ქორწინება ავსტრალიურად
ჭოკით ხტომაში ოლიმპიურმა და მსოფლიო ჩემპიონმა, ავსტრალიელმა სტივ ჰუკერმა ოლიმპიურ თამაშებზე რუსი მორბენალი, 22 წლის ეკატერინა კოსტეცკაია გაიცნო და მაშინვე თქვა, ეს გოგონა ძალიან მომწონსო. მერე ეკატერინა ავსტრალიაში დაპატიჟა და, რაღა თქმა უნდა, თანხმობაც მიიღო. გასულ კვირას კი ჰუკერი და კოსტეცკაია ავსტრალიაში რომელიღაც ფეშენ-ფართზე ერთად გამოჩნდნენ და განაცხადეს, რომ რამდენიმე დღის წინ ჯვარი დაიწერეს.
„არ გვინდოდა, ამ ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყოლოდა. ამიტომ ჯვრისწერა საიდუმლოდ დავგეგმეთ და რამდენიმე მეგობრის წრეში გადავიხადეთ ქორწილი. ეს ჩვენს სპორტულ კარიერას ხელს არ შეუშლის, რადგან გადაწყვეტილი გვაქვს, შვილები მხოლოდ კარიერის დასრულების შემდეგ გავაჩინოთ,“ – ასეთი გეგმები აქვს წყვილს.