რონალდინიოს ახალი „გერლფრენდი“
„ფლამენგოს“ ვარსკვლავს, რონალდინიოს, ახალი მეგობარი გოგონა ჰყავს – შეიენ სესარიო – რიო-დე-ჟანეიროს კარნავალის ყველაზე ლამაზი მოცეკვავე, რომელიც 2010 წელს კარნავალის დედოფალი გახდა. საინტერესოა, რომ შეიენი ბავშვობიდან „ფლამენგოს“ უშუალო კონკურენტს, პრინციპულ მეტოქე „ბოტაფოგოს“ ქომაგობს და, სავსებით შესაძლოა, რომ თუკი მისი და რონალდინიოს რომანი უფრო განვითარდება, ერთ დროს პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელმა და „ბარსელონას“ ექსლიდერმა „ფლამენგოს“ მაისური „ბოტაფოგოს“ ფორმაზე გადაცვალოს. აღსანიშნავია, რომ რონალდინიოს სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, საუბარი იყო, რომ იგი „გრემიოს“ ფორმას მოირგებდა, თუმცა, ყველასთვის მოულოდნელად, ბრაზილიელმა ვარსკვლავმა „ფლამენგოს“ მიაშურა, სადაც მალევე გახდა გუნდის კაპიტანი და ლიდერი.