მსოფლიო სპორტში ყველაზე გავლენიანი– იოზეფ ბლატერი
ბრიტანულ გაზეთ „ტაიმსის“ ვერსიით, „ფიფას“ პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი 2010 წლის მსოფლიო სპორტის ყველაზე გავლენიანი ფიგურაა. „ტაიმსის“ ცნობით, გასულ წელს ბლატერმა მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა ფეხბურთის განვითარებაზე, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატების მასპინძლობის უფლება 2018 წელს რუსეთს და 2022 წელს ყატარს არგუნა. ბლატერის გარდა რეიტინგში მოხვდნენ: მსოფლიოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ჟაკ როგი, ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი და მოკრივე მენი პაკიაო.