კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მინიმალური გაუმართაობების შეკეთება შეუძლია მძღოლს საკუთარი ძალებით



შეიძლება თუ არა, ევაკუატორისა და ტექნიკური დახმარების გარეშე ავტომობილის გაუმართაობების ადგილზე აღმოფხვრა? რა თქმა უნდა, შეიძლება, ყოველ შემთხვევაში, ასე მიაჩნია გიგა ლორთქიფანიძეს, რომელიც ფიქრობს, რომ წვრილმანი თავის ტკივილების მოვლა ყველა მძღოლს თავად უნდა შეეძლოს, ქალი იქნება ის თუ კაცი.

გიგა ლორთქიფანიძე: ხანდახან ძალიან პატარა პრობლემის გამო მძღოლები პანიკაში ვარდებიან და ეს განსაკუთრებით ქალ-მძღოლებს ეხება. პრობლემის მხოლოდ ვიზუალური მხარე არ ნიშნავს, რომ კატასტროფის წინაშე ვდგავართ, თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილი გაჩერდა. მინიმალური ცოდნა მაინც რომ გვქონდეს, ძალიან დიდ დროს, ნერვებსა და თანხას დავზოგავთ. მეგობრებთან რეკვასა და ტირილს, ჯობია, პრობლემის მოგვარება თავად დაიწყოთ. არსებობს ისეთი მარტივი გაუმართაობები, რომლის აღმოფხვრაც ადგილზევე ძალიან იოლად არის შესაძლებელი. ყველაზე ხშირად ჩვენს მანქანას ელექტროსისტემების მცველი უფუჭდება.

– შეიძლება, მცველმა მანქანა გააჩეროს?

– უმარტივეს მაგალითს მოგიყვანთ. მცველი, რომელიც იცავს ელექტრონული მოწყობილობების მუშაობის სისწორეს, საწვავის მაჩვენებელი იქნება ეს, წყლის მდგომარეობის მაჩვენებელი თუ სხვა, ჩვენ შეიძლება, გავაღოთ ის, რაც გასაღებია, შესაძლოა, მაჩვენებელმა არ იმუშაოს, მაგრამ მანქანა მაინც დაიქოქოს. რა ხდება ამ დროს? გენერატორს, ისევე როგორც ხელსაწყოების დაფას, არ მიეწოდება სიგნალი იმის შესახებ, რომ აკუმულატორი დასამუხტია. ის არ იწყებს მუშაობას, შესაბამისად, აკუმულატორის რესურსი იწურება, რის შედეგადაც ავტომობილი ან ჩაქრება ან თავად ჩავაქრობთ და ვეღარ დავქოქავთ. ამ დროს იწყება პანიკა და ძებნა იმ მიზეზებისა, რომელმაც ავტომობილი გააჩერა, რეალურად კი სულ პატარა მცველია დამწვარი. მცველის დაწვა ძალიან იოლია. ის პირველივე გაუმართაობას საკუთარ თავზე იღებს და ეს წვავს, ან უმიზეზოდ გამოდის მწყობრიდან. ყველა მძღოლისთვის სავალდებულოა, იცოდეს, მანქანაში კონკრეტულად რა ადგილას არის განთავსებული მცველების ბუდე, სადაც ყველა მათგანი ერთადაა თავმოყრილი. უმრავლეს შემთხვევებში ის ხელსაწყოების დაფის ქვეშაა. აუცილებელია, ვიცოდეთ თუ როგორ იცვლება მცველი. სხვადასხვა მცველს სხვადასხვა წინაღობა აქვს. თუ ჩვენ დაბალი წინაღობის მცველს მაღალი დაწოლის დასაცავად ჩავდებთ, ის, რა თქმა უნდა, ძალიან მალე დაიწვება.

როგორ გავარკვიოთ რომელ მცველს რამხელა წინაღობა აქვს?

– სადაც მცველია განთავსებული იქვე წერია თუ რა დატვირთვის გაძლება შეუძლია მას. ეს ციფრებია: 5, 10, 15 და ასე 70-ამდე. 70-ს, ცხადია მეტი დატვირთვის ატანა შეუძლია. თუ ჩვენ, ვთქვათ, 30-იანი მცველი დაგვეწვა და იქ 5-იან მცველს ჩავდებთ, მან, შესაძლოა, იმუშაოს, მაგრამ, თუ იმ დეტალს, რომელსაც ის მცველი იცავს, რამე პრობლემა შეექმნება, არის დიდი ალბათობა, რომ მცველი საკუთარ თავზე მას არ აიღებს და არა მცველი, არამედ ის დეტალი დაიწვება, რომელსაც პრობლემა აქვს. დამწვარი მცველის პოვნა ძალიან იოლია. უმეტეს მათგანს ზემოდანვე ეტყობა, რომ გაწყვეტილია, ისევე, როგორც ეს დამწვარ ნათურაზე ჩანს. იქვე, სადაც მცველია, აუცილებლად იქნება განთავსებული მისი ამოსაღები სპეციალური პინცეტის ფორმის გასაღები. თუ, რა თქმა უნდა, თქვენი მანქანიდან ის ვინმემ არ დაკარგა. ამით დამწვარ მცველს იოლად ამოვიღებთ და სხვას ჩავსვამთ. სათითაოდ ყველა მცველის ამოღება მოგიწევთ, სანამ დამწვარს არ მიაგნებთ. ანუ, როგორც კი ელექტრონული სისტემა აურევს, მანქანა ან არ იქოქება, არ ინთება ფარები, ან რომელიმე ხელსაწყო, პირველ ყოვლისა მცველებს ვამოწმებთ. როდესაც მცველების ხუფს მოვხდით, ნომრების მიხედვით აწერია, რომელი რას იცავს. ეს განსაკუთრებით მკაფიოდ არის ასახული ახალ ავტომობილებში. საერთოდ, რაც უფრო ახალია მანქანა, მით უფრო დახვეწილი ელექტროსისტემა აქვს, მცველებზეც მეტია დამოკიდებული და მათი გამოცვლა უფრო მეტ შედეგს მოგვცემს.


скачать dle 11.3