ლამპარდი 98 წლის ბებიას გამოსახლებას უპირებს
ლონდონის „ჩელსისა“ და ინგლისის ნაკრების ლიდერმა, ფრენკ ლამპარდმა, გადაწყვიტა გაყიდოს თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ესპანეთში. საინტერესოა, რომ ლამპარდის ესპანურ სახლში ჯერაც ცხოვრობს მისი ყოფილი მეგობარი ქალის ბებია, 98 წლის ქალბატონი, რომელიც უკანასკნელი ორი წელია, ლამპარდის თანხმობით ამ სახლში ცხოვრობს და მისი გაყიდვის შემთხვევაში უბინაოდ დარჩენა ემუქრება. თითქმის 100 წელს მიტანებული ქალბატონი, ლამპარდის მეგობარი ქალის – ელენ რივასის ბებიაა. ელენთან ფრენკს შვიდი წლის განმავლობაში ჰქონდა ურთიერთობა და მასთან ორი შვილიც ჰყავს.