურის სფეროსაც მოიცავს. მან 23 ქვეყნიდან შეაგროვა მუსიკოსები და შექმნა „ტეკფენის“ ფილარმონიის ორკესტრი, რომლის გაცხადებული მიზანიც მსოფლიოში მშვიდობის დამყარებაა.

გოგიითი დღემდე თურქეთში უდიდესი ბუნების დამცველი ორგანიზაციის, „ტემას“ მოქმედი თავმჯდომარეა. მისი საქმიანობის მიზანი ეროზიასთან ბრძოლა და ტყეებისა თუ სხვა ბუნებრივი სიმდიდრეების დაცვაა. ის ასევე, არის თურქეთისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საბჭოს წევრი და შავი ზღვის ეკონომიკური ბიზნესსაბჭოს თავმჯდომარე.

1987 წლიდან გოგიითი თურქეთისა და საბჭოთა კავშირის საქმიანი ურთიერთობების დამყარების ერთ-ერთი პიონერი იყო. საბჭოთა კავშირის დაშლისა და დსთ-ის შექმნის შემდეგ მან თურქეთისა და დსთ-ის ბიზნესის საბჭო ჩამოაყალიბა. ის ხშირი სტუმარი იყო თანამეგობრობის ქვეყნების, მათთან ეკონომიკური ურთიერთობების დამყარების მიზნით და ბევრ ქვეყანაში უამრავი მეგობარი შეიძინა.

თურქეთში მას ბრძენკაცს უწოდებენ, რომელსაც როგორც ადამიანებთან ისე სხვა ქვეყნებთან ურთიერთობების მოწესრიგება შეუძლია. ალი ნიჰათ გოგიითს 2 შვილი და 2 შვილიშვილი ჰყავს, რომლებიც მის საქმიანობას აგრძელებენ.

წარმოშობით ქართველი გოგიითის მშობლიური ართვინი საქართველოს ესაზღვრება და ძალიან ლამაზი ბუნებით გამოირჩევა. გოგიითმა დიდი შრომა გასწია და თავისი წვლილი შეიტანა იმაში, რომ ადგილობრივ მოსახლეობას საკუთარი ბუნების დაცვაზე ეზრუნა. ამ პროექტში მან დიდი ფული ჩადო. ართვინში ფუტკრების განსაკუთრებული ჯიში აღმოაჩინა, რომლებიც ძალიან გემრიელ თაფლს ამზადებენ. მან უცხოელ სპეციალისტებთან ერთად მეურნეობა დააფუძნა. აქ წარმოებული თაფლი მთელ თურქეთში იყიდება, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის შემოსავლის ძირითადი წყარო გახდა.

ალი ნიჰათ გოგიითმა 1980 წელს თურქეთში პირველი კერძო მცენარეთა საშენი – ჰერეტინ კარასა (ხეების პარკი) დააარსა. 1992 წელს მან სტამბულში ცნობილი ბოტანიკური ბაღი გააშენა.

აღსანიშნავია, რომ სწორედ გოგიითის „ტეკფენის“ ოფისში დაფუძნდა 2000 წლის 1 ივნისს თურქულ-ქართული განათლებისა და კულტურის ფონდი. გოგიითი ამ ფონდის პრეზიდენტია. ნიჰათ გოგიითი აქტიურად მონაწილეობს განათლების სფეროშიც. ის თურქულ-ქართული ფონდის წევრია, რომლის მიზანიც ქართველი და თურქი სტუდენტების დახმარებაა.



დავით ბახტაძე


скачать dle 11.3