რატომ არის გადაღლა მხედველობისთვის საშიში
ღამით, როცა ადამიანის ორგანიზმს სძინავს, თვალი წუთითაც არ წყვეტს მუშაობას. ამ დროს მიმდინარეობს მხედველობის ნერვის სტიმულაცია. თვალის ნერვი ძალიან მგრძნობიარეა, ამიტომ, მხედველობის გაუარესების ძირითადი მიზეზი სტრესი და გადაღლაა.
თვალები რომ დაასვენოთ, დროდადრო მილულეთ. ამ დროს დუნდება თვალის კუნთები და ქრება საერთო დაძაბულობა. კვირაში ორჯერ მაინც მიმართეთ შემდეგ მეთოდს: ჩააქრეთ შუქი და მაქსიმალურად ჩაბნელებულ გარემოში მოეწყვეთ მოხერხებულად, ისე, რომ სხეულის თითოეული ნაწილი მოდუნდეს. ისუნთქეთ ღრმად, მაგრამ, ძალდაუტანებლად. თუ პერიოდულად ხედავთ ვარსკვლავისებურ ნათებას, ან შავ რგოლებს, ეს იმას მოწმობს, რომ მხედველობის ნერვი განაგრძობს მუშაობას. ვარჯიშის ხანგრძლივობა კი დაახლოებით 15-20 წუთია.
სხვათა შორის, ის, ვინც სუფთა ჰაერზე მუშაობს, უკეთესი მხედველობით გამოირჩევა.
დღის შუქი მხედველობისთვის აუცილებელია. ამიტომ, ეცადეთ დილის 9 საათიდან 10 საათამდე ისეირნოთ სუფთა ჰაერზე.