კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნეტარი და ნათელმოფენილი

სიცოცხლე შიმშილის ზღვარზე

ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ამას იქიდან, ესე იგი, ზემოდან გვპირდებოდნენ: სამთავრობო კვირეული პრემიერ-მინისტრის გამოსვლამ დააგვირგვინა. თუმცა მთავარი გვირგვინი მაინც ბ-ნი გილაურის ის თეზისი იყო, რომ ბოლო 5-7 წლის განმავლობაში საქართველოში სიღატაკე 4-ჯერ შემცირდა. ხოლო, რაკი პრემიერს არ მოუხმია კონკრეტული ციფრები (რაც ჩვენც დაგვაჯერებდა ამ მართლაც „სამაღარიჩო“ ამბავში), საკითხზე ნათლის მოსაფენად საქსტატის ოფიციალურ ვებ-გვერდზე შევაბიჯეთ (ზედაც, მათემატიკური უნარ-ჩვევაც მოვიშველიეთ).

სამწუხაროდ, ქვეყანაში არსებული სიღარიბის მაჩვენებლები იმდენად ბუნდოვანი სქემითაა მოწოდებული, რომ მასში გარკვევა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ამიტომაც, თავად გადავწყვიტეთ (რა თქმა უნდა, არითმეტიკის გამოყენებით) ქვეყანაში ღარიბების რაოდენობის დათვლა: ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყანაში ყოველთვიურად დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 610 000-ია, ხოლო საშუალო ხელფასი – 543,9 ლარი. თუკი ამ ორ მაჩვენებელს ერთმანეთზე გავამრავლებთ, გამოდის, რომ დასაქმებულთა ყოველთვიური შემოსავალი 326 მილიონ 389 ათასია. მეორე მხრივ, საქსტატისავე მონაცემებით, ჩვენს ქვეყანაში მინიმალური სასურსათო კალათა 149,6 ლარს შეადგენს. თუკი დასაქმებული მოქალაქეების ყოველთვიურ შემოსავალს (326 289 000 ლარი) გავყოფთ მინიმალური სასურსათო კალათის ღირებულებაზე (149,6 ლარი), გამოდის, რომ მინიმალურად ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ 2 მილიონ 181 ათას 76 ადამიანია უზრუნველყოფილი. ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ, საქსტატის ინფორმაციით, ჩვენი მოსახლეობის ოდენობა 4 მილიონ 400 ათასია, სრულიად გაუგებარია, რით არსებობს საქართველოს 2 მილიონზე მეტი მოქალაქე (4 400 000-2 181 076= 2 218 924)?! პასუხი იხ.: „გარედან – შიგნით“.


скачать dle 11.3