სქესობრივი აქტივობის დაქვეითებას არასწორი კვება იწვევს
სასქესო ჯირკვლები ანუ ქონადები საჭიროა როგორც მთლიანი ორგანიზმის ნორმალური ცხოველმყოფელობის უზრუნველსაყოფად, ასევე ნორმალური სქესობრივი ცხოვრებისთვის. ისინი ასრულებენ შერეულ ფუნქციას, ანუ, წარმოქმნიან არა მხოლოდ გარეგნული, არამედ შინაგანი სეკრეციის პროდუქტებსაც, რომლებიც, მოხვდებიან თუ არა სისხლში, აახალგაზრდავებენ ორგანიზმს.
ყოველდღიურ საკვებ რაციონში აუცილებელი ელემენტების სიმცირე ან არარსებობა უარყოფითად მოქმედებს სასქესო ჯირკვლების ფუნქციაზე და შეუძლია, გამოიწვიოს სტერილიზაცია, ანუ – უნაყოფობა. სასქესო ჯირკვლებისთვის აუცილებელია A, B, C და E ჯგუფის ვიტამინები.
ვიტამინი A უზრუნველყოფს საკვერცხეებისა და წინამდებარე ჯირკვლის ნორმალურ ცხოველმყოფელობას. წინამდებარე ჯირკვლის ფუნქციის დარღვევას იწვევს კვების რაციონში A ვიტამინის ნაკლებობა.
B ჯგუფის ვიტამინები აუცილებელია სქესობრივი პოტენციისა და აქტის შესანარჩუნებლად. ამ ვიტამინის უკმარისობას მოსდევს ნევროზი, შიში, გაღიზიანება, რაც, თავისთავად, სქესობრივი აქტივობის დაქვეითებას იწვევს.
საკვერცხეების ფუნქციონირებისთვის აუცილებელია ვიტამინი C. მისი არარსებობა იწვევს ანემიას. მამაკაცებში ვიტამინ C-ს უკმარისობა აქვეითებს ჯერ ჩასახვის უნარს, შემდეგ კი იწვევს სქესობრივი ლტოლვის სრულიად გაქრობას.
ვიტამინი E ზრდის შთამომავლობის წარმოქმნის უნარს. ამ ვიტამინის ნაკლებობას შეუძლია გამოიწვიოს სქესობრივი სტერილიზაცია.
შიმშილი იწვევს სქესობრივი ლტოლვის დაკარგვას. სასქესო ჯირკვლების ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია ცილოვანი დიეტა. არგინინი კი შეუცვლელი ამინომჟავაა, რომელიც შედის ერთ-ერთ ცილაში. ასევე, აუცილებელია მინერალური ნივთიერებები – რკინა და სპილენძი.
თევზი, კარტოფილი, კომბოსტო, თალგამი, პომიდორი და ღვიძლი ვიტამინ A-ს წყაროებია.
ვიტამინ E-ს წყაროა: ხორბალი, კვერცხის გული, ღორის ქონი, მზესუმზირის ზეთი და მარცვლოვანი კულტურები.
არგონინს შეიცავს: კვერცხი, რძე, შვრია, არაქისი, ხორბალი, საფუარი.
რკინას შეიცავს: ლობიო, ნიგოზი, ხორბალი, შვრია, ჩამიჩი, კვერცხი, მწვანე ბოსტნეული და ხორცი.
ხოლო, სპილენძის წყაროა: ხორბალი, ლობიო, ოხრახუში, სოკო, ღვიძლი, სატაცური.