კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შვედმა ფეხბურთელმა ჰომოსექსუალობა აღიარა

შვედმა ფეხბურთელმა, ანტონ ჰიუსენმა, რომელიც შვედეთის რანგით მეოთხე დივიზიონში გამოდის, თავისი არატრადიციული ორიენტაცია საჯაროდ აღიარა. ანტონი ინგლისური „ლივერპულის“ ცნობილი ექსფეხბურთელის – გლენ ჰიუსენის ვაჟია და რამდენიმე წლის წინ იგი ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელად ითვლებოდა, ის სტაბილურად თამაშობდა ახალგაზრდულ ნაკრებში და მასზე წამყვანი შვედური კლუბები ნადირობდნენ, თუმცა, ხშირმა ტრავმებმა მის კარიერას დაღი დაასვა და ამჟამად იგი გიოტებროგის ერთ-ერთ კლუბში თამაშობს, სადაც მწვრთნელად მამამისი მუშაობს. აღსანიშნავია, რომ ანტონ ჰიუსენი პირველი შვედი ფეხბურთელია, რომელმაც ჰომოსექსუალობა აღიარა, თუმცა, მანამდე აქტიურად საუბრობდნენ კიდევ ერთ შვედზე, ჰიუსენზე გაცილებით ცნობილ და აღიარებულ ფრედერიკ ლიუნგბერგზე, ლონდონის „არსენალისა“ და შვედეთის ნაკრების ვარსკვლავზე, რომელსაც ასევე არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციას აბრალებდნენ, თუმცა ლიუნგბერგს ჯერაც არ უღიარებია, რომ ის გეია. საინტერესოა, როგორ განვითარდება ჰიუსენის კარიერა, რადგან გეი სპორტსმენების მიმართ შვედეთში არცთუ კეთილგანწყობილები არიან.


скачать dle 11.3