კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იქნებ, არც გჭირდებათ?

ქალების უმრავლესობა ხშირად საკუთარ თავს აბრალებს იმას, რომ პარტნიორს ვერ პოულობს და ისინი არ ცდებიან. იდეალური მამაკაცის ძიებაში გადის დრო, წლები და, როცა აღმოაჩენენ, რომ იდეალური მამაკაცი არ არსებულა, თითქმის გვიანია.

არ უშვებს შეცდომას ის, ვინც გულხელდაკრეფილი ზის და საკუთარი ბედნიერებისთვის არაფერს აკეთებს. ნუ იქნებით უშეცდომოები, იმოქმედეთ თამამად და პარალელურად „შეცდომების გამოსწორებაზეც” იმუშავეთ.

დაიხსომეთ მარტივი ჭეშმარიტება: იდეალურის ძებნა დაგღუპავთ და მარტოს დაგტოვებთ. უკეთესია, ზოგჯერ გეტკინოთ და იმედი გაგიცრუვდეთ, ვიდრე მთელი ცხოვრება მეტისმეტმა სიფრთხილემ გაგაწამოთ, დაგაკომპლექსოთ და სიხარულს გადაგაჩვიოთ.

უარი თქვით, იპოვოთ მამაკაცი, რომელსაც ნაკლი არ ექნება. თქვენ ხომ ისედაც ხვდებით ამ იდეის აბსურდულობას. სამაგიეროდ, ზუსტად უნდა იცოდეთ, რასთან შეგუება შეგიძლიათ, ანუ, მამაკაცის რომელ უარყოფით თვისებას (უარყოფითს თქვენი შეხედულებით) შეეგუებით და არ გადაირევით. ამიტომ უმჯობესია, ეს ყველაფერი წინასწარ აწონ-დაწონოთ.

როცა პერსპექტიულ კანდიდატს აღმოაჩენთ და მასთან შეხვედრებს დაიწყებთ, ნუ გააიდეალებთ მას. რეალურად შეაფასეთ მისი პიროვნებაც და თქვენი ურთიერთობაც. იყავით გულახდილი და მართალი საკუთარ თავთან. იყავით მზად კომპრომისებისთვისაც და, თუკი იგრძნობთ, რომ თქვენ ის არ გჭირდებათ, მშვიდად დაემშვიდობეთ მას. იქნებ, სწორედ, ძალიან ჩვეულებრივი მამაკაცია თქვენი მეორე ნახევარი!


скачать dle 11.3