კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საშიში არაფერია

გონება ხშირად უძლურია სიყვარულთან „ურთიერთობისას”. მთავარი პრობლემა ისაა, რომ სიყვარული მაინც გრძნობას ემორჩილება და გულს „უჯერებს”. ადამიანებიც ამიტომ უშვებენ შეცდომებს. იმასაც ხშირად მოისმენთ, სიყვარული, რომელიც ლოგიკას ემორჩილება, გონების კარნახით ვითარდება, სიყვარული არ არისო. ასეა თუ ისე, არასოდეს ინერვიულოთ, თუკი ურთიერთობა გრძნობით დაიწყეთ. იშვიათი არ არის შემთხვევები, როცა ურთიერთობა არ გამოდის. ის მიდის, თუმცა, რაღაც პერიოდის შემდეგ, შეიძლება ისევ დაბრუნდეს. არ შეგეშინდეთ, ამ „რეციდივის”, განახლებულ ურთიერთობაში საშიში არაფერია. ნურც კომპლექსი გაგიჩნდებათ და ნურც იმას იტყვით, რომ ეს მას თქვენზე რევანშისთვის სჭირდება.

გრძნობა, ემოცია – ძალიან ფაქიზი მატერიაა. მისი ახსნა შეუძლებელია. ვერც ლოგიკით იხელმძღვანელებ, ვერც სხვისი მაგალითით. მთავარია, ბედნიერი იყოთ და ლოგიკას რას დაეძებთ?!

არ დაუჯეროთ მას, ვინც ამტკიცებს, რომ ერთხელ გაფუჭებული ურთიერთობის აღდგენა შეუძლებელია. უპირველესად, საკუთარ თავში უნდა გაერკვიოთ. თუ ეს ადამიანი სულერთი არ არის თქვენთვის, თუ მასთან რაღაც პერსპექტივა კიდევ არსებობს და ხვდებით, რომ გამოუყენებელი შანსის იდეა, მომავალში აუცილებლად შეგაწუხებთ, რატომ არ უნდა სცადოთ ბედი?! ერთხელ ხომ უკვე გეტკინათ. უფრო მტკივნეული აღარ იქნება. სამაგიეროდ, საკუთარ თავს არ უსაყვედურებთ, რომ შეგეშინდათ და უკანდახევით სიყვარული დაკარგეთ.


скачать dle 11.3