კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოდაში ჰიპერფერადოვნება და გამჭვირვალე სამოსია

მოდის ტენდენციების ყველა ჟურნალსა თუ ბლოგზე, ვებ-გვერდსა თუ მოდის კრიტიკოსების შენიშვნებში, გაზაფხული-ზაფხულის სეზონი მხოლოდ ერთი ფრაზით არის შეფასებული – „ჰიპერფერადოვნება.” მოდის ისტორიას არ ახსოვს წელი თუ სეზონი, რომ, ერთი დიზაინერის კოლექცია კი არა, მთელი მსოფლიოს პოდიუმები ასე ყოფილიყო აჭრელებული. აქ იყო ერთმანეთთან თითქოს აბსოლუტურად შეუთავსებელი ფერები, რომელთა ერთმანეთთან მოხდენას ვერასდროს წარმოიდგენდი, თუმცა, მაღალი მოდის დიზაინერებმა მათი სინთეზი მაინც შეძლეს.

სრული სიჭრელე მხოლოდ იმ დიზაინერებმა არ წარმოადგინეს, რომელთაგანაც ცხელ სეზონზე ამას ასე თუ ისე, ყოველთვის ელოდებიან, მაგალითად, „ბლუმარინი”, „პრადა” და სხვა. აჭრელდა მოდის სახლები, რომლებიც ყოველთვის მინიმალიზმსა და მკაცრ კონსტრუქციებს ანიჭებდნენ უპირატესობას. ჰაიდერ აკერმანმა მოდელს მთელ ტანზე „ელექტრიკი” ლურჯი მოარგო, „აქუილინო რიმონდიმ” კი კოლექციაში ციტრუსის ფერების კომბინაცია ისე გააკეთა, რომ ნარინჯისფერი და ლიმონისფერი ერთმანეთს საოცრად შეუხამა: მკვეთრი, პრიალა, დაუმწიფებელი ლიმონისფერი პიჯაკი, ღია ფორთოხლისფერი, ღრმად შეჭრილი კლასიკური ქვედაბოლო, უბრალო და მუქი ფორთოხლისფერი მაისური. შეძლებთ თუ არა ამ „ჭყეტელა” კოსტიუმით ოფიციალურ შეხვედრაზე წასვლას არ ვიცი, მაგრამ ვიზუალურად ეს ანსამბლი ისე გამოიყურება, რომ სწორედ პოდიუმისთვის არის შექმნილი.

საინტერესო იყო „ბალის” ფერები: კაკაოსფერი თხელი ტყავის მუხლამდე მოსაცმელი ნახევრად ფარავდა კაბის ფერადოვნებას. გრძელი, სწორი კლასიკური კაბა რამდენიმე „ბლოკად” იყო დაყოფილი: მუქი მწვანე ფერი მკერდამდე; მკერდიდან წელამდე, მდოგვისფერი, წელზე ქამარივით – შინდისფერი და თეთრი, ქვედა ნაწილი კი – მკვეთრი წითელი. ალბათ, ვერასდროს წარმოიდგენდით, რომ მსგავსი ფერების ერთ კაბაში გაერთიანება იმას არ გათქმევინებდათ, ეს გოგო საიდან ჩამოვიდაო. ამ ანსამბლების დათვალიერებისას მხოლოდ ერთი შთაბეჭდილება დამრჩა – დედაბუნების მიერ შეხამებული ფერები სამოსზეც იდეალურად გადმოდის! როგორც მწიფე ფორთოხალი ან ჟოლო უხდება მწვანე ფოთოლს და ყავისფერ ღეროს, ისე უხდება ჟოლოსფერი შარვალი მწვანე ლაბადას. ეს ყველაფერი ერთად გადასარევად დაინახა „ჯილ სანდერმა”, როდესაც ატმის ყვავილისფერი შარვალი, ჟოლოსფერი ბლუზა, მწვანე პიჯაკი და შავი მოსასხამი ერთმანეთს მოარგო და ულამაზესი სინთეზი მიიღო.

ნამდვილი ფორთოხალი იყო „ჟულიენ მაკდონალდის” გოგონა: თხელი, გამჭვირვალე აბრეშუმის ჰაეროვანი კაბა არაჩვეულებრივად იხდენდა მუქ სტაფილოსფერ მოკლე საწვიმარს. თავის ჩვეულ სინაზესა და ქალურობას ამ სიჭრელეშიც კი მიაგნო „ლანვინმა”. ალბერ ელბაზის საოცარი მოდელები განსაკუთრებული მიმზიდველობითა და ელეგანტურობით გამოირჩევა, ჰიპერფერად გაზაფხულზეც კი. აყვავებული მუქი ვარდისფერი, ტანზე მომდგარი ზედატანი და შინდისფერი განიერი, მოლივლივე ქვედაბოლო ისე უხდებოდა ერთმანეთს თითქოს მოდელი ამ სამოსში იყო დაბადებული.

რამდენიმე სხვა დიზაინერთან ერთად, საზოგადოებას „ჭრელი შოკი” მოჰგვარა „მაქსმარამ”: თხელი, გამჭვირვალე, თეთრი იასამნისფერსახელოებიანი ზედატანი მართლაც ძალიან უხდებოდა სტაფილოსფერ, ტანზე მომდგარ შარვალსა და შავ ფეხსაცმელს. ერთი სიტყვით, თუ გინდათ მოდურად გამოიყურებოდეთ, მაინცდამაინც აუცილებელი არ არის ახალი ტანსაცმლის შეძენა, უბრალოდ, ჩაიცვით ის სამოსი, რომლებიც ადრე ერთმანეთს საერთოდ არ უხდებოდა.


скачать dle 11.3