კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ცხვირი ჰგავს? – ჰგავს!“

„ბოლივუდამდე“ ასაქაჩები

გასულ კვირას „შერატონ მეტეხი პალასმა“ ინდოელ ბიზნესმენებს, კერძოდ, საქართველო-ინდოეთის ბიზნესფორუმს უმასპინძლა. შეკრება, ბუნებრივია, ჩვენი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გარეშე ვერ ჩაივლიდა. არც ჩაუვლია. მეტიც, ეს უკანასკნელი სიტყვითაც გამოვიდა და არც ის დაგვიმალა, რომ „ინდური ინვესტიციების დახმარებით საქართველოში საკმაოდ ბევრი სამრეწველო საწარმო შეიქმნა“ (ნეტავ რომელი?!) და შეკრებილ საზოგადოებას დაჰპირდა, რომ „საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში ინდური ბიზნესის შემოსვლას ყოველთვის დაუჭერს მხარს“ (რომელიმეს არ უჭერს?!) აქედან გამომდინარე კი, ინდოელებიც დაარწმუნა, რომ მათ ბიზნესს აქ პრობლემები არ შეექმნება. რაც მთავარია, ქ-ნმა ქობალიამ აღნიშნა, რომ „საქართველოსა და ინდოეთს შორის საკმაოდ დიდი მსგავსებაა“ (ბუნებრივია, არა – ცხვირპირული) იმ მარტივი მიზეზით, რომ საქართველოსა და ინდოეთს, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, ეკონომიკური ზრდის ტემპები შეუნარჩუნებიათ.

ბუნებრივია, მინისტრს არც იმის შეხსენება დავიწყებია, რომ ქართული სანახები მოუთმენლად ელის, როდის გადაიქცევა „ბოლივუდის“ გადასაღებ მოედნად. სახელდობრ, ქ-ნმა ქობალიამ გვამცნო, რომ „ბოლივუდი“ უკვე მუშაობს საქართველოში გადასაღები ფილმის სცენარზე, თუმცა, კონტრაქტის გაფორმებას მხოლოდ ფილმის ბიუჯეტის დათვლის შემდეგ დაგვპირდა (ფილმი კი, უკვე ამთავითვე ცნობილია, ერთი კი არა, ორი იქნება!)

მეორე მხრივ, თუ ბოლოდროინდელ ქართულ ფილმებს გავიხსენებთ (იშვიათი გამონაკლისის გარდა), „ბოლივუდელებისთვის“ არა მხოლოდ სანახები მიგვექირავებინა, იქნებ ჩვენი კინორეჟისორებიც მიგვემაგრებინა, იმ მარტივი მიზეზით, რომ ქართული კინოს კლასი (საერთო მაჩვენებლით) „ბოლივუდის“ დონესაც ვეღარ „ქაჩავს“.


скачать dle 11.3