კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყველაზე გრძელფეხებამ კარამბე მიატოვა

ცნობილმა სლოვაკმა ტოპ-მოდელმა ადრიანა სკლენარიკოვამ განაცხადა, რომ იგი საბოლოოდ დაშორდა თავის მეუღლეს, წარსულში ცნობილ ფრანგ ფეხბურთელს, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ კრისტიან კარამბეს. სკლენარიკოვამ ხაზი გაუსვა, რომ დაშორების ინიციატორიც თავად არის, რადგან მობეზრდა ცხოვრების ის სტილი, რომელსაც კრისტიანი ეწევა.

„ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ კრისტიანი ცხოვრების მორევში გადაეშვა და თითქმის ყოველდღე ხმაურიანი წვეულებების მოწყობით არის დაკავებული, მე კი წყნარი და სტაბილური ცხოვრება მინდა“, – აღნიშნა სკლენარიკოვამ, რომელიც 1998 წელს გინესის წიგნში მოხვდა როგორც ყველაზე გრძელფეხება მოდელი – 185 სანტიმეტრის სიმაღლის ადრიანას ფეხების სიგრძე 125 სანტიმეტრია. აღსანიშნავია, რომ ადრიანა და კრისტიანი ერთად 13 წელი ცხოვრობდნენ.


скачать dle 11.3