კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას ასაიდუმლოებს და რაზე ეკეტება ჭკუა მარიკო ებრალიძეს და ვინ ამოაყირავა ვაჟა მანიას ცხოვრება

მათ შესახებ თბილისი უკვე ძალიან ბევრს ჭორაობს: ერთად ხშირად ჩნდებიან წვეულებებზე, შეკრებებზე, პრეზენტაციებზე, ერთად ხშირად ნახავთ კაფეში თუ, უბრალოდ, სასეირნოდ გამოსულებს და მეტი არც არის საჭირო. რეალურად კი ვაჟა მანია და მარიკო ებრალიძე დიდი ხნის მეგობრები არიან და არც ჭორები აშინებთ.

ინტერვიუ 1. ჟურნალისტია ვაჟა მანია

– მითხარი, გამოუძინებელი რატომ ხარ? გაზაფხულმა აგრია?

– არა, პირიქით, მიხარია, ასეთი მაგარი ამინდები რომ დაიწყო. უფრო ენერგიულად ვარ, გაცილებით ცოტა ძილი მყოფნის – დილის 5 საათზე თუ დავიძინებ, დღის სამ საათამდე ძილი აღარ მჭირდება, ადრე ვდგები და მაინც მთელი დღე კარგ განწყობაზე ვარ.

– რა იყო მიზეზი, რომ გუშინ 5 საათამდე არ დაიძინე?

– გუშინ მე, ვაჟამ (მე მომმართავს, – ავტორი) და ჩვენმა მეგობრებმა ფანტასტიკური ამბები მოვიწყვეთ: ერთი კარგი საქმე გავაკეთეთ, რომელიც, თუ გამოვიდა, თქვენც გაიგებთ. ეს ამბავი შემდეგ ერთი ჭიქა ღვინით აღვნიშნეთ. მერე წავედით, ვისეირნეთ. სეირნობის შემდეგ უკან დავბრუნდით, ვიცეკვეთ, ვიმღერეთ, ვჭამეთ. ლექსებიც ვიკითხეთ, რაც, უფრო მეტი იყო ვიდრე პოეზიის ხუთი წუთი. (იცინიან), მოკლედ, ნოყოფიერად გავერთეთ.

– რის გამოც გკითხე ეს, ის არ თქვი. კარგი, არა უშავს, არ გვინდა ამაზე ლაპარაკი. მოკლედ, მაგარი გამოუძინებლები ვართ დღეს მე და შენ. მოდი მოყევი, როგორ გავიცანით ერთმანეთი.

– ძალიან მიყვარს ამ ისტორიის გახსენება. უკვე ათი წელია ერთად მოვდივართ, არც „ჯეოსტარი” და არც „ვარსკვლავების აკადემია” არ ყოფილა ჩვენი დამეგობრების მიზეზი. ერთმანეთი მეორე სამუსიკო სასწავლებელში გავიცანით: ვაჟიკო იყო ტრომბონისტი, მე კი, საესტრადო ვოკალური და შემდეგ უკვე – ჯაზი. როგორც წარჩინებული მოსწავლე, პედაგოგ ირინა ებრალიძესთან გადამიყვანეს და იქ დადიოდა ვაჟა. მერე ირინამ აღმოაჩინა, რომ ვაჟაც ძალიან კარგად მღეროდა, რამდენიმე კონცერტზე ერთად ვიყავით და ძალიან დავმეგობრდით.

– მაგრამ, ვოკალისტი გოგონები სულ როგორც ბავშვს, ისე მიყურებდნენ. ერთხელ მახსოვს ერთ-ერთი მოვიდა, მგონი ნატო და მეკითხება: ვაჟა რამდენი წლის ხარ? როცა გაიგეს, რომ 14 წლის ვიყავი, საერთოდ აღარ მაქცევდნენ ყურადღებას. „ჩვენი პატარა ვაჟა მოვიდა!“ – ასეთი დამოკიდებულება ჰქონდათ.

– ყოველთვის სხვანაირი გრძნობა მქონდა შენ მიმართ, რაღაც განსაკუთრებული. არ ვიცი, ეს რისი ბრალი იყო. მთელი დღე, დილის ათიდან საღამოს ათ საათამდე ერთად ვიყავით. სკოლის საგნებსაც იქ ვსწავლობდით და მერე სულ რეპეტიციები გვქონდა. სახლში არ ვატარებდით იმდენ დროს, რამდენსაც იქ.

– ყველაზე მაგრად მახსენდება ეს პერიოდი. იმ წლებმა და პერიოდმა ბევრი რაღაც გადაწყვიტა ჩემს ცხოვრებაში. მასწავლებელიც ისეთი აღმოჩნდა, რომ ჩემი დამოკიდებულება ცხოვრების, მომავლის, მუსიკის მიმართ მთლიანად შეცვალა. მაშინ არც მქონდა გადაწყვეტილი, რომ მუსიკას გავყვებოდი. ეს საქმე კი არ შეგვაყვარა, მოგვწამლა, რასაც ჰქვია.

– მარტო შეყვარებაზეც არაა. დაგვანახვა, როგორ უნდა ვიცხოვროთ ამით, როგორ უნდა წარვმართოთ ჩვენი ცხოვრება, რომ ნამდვილი მუსიკოსები ვიყოთ. დაგვანახვა, გვასწავლა და შეგვაყვარა ყველაფერი, რაც ფასეულია.

– თან, საერთოდ არ იყო რბილი და მოსიყვარულე. პირიქით, ძალიან მკაცრი, პირდაპირი და მომთხოვნი იყო.

– მაშინ კი ძალიან უხეში მეჩვენებოდა, მაგრამ, ამ გადმოსახედიდან ვხვდები, რომ კიდევ უფრო მკაცრი უნდა ყოფილიყო.

– ერთ რაღაცას გავიხსენებ: სწავლა რომ დავიწყე, ამ შენ სოლფეჯიოსა და, ჰარმონიას საერთოდ ვერ ვხვდებოდი, სულ არ მაინტერესებდა. ვერ ვიგებდი, რა უნდა მეკეთებინა და არც ის ვიცოდი ირინა რა ადამიანი იყო. ერთი-ორი გაკვეთილი ისე გავიდა, არაფერი გამიკეთებია. ვსხედვართ ლექციაზე და ირინა მეკითხება – აბა, რა გააკეთეო. მე უფასოზე მოვხვდი, ბევრი ბავშვი ფასიანზე სწავლობდა და ძალიან ბევრს მუშაობდნენ. ზოგს საშუალება არ ჰქონდა, მაგრამ, ოღონდ ამ მასწავლებელთან ყოფილიყვნენ, მშობლები ყველაფერს აკეთებდნენ. მოკლედ, რომ გაიგო ირინამ, არაფერი არ მქონდა გაკეთებული ზუსტად ასე მითხრა: – აქ ნეხვივით რომ მიზიხარ, დანარჩენი ბავშვები თავს იკლავენ, ფასიანზე არიან და შენზე ნაკლები აქ ვინ არისო. მოკლედ, ამდენი ბავშვის წინაშე საშინლად შემარცხვინა. სახლში წავედი და იმდენი ვიმუშავე, რომ ირინას საყვარელი მოსწავლე გავხდი. დავანებოთ ამ თემას თავი. ჩემს ცხოვრებაში რომ ასე შემოიჭერი და ერია-ფორია გამოიწვიე, თქვი, შენს პირადში რა ხდება, ყველაფერს რომ მალავ.

– არაფერი არ ხდება, მართლა. საერთოდ, პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი არ მიყვარს. ახლა არაფერია და, რომც ხდებოდეს, მაინც არ ვიტყოდი (იცინიან).

– გაიგე, ახლა რა თქვა. შენგან განსხვავებით იმას მაინც ვამბობ, რომ ვმალავ. საერთოდ, გიყვარს საიდუმლოებები?

– მიყვარს. მაქვს ჩემი საიდუმლოებები და სხვისი საიდუმლოს შენახვაც მეხერხება.

– ჩემთვის რატომ არ გითქვამს არასდროს?

– რა, საიდუმლო?! თუ გითხარი, რაღა საიდუმლოა? გიჟი ხარ (იცინიან).

– ბავშვობიდან ხედავდი თავს სცენაზე?

– კი, ადრეული ბავშვობიდან მინდოდა. ზოგი რომ ამბობს, არასდროს მიფიქრია, არ მდომებია და სცენაზე აღმოვჩნდიო, ასე არ ყოფილა. სულ მინდოდა, ჭკუა მეკეტებოდა. ახლაც გული მიჩქროლდება, როდესაც ვაცნობიერებ, რა პროფესია მაქვს. სიგიჟემდე მიყვარს ეს საქმე. მიყვარს სცენა, ინსტრუმენტები, ცოცხალი მუსიკა, გემოვნებიანი შესრულება. ღმერთის მადლობელი ვარ, ეს ყველაფერი რომ მოხდა.

– როგორ გადაწყდა, რომ ამ პროფესიას უნდა გაჰყოლოდი?

– დედაჩემს უნდოდა, რომ სტომატოლოგი ვყოფილიყავი.

– აუ მეც. საქართველოში ყველა მშობელს რატომ უნდა, რომ მისი შვილი ექიმი იყოს?!

– არ ვიცი. მომზადების საშუალება დედაჩემს არ ჰქონდა, ჩემით კიდევ, სამედიცინოზე ვერ ჩავაბარებდი – ქიმია მიჭირდა ცოტა. წელი რომ არ გამცდენოდა, მუსიკალურში მიმიყვანა. იქიდან, დაიწყო კონცერტები, სცენა და ყველაფერი ის, რაც სიგიჟემდე მიყვარს. ოცდაათი ბავშვიდან სულ თხუთმეტი მიიღეს, იქიდან სამი იყო უფასო და, მათ შორის – მეც. გამიმართლა, რომ ირინასთან მოვხვდი. შეიქმნა ანსამბლი, სადაც ინსტრუმენტების იმიტაციასაც თავად ვაკეთებდით. სიგიჟე იყო. ერთი კონცერტი „მივეცით” – ახლა, რატომღაც, ამ ტერმინს ხმარობენ მუსიკალურ სივრცეში, მერე კი რაღაც პრობლემები წარმოიშვა და ანსამბლი დაიშალა. აქედან დაიწყო და დაიწყო ჩემი კარიერა.

– ახლა როგორ ხედავ შენს ცხოვრებას?

– სცენა, კონცერტები, გასტროლები, მოგზაურობა, ტელეპროექტები... ასე ვხედავ, უფრო სწორად ასე მინდა, რომ იყოს.

– როგორც დედას და როგორც ცოლს ვერ ხედავ?

– რადგან პირველ პლანზე ეს ემოცია არ წამოვიდა, ალბათ, ვერ ვხედავ. ცოლობა და, დედობა, ღმერთისგან ბოძებული ნიჭია, ყველაზე რთული პროფესია, რომელიც ძალიან დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. როგორც ჩანს, ჯერ არ მივსულვარ ამ ეტაპზე.

– ვაფასებ იმ გოგოებს, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ, პროფესიაში რაღაცას მიაღწიონ და პარალელურად არ ფიქრობენ ადრე გათხოვებაზე. ეს, გინდა-არ გინდა, ხელის შემშლელი ფაქტორია, მით უმეტეს – გოგოსთვის, თან, როდესაც საქმე მუსიკას, სცენას ეხება. თუ ასეთი ადამიანი ადრე თხოვდება, ჩემთვის ეს არასერიოზულობის, არაპროფესიონალიზმის ტოლფასია. ეს ორივე ერთად არ თავსდება.

– ყველაფერს თავისი დრო აქვს. ქალისთვის ეს ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, მაგრამ ჯერ ბევრი რაღაც მაქვს გასაკეთებელი.

– შენს ამ თვისებას ვაფასებ, მაგრამ, მამაკაცი გვერდით ყველა ქალს სჭირდება.

– რა თქმა უნდა, აუცილებელია. როგორც ქალისთვის, ისე კაცისთვის, სიყვარული ძალიან დიდი სტიმულია. როცა შეყვარებული ვყოფილვარ, ფიქრებში მაინც რომ მყოლია პიროვნება, სულ მას ვუმღერი, მას ვუძღვნი სცენიდან მთელ ემოციებს. ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

– მეც მქონდა ასეთი შემთხვევა, როდესაც გოგომ რაღაცეები გადაწყვიტა ჩემს მუსიკაში, ცხოვრებაში.

ინტერვიუ 2. ჟურნალისტია მარიკო ებრალიძე

– ჩუმად რომ ხარ, რაზე ფიქრობ ხოლმე? მაგალითად, როცა საჭესთან ხარ, ან, უბრალოდ, არაფერს აკეთებ.

– იმაზე, რაზეც მეფიქრება. რა უცნაურ კითხვებს მისვამ?! ყველაზე ხშირად მაინც ჩემს საქმეზე, სიმღერაზე ვფიქრობ და...

– და, კიდევ იმაზე, რა გააფუჭო. იმ დღეს მანქანაში ვსხედვართ (მე მომმართავს, – ავტორი) და ამბობს: აუ, რაღაც მინდა, გავაფუჭო, წამო, დროზე სადმე წავიდეთ, რაღაც გავაფუჭოთო. რას აფუჭებ ხოლმე?

– თუ მეგობრები ამყვებიან, რაღაცეებს ვაშავებთ, მაგრამ, თუ არ ამყვებიან, მეც მიფუჭდება განწყობა და ცუდ ხასიათზე ვდგები.

– ამას წინათ „გუშინდელი დღე“ მოვიწყვეთ და შუაღამის 2 საათზე ვაკის პარკში წავედით მეგობრებთან ერთად. კარუსელები, რა თქმა უნდა, გამორთული იყო და ვაჟა და ჩვენი ერთი მეგობარი ხელით მაქანავებდნენ. ამ დროს დარაჯი მოგვადგა და, ახლა დროზე წადით აქედანო – გამოგვყარა. (იცინიან). ამათ კიდევ, მიმაგზავნეს – უკაცრავად, იქნებ, საქანელები ჩაგვირთოთ-მეთქი. რა თქმა უნდა, უარი მივიღე.

– ამას ჰქვია გაფუჭება და ასეთი უაზრო რაღაცეებით ვერთობით. მოკლედ, შენც ხომ იცი, ან რაღაცის გაფუჭებაზე ვფიქრობ, ან – სიმღერაზე.

– სიყვარულზე მინდა, გკითხო. ჩვენზე რამდენიმე ჭორი უკვე გავიგე – ვიღაცეებმა მკითხეს, შენ და ვაჟა ერთად ხართო?! (იცინიან).

– უი, რას ამბობ, მე ჩემზე ჭორი საერთოდ არ მსმენია!

– კი, ჩემმა კარის მეზობელმა ჰკითხა დედაჩემს და დედამ ძალიან ბევრი იცინა, რადგან ყველაზე კარგად მან იცის, როგორი მეგობრები ვართ. კიდევ, ჩემს ნათესავს ჰკითხა მეგობარმა, ვაჟა და მარიკო ერთად არიანო? მეთქი, უთხარი, რომ კი, ერთად არიან. წესით, ასეთი ლაპარაკი არ უნდა იყოს.

– თბილისს ხომ ძალიან ცოტა სჭირდება ჭორისთვის. ერთ-ორ ადგილას ერთად დაგინახავენ და – მორჩა, გადაწყვეტენ შენს ბედს.

– ეს თბილისური უაზრობაა. მგონი დიდი განსხვავებაა, მეგობრულად საუბრობენ თუ, შეყვარებულები არიან, სხედან კაფეში და ისე საუბრობენ. კარგი, ჩვენ ხომ ზუსტად ვიცით, რომ ეს ჭორია, მითხარი, რეალურად რა ხდება, არის ვინმე შენს ცხოვრებაში?

– ჩემს ცხოვრებაში რა ხდება, ჩემზე უკეთ იცი (იცინიან).

– მაშინ, მოვყვები: შეყვარებული არ ჰყავს, მაგრამ, ძალიან ბევრს მოსწონს და უნდა მასთან ურთიერთობა. ერთადერთხელ მკითხა, სხვათა შორის, აზრი თავის გოგოზე.

– დანარჩენები დამალული მყავს, მარი. სერიოზული არაფერი არ ხდება.

– გოგოებო! ჩვენ შორის არაფერი ხდება, ბიჭი თავისუფალია, შეგიძლიათ იბრძოლოთ!

– იმსხვერპლოთ.

– ხედავ? გინდა, რომ მსხვერპლი იყო?

– რატომაც არა. გააჩნია, ვისი.

– ვისი მსხვერპლი გინდა, იყო?

– არ ვიცი, ალბათ, ყველაზე „ქულის”. ახლა არ მკითხოთ როგორია „ქულ” და როგორი გოგოები მომწონს. მთავარი ერთია: მუსიკა უნდა ესმოდეს. მუსიკა თუ არ უყვარს, არ არსებობს, ადამიანთან საერთო ენა გამოვნახო, სულ უბრალო ურთიერთობაც კი არ გამომივა. ჯაზი უნდა ესმოდეს.

– იქნებ, არ უყვარს ჯაზი და კლასიკა მოსწონს?

– თუ იმ ადამიანს უნდა, რომ ჩემთან ახლოს იყოს, უნდა ესმოდეს და მოსწონდეს, შანსი არ არის.

– ეს დისკრიმინაციაა. იქნებ, არ მომწონს რეი ჩარლზი, არ მაქვს ის მომენტი, რომ დისკი ჩავრთო და მოვუსმინო, ანუ, სხვა მუსიკა მომწონს?! ახლა არ გელაპარაკები როგორც მარიკო, ზოგადად ვამბობ.

– არ არსებობს. მუსიკალური გემოვნება სერიოზულად განსაზღვრავს ადამიანის ხასიათს. რაღაც საერთო ხომ უნდა გვქონდეს? შეიძლება, კეიტ ჯარეტი არ მოსწონდეს, მაგრამ, თუ მოეწონება, მართლა ჩემი იქნება, ანუ, ერთნაირები ვართ. თუ მას როკი უყვარს, სულ რომ არ დადიოდეს მალინისფერი, ნახევრად შეჭრილი თმით, მას ისეთი ხასიათი ექნება, რომ ვერ გავუგებ, განსხვავებულები ვიქნებით. შეიძლება, წარბები, თვალები, ფეხები ლამაზი ჰქონდეს, მაგრამ ჩემთან, ჩემს ბუნებასთან და ინტერესებთან ახლოს ვერ იქნება, დიდხანს ურთიერთობა ვერ გვექნება. მუსიკა ცოტას კი არა ურთიერთობაში ბევრ რამეს განსაზღვრავს. გადამწყვეტი არ არის, მაგრამ, ვინც აქამდე ყოფილა, ყველასთან ურთიერთობაში ამას რაღაც განუსაზღვრავს. შეიძლება, არ გიჟდებოდეს, მაგრამ, ის, რაც ძალიან მიყვარს და რითიც ვცოცხლობ, ცოტა მაინც უნდა ესმოდეს. კეიტ ჯარეტს რომ ჩავრთავ და მეტყვის, გადართეო, არ ვიჩხუბებ, მაგრამ, არ მომეწონება.

– შეიძლება, არ მოსწონდეს, მაგრამ, თუ უყვარხარ, ეგ არ უნდა გითხრას.

– ზრდილობის გამო ჯარეტს ვერ მოუსმენს...

– ხათრით ერთხელ მოუსმენს, ორჯერ და მესამედ მოეწონება, არ არსებობს.

– არა, როცა არ ესმის, ვერც შეიყვარებს, დამთავრდა. მუსიკა ჩემს ურთიერთობებში ბევრ რამეს განსაზღვრავს. რა ვქნა, ასეთი ვარ.

– ახლა მახსენდება მუსიკალურის შემდეგ როგორ აღვადგინეთ ურთიერთობა. „აკადემიის” შემდეგ „მარჯანოვში” დავიწყე სიმღერა, სადაც რაღაც პერიოდის შემდეგ საჭირო გახდა ახალი პერსონა. ბენდში სჭირდებოდათ ინსტრუმენტალისტი ბიჭი. „ვარსკვლავების აკადემიამდე” და შემდეგაც, არ მქონდა ვაჟასთან ინტენსიური კონტაქტი. როგორც კი კახა ხოშტარიამ ბენდში ბიჭის საჭიროება ახსენა, ეგრევე ვაჟასკენ წავედი – მეთქი, ბიჭი მყავს, რომელიც უკრავს ტრომბონზე, ფორტეპიანოზე, თან მღერის გადასარევად, ვიზუალითაც და ხასიათითაც წაგვადგება-მეთქი. რომ მოვიდა და მოუსმინეს, ხოშტარია გადაეფოფრა და დღეს უკვე მამა და შვილი არიან. მოკლედ, სრული ფურორი მოახდინა. დაიწყო იმით, რომ ერთი დუეტი გვქონდა და ბოლოს უკვე მუშაობის ნახევარი განაკვეთი წამართვა (იცინიან).

– სამაგიეროდ, ხელფასი ხომ არ გაგნახევრებია?

– არა, არა. უბრალოდ, თავიდან მე მიმყავდა „პარადი”, მერე, კი მარიკო, ბოდიში მოიხადეო – მითხრეს და მე და ვაჟიკომ ნახევარ-ნახევარი სეტის სიმღერა დავიწყეთ. ახლაც, კონცერტებზე ძალიან ხშირად ვართ ერთად.


скачать dle 11.3