კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიბრძნე მინიატურებში

ალექსანდრე მაკედონელი და ინდოელი ბრძენკაცი

როცა ალექსანდრე მაკედონელი ინდოეთის დასაპყრობად ემზადებოდა, მისმა მასწავლებელმა არისტოტელემ უთხრა: „თუ შეძლებ, ჩამომიყვანე ისეთი ადამიანი, რომელმაც საკუთარი თავის შესაცნობად უარი თქვა ამქვეყნიური ცხოვრების ხიბლზე“. უამრავი მიწა-წყალი დალაშქრა ალექსანდრემ და ყველას ერთი თხოვნით მიმართავდა: „მინდა ის პიროვნება ვნახო, ვინც უკვე ამოიცნო სიცოცხლის არსის საიდუმლო“. ამ თხოვნაზე ალექსანდრე მაკედონელი ყველგან და ყველასგან ერთსა და იმავე პასუხს იღებდა:

– ამა და ამ ადგილზე, მთის ძირში, მდინარის პირას ცხოვრობს მოხუცი, რომელმაც ბოლომდე შეიცნო საკუთარი თავი. ბოლოს და ბოლოს, ალექსანდრემ უბრძანა მხედართმთავარს, დიდი მოწიწებით ჰხლებოდა მოხუცს და უღრმესი პატივისცემით მიეყვანა მაკედონელთან. როდესაც მაკედონელის რაზმმა იმ ადგილს მიაგნო, სადაც, სავარაუდოდ, ის მოხუცი ცხოვროდა, რომელმაც ბოლომდე შეიცნო საკუთარი თავი, მხედართმთავარი იმ მხარის უხუცესთან მივიდა, რათა დაწვრილებით გამოეკითხა ყველაფერი ბრძენკაცის შესახებ.

უხუცესმა უთხრა:

– აქ მართლაც ცხოვრობს უდიდესი ბრძენკაცი, რომელმაც ბოლომდე შეიცნო საკუთარი თავი და, საერთოდ, სიცოცხლის არსი, მაგრამ ვეჭვობ, რომ შეძლოთ დაითანხმოთ, თან წამოგყვეთ.

– სისულელეს ბრძანებთ. თუ ალექსანდრე მაკედონელის თხოვნა იქნება, მთელი ქალაქი უდრტვინველად დაემორჩილება მას.

როცა რაზმმა ბრძენკაცის სამყოფელს მიაღწია, მოხუცი დედიშობილა იდგა მდინარის ნაპირზე. მეომრები მოწიწებით მიუახლოვდნენ და აუწყეს:

– უნდა გამოგვყვე, თვით ალექსანდრე დიდი გპატიჟებს თავისთან სტუმრად. დიდ პატივს მოგაგებენ.

ბრძენკაცმა მშვიდად უპასუხა დაუპატიჟებელ სტუმრებს:

– არ არსებობს ამქვეყნად ისეთი ძალა, რომელიც მაიძულებს, მის ნებას დავყვე. თუ თქვენს ალექსანდრეს ვჭირდები, დაე, ის თვითონ მოვიდეს ჩემთან.

ალექსანდრეს დესპანები გაოცდნენ და მორჩილად გაბრუნდნენ ალექსანდრეს ბანაკისკენ. მხედართმთავარმა მაკედონელს მოახსენა:

– ის კაცი ქედმაღლურად მოგვექცა. ვშიშობთ, თქვენს მიმართაც ქედმაღლური და ამპარტავანი დარჩება.

ალექსანდრე გაცეცხლდა და თქვა:

– ყველას, ვინც სათანადო პატივისცემას არ მომაგებს, სიკვდილი ელის. მე მივდივარ იმ მოხუცთან.

სასურველ ადგილს რომ მიაღწია, ძალაუნებურად უცნაურმა კრძალვამ შებოჭა, ხმა ვერ ამოიღო. მოხუცმა უთხრა:

– მაშ, ეს შენ ხარ, ალექსანდრე, რომელსაც დიდს უწოდებენ? ვფიქრობ, თითოეული, რომელიც შენ დიდს გიწოდებს, თვითონ არის დაჩიავებული და ვერასოდეს მოიპოვებს სიდიადეს.

– შენთან იმისთვის არ მოვსულვარ, რომ გეპაექრო, – მიუგო ალექსანდრემ, – მოვედი, რომ ჩემს სამშობლოში დაგპატიჟო.

მოხუცს გაეღიმა:

– მე ქარივით თავისუფალი ვარ! შეუძლებელია ქარის დაპატიჟება. იგი თავის ნებაზე ქრის.

ალექსანდრე მიჩვეული იყო, რომ მის ნებისმიერ სურვილს ყველა მორჩილებით ასრულებდა. მოხუცის პასუხმა მოთმინებიდან გამოიყვანა. გონება სულ მთლად აერია, ხმალი იშიშვლა და შესძახა:

– ბებერო, თუ ჩემთან წამოსვლაზე უარს მიბედავ, თავს წაგაცლი!

– შეგაგვიანდა. მე უკვე მოვკალი საკუთარი თავი.

– რას მიედ-მოედები! ახლა შენი თავი მიწაზე გაგორდება!

– შეგიძლია, თავი მომკვეთო, – კიდევ უფრო წყნარად თქვა ბრძენკაცმა, – მაგრამ ვერ შეძლებ, მომკლა, ვინაიდან, როდესაც შენ დაინახავ, როგორ დაეცემა ჩემი თავი მიწაზე, მეც ხომ იმავეს დავინახავ. ალექსანდრემ ვერ შეძლო, მოხუცი სიცოცხლეს გამოესალმებინა. ეს ამბავი მის დღიურებშია აღწერილი, სადაც ნათქვამია, რომ ბრძენკაცის სახელი იყო დათდემეში.


скачать dle 11.3