კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ადგილი უკავია ყველაზე გავლენიანი ადამიანების რეიტინგში ინდოელ პოლიტიკოსს, სონია განდის და რის გამო უწოდა მას არნოლდ შვარცენეგერის ცოლმა „მოლაყბე ქალი”

ის არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალი პლანეტაზე. მისი ისტორიული სამშობლო იტალიაა, თუმცა დღესდღეობით იგი მოსახლეობის მხრივ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მრავალრიცხოვან სახელმწიფოს, ინდოეთის ინტერესებს წარმოადგენს მსოფლიო პოლიტიკაში. მის გავლენიანობაში რომ დავრწმუნდეთ, საკმარისია, ინდოეთის პირველ პირს, პრემიერ-მინისტრ მანმოჰან სინგჰს მოვუსმინოთ. რომელიც მას ლიდერად აღიარებს. საუბარია სონია განდიზე, ინდირა განდის რძალსა და რაჯივ განდის მეუღლეზე. ის სათავეში უდგას პარტია „ინდოეთის ნაციონალურ კონგრესს” და ინდოეთში ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ფიგურაა.

* სონია განდი, ქალიშვილობაში სონია ანტონიო მაინა (მეორე ვერსიით ედვიგე ანტონია ალბინო მაინა), 1946 წელს ანტონიო და პაოლა მაინების ოჯახში დაიბადა. მეორე მსოფლიო ომის დროს, სონიას მამა – ბენიტო მუსოლინის მიერ სტალინგრადისკენ გაგზავნილ იტალიურ ბატალიონში იბრძოდა და სტალინგრადის ბრძოლების დროს ტყვედ ჩავარდა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ანტონიოს ნოსტალგია გაუჩნდა რუსეთის მიმართ და თავის სამივე ქალიშვილს რუსული სახელები დაარქვა. სხვათა შორის, სიცოცხლის ბოლომდე სონიას მამა თავის კერპად ბენიტო მუსოლინის მიიჩნევდა, ხოლო თავიანთ ეზოს ძაღლს „სტალინს” ეძახდნენ. სონია ტურინიდან 20 კილომეტრით დაშორებულ პატარა ქალაქ ორბასანოში იზრდებოდა, სადაც მამამისს მცირე სამშენებლო ბიზნესი ჰქონდა.

* 1965 წელს კემბრიჯში ინგლისური ენის კურსის გავლის დროს სონია რაჯივ განდის შეხვდა, რომელიც იმ დროს კემბრიჯის უნივერსიტეტში სწავლობდა. მათი ქორწილი 1968 წელს ნიუ-დელიში შედგა, რის შემდეგაც სონია ინდირა განდის ოჯახში გადავიდა საცხოვრებლად. რაჯივ და სონია განდებს ორი შვილი ეყოლათ – ვაჟი რაჰული და ქალიშვილი პრიანკა. საკუთარ მემკვიდრედ ინდირა განდი უმცროს ვაჟს, სანჯაის მიიჩნევდა, მაგრამ ამ უკანასკნელის ავიაკატასტროფაში დაღუპვის შემდეგ, პრემიერის პოსტის მემკვიდრე რაჯივ განდი გახდა, რომელიც იმ დროს „ინდოეთის ავიახაზებში” პილოტად მსახურობდა. 1984 წელს ინდირა განდი მოკლეს და ინდოეთის მთავრობას სათავეში სონიას მეუღლე, რაჯივ განდი ჩაუდგა. რომელიც 1991 წელს, დედის მსგავსად შეთქმულების მსხვერპლი გახდა. ინდურ პოლიტიკაში სონია 1998 წელს ჩაერთო, როდესაც სათავეში ჩაუდგა „ინდოეთის ნაციონალურ კონგრესს”.

* დღემდე უცნობია, თუ რომელი რელიგიის მიმდევარია ინდოეთის მმართველი პარტიის ლიდერი სონია განდი. ინდოელების ნაწილი სასამართლოების საშუალებით ცდილობდა დაედგინა, თუ რომელ რელიგიას ეთაყვანება იგი. თუმცა, მარა პენჯაბისა და ჰარიანის შტატების სასამართლოებმა ეს მოთხოვნები საქმის წარმოებაში არ მიიღეს და განაცხადეს, რომ სონია განდის პირადი საქმეა, თუ რის სწამს. დღემდე უცნობია მიიღო თუ არა ინდუიზმი სონია განდიმ, რომელიც, ოფიციალური ბიოგრაფიის თანახმად, კათოლიკურ ეკლესიაშია მონათლული.

* ინდოელმა კათოლიკებმა შეშფოთება გამოთქვეს იმის გამო, რომ წამყვან ინდურ გაზეთ „ჰინდუსტანში” დაიბეჭდა კარიკატურა, რომელზეც სონია განდი ღვთისმშობელ მარიამად იყო გამოსახული, ხოლო ინდოეთის პრემიერ-მინისტრი მანმოჰან სინგჰი – ჩვილ იესოდ. კარიკატურა სონია განდის რელიგიურ აღმსარებლობას ეხებოდა. ინდოეთში დღემდე არ წყდება საუბარი მისი რწმენის შესახებ. ცნობილია, რომ რელიგიური აღმსარებლობის გამო, სონია განდიმ უარი განაცხადა პრემიერ-მინისტრის პოსტზე, რადგან თავი აარიდა ინდოელ ნაციონალისტებთან კონფრონტაციას.

* გრანდიოზული სკანდალი გამოიწვია ინდოეთში ესპანელი მწერლის ჰავიერ მორის წიგნმა „წითელი სარი”, რომელიც სონია განდის ცხოვრებას მიეძღვნა. სკანდალური წიგნის ავტორის მტკიცებით, „ინდოეთის ნაციონალურ კონგრესის” ლიდერი არამეგობრული, უზნეო და აუტანელი ქალია, რომელიც მთელი ცხოვრება ცდილობს, საცხოვრებლად ევროპაში გაიქცეს და უარს აცხადებს ჰინდის ენის სწავლაზე, რადგან მიიჩნევს, რომ ამ ენაზე მდაბიოები საუბრობენ. მორის მტკიცებით, იგი რეალური ფაქტებით ხელმძღვანელობდა, ხოლო განდის ოფიციალური კომენტარის თანახმად, წიგნი თავიდან ბოლომდე ბინძურ ტყუილზეა აგებული. განდის ადვოკატებმა უკვე მიმართეს შესაბამის ორგანოებს, რათა აიკრძალოს წიგნის გამოცემა. თვით სონიას განცხადებით კი, იგი აპირებს, სასამართლოში უჩივლოს ჰავიერ მორის. წიგნი 200-ათასიანი ტირაჟით გაიყიდა ესპანეთსა და იტალიაში.

* 2006 წლიდან მიმდინარეობს მუშაობა მხატვრულ ფილმზე, რომელიც სონია განდის ცხოვრების იმ ეტაპს მიეძღვნება, როცა იგი რაჯივ განდისთან ერთად ცხოვრობდა. ფილმში არ იქნება საუბარი პოლიტიკაზე. მხოლოდ ბიოგრაფიულ ფაქტებზე იქნება აგებული. ფილმის გადაღებას ცნობილი ინდოელი კინოხელოვანი ჯაგ მუნდრა აპირებს, ხოლო მთავარ როლზე მსოფლიო კინოს ვარსკვლავი, პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალბატონი, იტალიელი მონიკა ბელუჩია მოწვეული. მან უკვე განაცხადა წინასწარი თანხმობა როლზე. გავრცელებული ვერსიით, სონია განდიმ ბელუჩის კანდიდატურა მოიწონა.

* სონია განდი, პრესტიჟულ ჟურნალ „ფორბსის” ვერსიით, პლანეტის ათ ყველაზე გავლენიან ქალს შორის ფიგურირებს. 2004 წელს იგი მესამე პოზიციაზე იყო, 2007-ში – მე-6-ზე, ხოლო ბოლო ვერსიით, 2010-ში მეცხრე პოზიციაზე განთავსდა. ბრიტანული ჟურნალ „ნიუ სთეითსმენის” ვერსიით, სონია განდი პლანეტის 2010 წლის ყველაზე გავლენიან ადამიანებს შორის 29-ე პოზიციაზეა.

* 2010 წლის ბოლოს ინტერნეტში გამოქვეყნდა პლანეტის ყველაზე მდიდარი პოლიტიკოსების და სახელმწიფო ლიდერების რეიტინგი, სადაც ინდოეთის მმართველი პარტიის ლიდერი სონია განდი 18,66 მილიარდი დოლარით მეოთხე ადგილზეა. ამასთან დაკავშირებით, პრესაში გავრცელდა ვერსია, რომ თავის დიდძალ ფულს სონია განდი შვეიცარიულ ბანკებში, საიდუმლო ანგარიშებზე ინახავს. ოფიციალურად დადასტურებული არ არის, თუ რა ქონებას ფლობს სონია განდი. ერთ-ერთ ინტერვიუში, თავად მან განაცხადა, რომ ვერსია თითქოს იგი მილიარდერია, სრული აბსურდია.

* სონია განდის თაობაზე სკანდალურ „ვიკილიქსზე” საინტერესო მასალა გავრცელდა. ინდოეთში ვიზიტის დროს, არნოლდ შვარცენეგერის მეუღლე, მარია შრაივერი შეხვდა სონია განდის. ქალების საუბარს ესწრებოდა ამერიკის საელჩოს თანამშრომელი, რომელმაც მოგვიანებით, დეპეშა გადაგზავნა თეთრ სახლში. დაპეშაში ეწერა, რომ სონია ერთი მოლაქლაქე ქალია, რომელმაც თავისი უბედური ცხოვრების ისტორიის მოყოლით, თავი მოაბეზრა მარია შრაივერს. გზავნილს სათაურად ჰქონდა „მოლაყბე სონია განდი გულს უხსნის მარია შრაივერს”.


скачать dle 11.3