კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მხოლოდ ფაქტები

* ირლანდიის დედაქალაქი დუბლინი ძველ ირლანდიურად „შავ ტბას“ ნიშნავს (დუბ – შავი, ლინ – ტბა).

* ნიუ-იორკის გამოფენაზე ფრანგი მხატვრის, ანრი მატისის სურათი 47 დღის განმავლობაში უკუღმა ეკიდა. მისი ნახვა 15 ათასმა დამთვალიერებელმა მოასწრო, სანამ გამოფენის ორგანიზატორებმა შეცდომა არ აღმოაჩინეს.

* მდინარე კონგოს სანაპიროზე მცხოვრებ ტომებში, ტრადიციულად, საქმრო ქორწინების წინ, კოლას თითო კაკალს მიართმევს საცოლესა და სასიდედროს. თუ საცოლე უარზეა, საჩუქარს არ იღებს და თავად აძლევს ამავე მცენარის, მხოლოდ სხვა ფერის კაკალს (წითელი და თეთრი ფერები).

* ზეფირი ჩვენთვის კარგად ცნობილი საკონდიტრო ნაწარმი, ტკბილეულია. თუმცა, ასე ჰქვია დასავლეთის თბილ ქარს და ბამბის თხელ ქსოვილსაც.

* ელტონ ჯონი მომღერლის ფსევდონიმია. ელტონი და ჯონი მისი პირველი ჯგუფის მუსიკოსებს ერქვათ. ელტონ ჯონს წილად ხვდა პატივი ინგლისის დედოფალთან ეცეკვა. 1964 წელს მისი ცვილის ფიგურა მადამ ტიუსოს მუზეუმში დაიდგა. ელტონ ჯონის ჰობი სათვალეების კოლექციონერობა იყო.



* თუ ყველამ არა, ბევრმა იცის, რომ „ავიზო“ უწყებაა ფულის, საქონლის მიღების შესახებ. იტალიაში კი მცირე სამხედრო-საფოსტო ხომალდია.

* ნაპოლეონი დიდად აფასებდა და განსაკუთრებულ პატივს სცემდა მეთხუთმეტე საუკუნეში მოღვაწე ინჟინერს, ლე პრესტერდე ვაბანს, მრავალი ფორტიფიკაციისა და ციხესიმაგრის ამგებს, რომელმაც დანებება აიძულა ან შტურმით აიღო მტრის 53 სიმაგრე.

* სახელმწიფო გერბებზე ყველაზე ხშირად გამოსახულია ლომები, შემდეგ – არწივები, ცხენები, ძროხები, სპილოები და სხვა.

* დაახლოებით 150 წლის წინათ, შვედეთში, გრადენბურგის ბურგომისტრის არჩევნები ძალიან უცნაურად ტარდებოდა: კანდიდატები მაგიდის გარშემო სხდებოდნენ და მასზე წვერს დებდნენ, მაგიდის შუაში კი სვამდნენ ტილს. რომლის წვერსაც ის „აირჩევდა“, ბურგომისტრიც ის ხდებოდა.


скачать dle 11.3