კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ისევ ღია კართან

ვინ შეადგენს სარჩელს?!

გასული კვირის მიწურულს გაირკვა, რომ ჰააგის სასამართლო საქართველოს სარჩელს რფ-ის წინააღმდეგ აღარ განიხილავს (ასეო, ისეო, თქვენი დიდი ხათრი მაქვსო, მაგრამ, ჩემი კომპეტენცია არ არისო!). როგორც მოსალოდნელი იყო, ამ გადაწყვეტილებამ ორივე მხარე დააკმაყოფილა (რითაც კიდევ ერთხელ დადგა ეჭვქვეშ შეგონება, სასამართლო სექსი არ არის, ორივე მხარე კმაყოფილი დარჩესო). რუსულმა მედიამ სიხარულის ზარი დაარისხა იმ მოტივით, რომ ჰააგამ რფ-ის მიერ 1993-დან 2008 წლამდე ქართველების ეთნიკური წმენდის ფაქტი არ აღიარაო; ქართული მხარეც დარწმუნებულია, რომ, რაკი ჰააგის სასამართლომ (და მერე რა, რომ სარჩელი არ მიიღო წარმოებაში) რფ კონფლიქტის მხარედ აღიარა, ეს გამარჯვებააო. ეს ისტორიული სიტყვები იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილეს, ქ-ნ ბურჯალიანს ეკუთვნის. მეტიც, წელიწადში 100 000-ლარიანი ჩინოვნიკი გვაიმედებს, რომ ამ გადაწყვეტილებით ჰააგის სასამართლოს ქართული მხარის მთავარი მოთხოვნა დაუკმაყოფილებია. მის ამ პათოსს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ქ-ნი კალანდაძეც იზიარებს და უფრო შორსაც მიდის: ჰააგის ტრიბუნალის აზრით, „აფხაზეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთში ეთნოწმენდის თემაზე რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგისა და მოლაპარაკებების რესურსი ბოლომდე არ ამოწურულა“ და, რაც მთავარია, იმედი არ მომკვდარა: „ჰააგის სასამართლოს კარი საქართველოსთვის ღია რჩება, რათა ჩვენ რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი შევიტანოთ“ (თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ღია კარი, მაინცდამაინც, კარგად ვერ გვაქვს დაცდილი, ჰააგის სასამართლოს ღია კართანაც, ნატოს კარის მსგავსად არ მოგვიწიოს ყურყუტი).

ასეა თუ ისე, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ჰააგის სასამართლომ „ოქროს კვეთი“ არჩია: რუსეთის განაწყენებას მოერიდა და მთლად ცივი წყალი არც ქართველებს გადაგვასხა. თუმცა, თუ სასამართლოს განმარტებას გავითვალისწინებთ – ეს საქმე ჩვენი კომპეტენცია არ არისო, – ღია კარის გამო სიხარული – სიხარულად, მაგრამ, ვითომ, არ ეკუთვნით იუსტიციის სამინისტროს 100 000-ლარიან თანამშრომლებს საყვედური მაინც, როცა ვერც სარჩელებს ადგენენ და, რაც მთავარია, ისიც ვერ გაურკვევიათ, რა სახის სარჩელი რომელი საერთაშორისო სასამართლოს კომპეტენციაა?!


скачать dle 11.3