ვინი ჯონსმა ძველი დრო გაიხსენა
ბრიტანელმა მსახიობმა, გაი რიჩის ფილმებით განთქმულმა ვინი ჯონსმა, ძველი დრო გაიხსენა – გადაღებებისგან თავისუფალ დროს მეგობრებთან და ჰოლივუდის ვარსკვლავებთან ერთად ფეხბურთი ითამაშა. ჯონსი წარსულში პროფესიონალი ფეხბურთელი იყო, სხვადასხვა დროს მას ნათამაშები აქვს „უიმბლდონსა“ და „ჩელსიში“, ასევე, უელსის ნაკრებში, რომლის შემადგენლობაში მას ერთი მატჩი საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ აქვს ჩატარებული. კარიერის განმავლობაში ჯონსი უხეში და ხისტი თამაშით იყო ცნობილი, რის გამოც მოედანზე მას „ძვლების გამანადგურებელს“ უწოდებდნენ. საინტერესოა, რომ ჯონსის თამაშს „მანჩესტერის“ მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი დაესწრო, რომელმაც 46 წლის მსახიობს სპორტული ფორმა მოუწონა.