საჭმელს ერთი ჭიქა ანანასის წვენი დააყოლეთ
ანანასი სამკურნალო ხილია. ის მდიდარია მინერალური ნივთიერებებითა და ვიტამინებით.
ანანასის ნაყოფი შეიცავს კალიუმს, რკინას, სპილენძს, თუთიას, იოდს, მანგანუმს, მაგნიუმსა და კალციუმს. ასევე, მასში დიდი რაოდენობითაა ბრომელინი, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებას, ასტიმულირებს საჭმლის მონელებას, ასუფთავებს სისხლს და ააქტიურებს იმუნურ სისტემას.
ანანასი რეკომენდებულია ჰიპერტონიისა და ათეროსკლეროზის დროს – ის დაბლა სწევს წნევას. ასევე, არა მარტო ხელს უშლის სისხლძარღვებში დანალექების წარმოქმნას, არამედ სპობს კიდეც, რითაც იცავს ადამიანს ინსულტისა და ინფარქტისგან.
ეს ხილი სასარგებლოა მათთვის, ვისაც დარღვეული აქვს საჭმლის მონელების ტრაქტი. კუჭის წვენის ფერმენტაციული აქტიურობის ასამაღლებლად, ჭამის დროს დალიეთ ერთი ჭიქა ანანასის წვენი ან მიირთვით ის ცოცხლად.
კალიუმის მარილების მაღალი კონცენტრატის მეშვეობით, ანანასი ორგანიზმიდან გამოდევნის ზედმეტ სითხეს, აძლიერებს ცხიმის წვას და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.
მიქსერით ათქვიფეთ 100 გრამი ანანასი, დაამატეთ მას 100 მილილიტრი ბურახი, ცოტა ლიმონის წვენი და დალიეთ დღეში 2-ჯერ – ეს ორგანიზმის გაჯანსაღებაში დაგეხმარებათ.