კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მამაკაცებს არ სჯერათ ქალის ერთგულების და რატომ ურჩევნიათ მათ რომანი სხვის ცოლებთან

სასიყვარულო თამაში კარგი გასართობია, თუმცა, საკმაოდ სახიფათო, რადგან ცეცხლთან თამაშს ჰგავს და, ხშირ შემთხვევაში, მოთამაშისთვის ცუდად მთავრდება: ცეცხლის შემთხვევაში – დამწვრობით, ხოლო სიყვარულის შემთხვევაში – გულისტკენითა და იმედგაცრუებით. სქესს, ანუ, იმას, ქალი ითამაშებს „სიყვარულობანას“ თუ მამაკაცი, შედეგზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია. გრძნობა ხომ კაცსაც აქვს და ქალსაც? ამიტომ, შეცდომებსაც ერთნაირი სიხშირით უშვებენ, ერთნაირი დაუდევრობითა და წინდაუხედაობით. სამწუხაროდ, გრძნობას თუ ვნებას აყოლილები, იშვიათად ვფიქრობთ შედეგზე. რით დამთავრდება ეს ყველაფერი, ვინმეს ხომ არ ვტკენთ გულს ამ თამაშით და, რაც მთავარია, ვართ თუ არა მართლები საკუთარ თავთან?!

ზოგჯერ მამაკაცებს ჰგონიათ, მათთვის ბევრი ისეთი რამეა დასაშვები, რაც ქალისთვის მიუტევებელი დანაშაულია. არცთუ იშვიათად, თავის გამართლებას იმით ცდილობენ, ჭეშმარიტ სიყვარულს ვეძებთ და, ამ ძიებისას, შეიძლება, შეცდომებიც დავუშვათო. სინამდვილეში კი, ყველაფერს აკეთებენ საკუთარი სიამოვნებისთვის.

ზურა (36 წლის): დავიწყებ იმით, რომ გეტყვით: მე თავისუფალი ადამიანი ვარ, არც ცოლი მყავს და არც სერიოზული ურთიერთობა მაქვს ვინმესთან. იმიტომ არა, რომ ცხოვრების წესი მაქვს ასეთი, უბრალოდ, ჯერ ვერ შევხვდი ისეთ ქალს, რომელიც ჩემს სიყვარულსა და ერთგულებას დაიმსახურებდა. მეტსაც გეტყვით: რაც დრო გადის, სულ უფრო მეტად ვკარგავ წარმოდგენას ქალებზე, მამაკაცები კი მებრალებიან.

– თქვენც ხომ მამაკაცი ხართ?

– რა თქმა უნდა, მამაკაცი ვარ და ამიტომაც შემტკივა გული კაცებზე და ვლაპარაკობ იმაზე, რასაც ბევრი ხედავს, მაგრამ, ურჩევნია, ჩუმად იყოს. რატომღაც, ფიქრობენ, რომ იგივე პრობლემა მათ გვერდს აუვლის. არ არის ასე, ჩემო კარგო! მეცინება თავდაჯერებულ კაცებზე. არავინ დააფაროს ხელი საკუთარ ცოლს. არ მიეცეთ ხელსაყრელი შემთხვევა, თორემ, ქალის პატიოსნება ვინ თქვა!

– თუ – კაცის პატიოსნება ვინ თქვა? ჩვენ ახლა სერიოზულად ვიჩხუბებთ!

– არა, რას ბრძანებთ, რატომ უნდა ვიჩხუბოთ? გნებავთ, ჯანსაღად ვიკამათოთ და ჭეშმარიტებამდეც მივალთ. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ჭეშმარიტებაც სადავო და საკამათო თემაა, რადგან ყველას თავისი სიმართლე და ჭეშმარიტება აქვს. თქვენ რომ იმ ქალებს ჰკითხოთ, ვისთანაც მე ურთიერთობა მაქვს, გეტყვიან, რომ მართლები არიან, ისე დახატავენ თავიანთ ცხოვრებას და მოგიყვებიან გულის ამაჩუყებელ ისტორიებს, თვალები აგიცრემლდებათ და იფიქრებთ, ეს რა დაჩაგრულები, საწყლები, გულგატეხილები, სიყვარულში ხელმოცარულები ყოფილანო. თქვენ რა, ცოტა გინახავთ ასეთი ქალი? უმრავლესობა ისე გაჩვენებს თავს, განსაკუთრებით თავიდან, თითქოს ციდან ჩამოფრენილი ანგელოზი იყოს. სინამდვილეში კი მარტო ერთი რაღაც უტრიალებთ თავში.

– ამას მამაკაცებზე ამბობენ ხოლმე. მოღალატეები და „ერთ რამეზე” აქცენტირებულები, ძირითადად, მამრობითი სქესის წარმომადგენლები არიან.

– მე არ ვაპირებ ვამტკიცო, რომ მამაკაცები ერთგულების განსახიერებები არიან, რა სისულელეა, მაგრამ, ეს ხომ არ ამართლებს ქალბატონების საქციელს?

– ანუ, იმის თქმა გინდათ, რომ პატიოსანი ქალები არ არსებობენ?

– არა, მე პატიოსნებაზე საერთოდ არ ვლაპარაკობ. ეგ ცოტა სადავო საკითხია. ქუჩის ქალიც შეიძლება პატიოსანი იყოს, თანაც, იმ ქალზე ათჯერ უფრო პატიოსანი, ვისაც კაცი საერთოდ არ მიჰკარებია. მე პატიოსნებას სექსთან მიმართებაში არ განვიხილავ, მე ერთგულებაზე მოგახსენებთ, ქალის ერთგულებაზე, რომელიც მხოლოდ მითია და მეტი არაფერი. ქალები კი ამტკიცებენ, რომ ჩვენ, მამაკაცებს, არ შეგვიძლია, ვუერთგულოთ საყვარელ ადამიანს. სინამდვილეში რეალობა სხვანაირია – თვითონაც მზად არიან ღალატისთვის. თუ ქალს თავისი პარტნიორისთვის ჯერ არ უღალატია, იცოდეთ, რომ მას სხვა კაცი ჯერ არ „დაჩალიჩებია” სერიოზულად, თორემ, მიიღებდა მოთხოვნილს.

– ვერ დაგეთანხმებით.

– ვიცი, რომ ვერც დამეთანხმებით და არც დამეთანხმებით, არც მქონია ეს მიზნად, მაგრამ, საპირისპიროშიც ვერაფრით დამარწმუნებთ, იმიტომ, რომ მე ფაქტები მაქვს, თქვენ – არა.

– ფაქტებში რას გულისხმობთ?

– ჩემს მდიდარ ცხოვრებისეულ გამოცდილებას. ნურც ტრაბახში ჩამითვლით ამას და ნურც იმას დამწამებთ, რომ ჩემი „მაგარი ბიჭობის“ დამტკიცებას ვცდილობ, არანაირად. უბრალოდ, გიყვებით იმას, რაც ჩვენ გარშემო ყოველდღე ხდება. თუ ვიღაცა თვალებს იბრმავებს, ეს მისი საქმეა. მე არ მინდა მოტყუებულისა და რქებდადგმულის როლში ყოფნა. ჩემი თავი ენაცვალოს ქალებს, მაგრამ, თავს ვერავის მოვატყუებინებ.

– გეშინიათ, რომ თქვენც მოტყუებული ქმრების ბედს გაიზიარებთ?

– არ არის გამორიცხული, მაგრამ, მე სულელი არ ვარ. მერე რა, რომ მექალთანის იმიჯი მაქვს და ბევრი სხვა კაცის ცოლი მომიხიბლავს. ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. მე გამონაკლისი არ ვარ, ჩემნაირები კიდევ არიან და, რა გარანტია მაქვს, რომ ჩემს ცოლსაც არ „დაეჩალიჩება“ ვინმე?!

– ძალიან ცუდი წარმოდგენის ყოფილხართ კაცებზე.

– პირიქით, პირიქით. მე ქალებზე მაქვს ცუდი წარმოდგენა – ვერ ვენდობი, არ მჯერა მათი. იმდენი გასაოცარი „ერთგული” ცოლი მინახავს, რომ, საკმარისია, აღარ მჭირდება ექსპერტი, ქალების „ეშმაკობები” რომ გავშიფრო. ყველა ერთნაირია. აბსოლუტურად ყველა. გათხოვილები – მით უმეტეს. ზოგს ქმარი ჰყავს და მის ხარჯზე ცხოვრობს. ზოგი იქით აცხოვრებს ქმარს და, პლუს, საყვარელსაც იჩენს. გაუგებარია – რატომ?! შეიძლება, ვიღაცამ თქვას, ამ ქალებისას ვერაფერს გაიგებო, მაგრამ, მე პირიქით ვიტყვი: ყველაფერი გასაგებია!

თქვენთვისაც რომ გახდეს გასაგები, რაღაცეებს მოგიყვებით: ჩემი ასაკის გოგონებთან ურთიერთობა არასდროს მიტაცებდა – ვგულისხმობ იმ პერიოდს, როცა ათი წლით უმცროსი ვიყავი. მაშინ აღმოვაჩინე, რომ გათხოვილი ქალები გაცილებით საინტერესოები არიან, საინტერესოები ყველა მხრივ, ლოგინისა და ინტიმის ჩათვლით. თავიდან ცოტა კომპლექსივით მქონდა, წარმოიდგინეთ, იმათი ქმრების მერიდებოდასავით. რა „პონტია“-მეთქი, – ვფიქრობდი. მეც კაცი ვარ და კაცურ ამბავში არ უნდა ჩავიჭრა-მეთქი, მაგრამ, მერე ვთქვი, თუ იმდენი ჭკუა არ ყოფნით, რომ ცოლებს აღვირი მოსდონ და აქეთ-იქით თვალები აღარ აცეცებინონ, ეს მათი პრობლემაა და რატომ უნდა ვთქვა უარი, როცა თვითონ მთავაზობენ თავს-მეთქი.

– ანუ, გათხოვილი ქალები იქით გეკიდებოდნენ?

– აბა, თქვენ გგონიათ, მე ვაგლეჯდი კალთებს? „კაზანოვას” კი მეძახიან, მაგრამ, ინიციატორი თითქმის არასდროს ვყოფილვარ. პირველი „ისარი” იმათგან მოდიოდა. დიახ, გათხოვილებისგან. ვარ მექალთანე, არ უარვყოფ ამას, მაგრამ, ქალმა უარის თქმა არ უნდა იცოდეს? იცით, როგორ ამბობენ „არას“?! – ოთხმოცი პროცენტით რომ გეთანხმება. სხვისი არ ვიცი, მაგრამ, მე ჯერ არ მქონდა შემთხვევა, ქალს უარი ეთქვას.

– მარტო გათხოვილი ქალებით რატომ ხართ დაინტერესებული, რა გხიბლავთ სხვის ცოლში?

– „სხვისი ცოლი” ცოტა ისეთი ნათქვამია, პროვინციული. რაც შეეხება გათხოვილ ქალებს, ისინი გასათხოვრებთან შედარებით რამდენიმე უპირატესობით გამოირჩევიან: ჯერ ერთი, თითქმის მინიმალურია იმისი საფრთხე, რომ „გეკიდება” – ქმარი ჰყავს და ის ურთიერთობა რაღაცად უღირს. ყოველ შემთხვევაში, ოჯახს ადვილად არ დაანგრევს. არის მეორე ფაქტორი: გათხოვილმა ქალმა ზუსტად იცის, შენგან რა უნდა. არაფერი არ არის იმაში დასამალი, რომ ფიზიკური სიამოვნებისთვის მოდის შენთან, არავითარი ილუზია. არც შენ გაქვს რაღაც შორსმიმავალი გეგმები, არც იმას, კონკრეტულია და გასაგები ყველაფერი. ეს ძალიან დიდი კომფორტია ჩემთვის. მაქვს ნერვები, გასათხოვარ გოგოს „ვეჩალიჩო“ და დრო დავკარგო?! იმას იმდენი ფული უნდა დაახარჯო, დროზე რომ არაფერი ვთქვათ, აღარ გიღირს შედეგი. მერე კიდევ, გეტყვის, შემიყვარდიო და კარგად იყავი! სერიოზული ურთიერთობა კი ჩემს გეგმებში არ შედის. შეიძლება, ძალიან ცუდ პიროვნებად ჩამთვალოთ, მაგრამ, ეს ისევ ქალბატონების დამსახურებაა.

– ოჯახი თქვენთვის არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს?

– პირიქით, ისეთ ფასეულობას წარმოადგენს, რომ რისკზე ვერ წავალ. გეუბნებით, ქალის ერთგულება ჩემთვის მითია, რომელიც დიდი ხანია, საპნის ბუშტივით გასკდა. ძალიან კარგად მახსოვს პირველი შემთხვევა, როცა გათხოვილი ქალის საყვარელი გავხდი. გავიცანი და მომეწონა, მაგრამ, მითხრეს, გათხოვილია, ქმარი ძალიან უყვარს და შანსი არ გაქვსო. სიმართლე გითხრათ, გული მეტკინა, რადგან მართლა ძალიან მომეწონა. ვერ ვიტყვი, რომ მოდელის გარეგნობა ჰქონდა, მაგრამ, მე ქალში მარტო სილამაზეს არ ვეძებ. ისეთი მიზიდულობის ძალა იგრძნობოდა მასში, ისეთი ენერგეტიკა მოდიოდა, რომ გადავირიე. ქალების ყურადღებით ყოველთვის განებივრებული ვიყავი, დიახ, გათხოვილი ქალების ყურადღებითაც. სხვათა შორის, ეგენი გაცილებით უკეთ აფასებენ მამაკაცს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მეტი გამოცდილება აქვთ. როგორ ვერ უნდა გავალღო ამ „თოვლის დედოფლის” გული-მეთქი, ვიფიქრე. თუმცა, გულის სიღრმეში, გულწრფელად გეტყვით, მინდოდა, უარი ეთქვა. ოღონდ, არ თქვათ, რომ ვერ მიმიხვდით, რა ვიგულისხმე. არც ისეთი ეგოისტი ვარ, როგორიც გარეგნულად ვჩანვარ. მას რომ უარი ეთქვა და თავისი ქმრის ერთგული დარჩენილიყო, გული კი დამწყდებოდა, მაგრამ, მაგრად გამიხარდებოდა კიდეც, რწმენას აღარ დავკარგავდი, ქალების მიმართ ნდობა არ გამიქრებოდა. სამწუხაროდ, მეორე მცდელობის მერე მივხვდი, რომ არც ისეთი აუღებელი ციხესიმაგრე იყო. უბრალოდ, სასიყვარულო თამაში სხვებზე მეტად მოსწონდა და დასაწყის ეტაპზე ამას ითხოვდა ჩემგან. უნდოდა, მუდმივად რაღაცით გამეოცებინა, რაღაც ისეთი გამეკეთებინა, რისი უნარიც მის ქმარს არ ჰქონდა. სხვათა შორის, მე ვერ დავარქმევ გარყვნილებას იმას, რასაც ეს ქალები ჩემთან აკეთებენ. ისინი მხოლოდ იმ დეფიციტის შევსებას ცდილობენ, რაც არ აქვთ.

– და ამას თქვენში პოულობენ?

– რატომაც არა?! მე ვიცი, რა უნდათ მათ. მაგალითად, იმ ქალბატონს, რომელმაც განსაკუთრებით გამიცრუა იმედი იმით, რომ დამნებდა, ძალიან აკლდა რომანტიკა ქმრისგან. მერე, როცა უკვე დავახლოვდით, მითხრა, ჩემს ქმარს ჩემი საერთოდ არ ესმის, წარმოდგენა არ აქვს, სინამდვილეში როგორი ვარ, რა მწყინს, რა მიხარია; დარწმუნებულია, რომ ყველაფერი მაკმაყოფილებს და ამის გამო მეცოდებაო.

– ძალიან შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებთ ქმრების მიმართ.

– მე მხოლოდ მათი ცოლების შეხედულებებს და მოსაზრებებს გამოვთქვამ. იმ ქალისგან რამდენჯერმე მივიღე უარი, თანაც, ისეთი დახვეწილი უარი, რომ აღვფრთოვანდი – აუ, რა მაგარი ქალია-მეთქი. ასეთი გამოცდილი რომ არ ვყოფილიყავი, მართლა მეგონებოდა, რომ მასთან არაფერი გამომივიდოდა. ისე ეჭირა თავი, გეუბნებით, კიდევ უფრო ჩამაგდო აზარტში. მით უმეტეს, რომ თვალებით თავისკენ მიხმობდა. იცით, რა არის ქმრების პრობლემა? – საკუთარ ცოლებს თვალებში არასდროს უყურებენ და ისინიც ძალიან კარგად სარგებლობენ ამით. ქალის თვალებში და, საერთოდ, ადამიანის თვალებში, უზარმაზარი ინფორმაცია, უტყუარი ინფორმაციაა. გატყუებს, გღალატობს თუ უკვე სხვას ეკუთვნის – მარტივი მისახვედრია, თუ ქალს თვალებში ისე ჩახედავ, როგორც საჭიროა.

– ანუ, მაინც იქამდე მივედით, რომ, თუ ქალი ქმრის ერთგული არ არის, ეს მამაკაცის ბრალია.

– ცალმხრივად დამნაშავე არავინ არის. მე როდის გითხარით, რომ ქალები არამზადები არიან, მამაკაცები კი ანგელოზები? მე ის ვთქვი, ქალის ერთგულება მითია-მეთქი. რატომ არის მითი და ვინ არის ანათემაზე გადასაცემი, ამაზე საერთოდ არ ვლაპარაკობ. მე არც ფსიქოლოგი ვარ და არც ფილოსოფოსი, ეს ვიკვლიო. ჩემთვის მთავარია ფაქტი, რის გამოც ცოლის მოყვანა არ მინდა.

– თქვენ, უბრალოდ, ვერ შეხვდით ერთგულ ქალს და ამიტომ ყველას ერთი საზომით ზომავთ.

– შეიძლება. მე არ ვარ კატეგორიული ადამიანი და ნამდვილად ვერ გაგიჯიუტდებით, მაგრამ, მე ვიცი ის, რაც ვიცი – მომწონს სხვისი ცოლები და ისინიც უარს არ მეუბნებიან. ვიცი, იტყვით, რომ მე მექალთანე ვარ და ამიტომ მაქვს ასეთი წარმოდგენა ქალებზე.

– მექალთანე რას ნიშნავს?

– სხვათა შორის, მე არასდროს მყოლია ერთდროულად ორი ქალი. ვისთანაც ვარ, ბოლომდე იმ ერთთან ვიხარჯები. ჯერ ვამყარებ ურთიერთობის ერთ ეტაპს და მხოლოდ ამის მერე ვიწყებ მეორეს, თავისი „ჩალიჩით“, რომანტიკული მესიჯებით, ყვავილებით, პაემნებით და ასე შემდეგ, გააჩნია, ვისთან რა მჭირდება. ფაქტია, რომ უკმაყოფილო არავინ რჩება. არ მქონია შემთხვევა, ქალს კონფლიქტით დავშორებოდი. ერთად მანამდე ვართ, სანამ ორივეს გვინდა ეს, ან – მას უნდა. როცა მეუბნება, რომ უნდა „გავქრე”, მე პრეტენზიას არ გამოვთქვამ. ჩემი ცხოვრებით უკმაყოფილი არ ვარ. ზოგჯერ მაწუხებს ის ამბავი, რომ ერთგულ ქალს ვერ შევხვდები, მაგრამ, ეს წუთიერი სისუსტეა. მტკიცედ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ, თუ ქალს თავისი ქმრისთვის ჯერ არ უღალატია, ის გამორჩეულად და უნიკალურად ერთგული კი არ არის, უბრალოდ, ჯერ არავინ „დაჩალიჩებია” სერიოზულად, ანუ, ჩემნაირი არ გამოჩენილა მის ცხოვრებაში.


скачать dle 11.3