კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შეიძლება გამოიწვიოს ცხოველებში რწყილის ნაკბენმა და როგორ დავიცვათ ძაღლები ტკიპებისგან

თუ გყავთ ძაღლი და მასზე პასუხისმგებლობა გაქვთ აღებული, მაშინ, გეცოდინებათ, რომ წელიწადის სხვადასხვა დროს მას განსხვავებული ყურადღება სჭირდება. არც გაზაფხულია გამონაკლისი და, ამ პერიოდში საჭიროა რამდენიმე მარტივი პროცედურის გავლა, რომელიც აუცილებლად სასიკეთოდ წაადგება თქვენი ცხოველის ჯანმრთელობას. ამ პროცედურების შესახებ ვეტერინარი ზაქრო ბაჯიაშვილი მოგითხრობთ.

– ცხოველის პატრონისთვის, ალბათ, საჭიროა იმის ცოდნა, რომ გაზაფხულის დადგომასთან ერთად, მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს თავისი ცხოველის მიმართ. რა უნდა გაითვალისწინოს მან?

– გაზაფხულის დადგომასისთანავე, მეტი დრო უნდა დავუთმოთ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს, უფრო სასიამოვნოც ხდება მათთან ერთად კარგ ამინდში სეირნობა. აღნიშნული პერიოდი ახარებს არა მარტო ძაღლებსა და მათ პატრონებს, არამედ პარაზიტებსაც, რომლებიც გამოდიან ზამთრის ძილიდან და იწყებენ ნადირობას ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე. გარდა ამისა, ზამთრის ცივ პერიოდში სუსტდება ჩვენი ძაღლის ორგანიზმის იმუნიტეტი, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების განვითარებისთვის. ამიტომ, აუცილებელია, ჩავატაროთ მთელი რიგი პროფილაქტიკური ღონისძიებები და სწორად მოვამზადოთ ძაღლი გაზაფხულისთვის.

– რა უნდა გავაკეთოთ?

– ამ პერიოდისთვის აუცილებელია, ცხოველებს ჩაუტარდეთ პროფილაქტიკური ვაქცინაცია ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების საწინააღმდეგოდ.

ასევე, სასურველია, ზამთრის პერიოდში დასუსტებული ორგანიზმის გასაძლიერებლად დამატებით მიეცეს ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი, რომელიც, შეიძლება, მივცეთ როგორც საკვებზე დამატებით, ასევე, როგორც გემრიელი ნუგბარი.

– პარაზიტების ნაირსახეობიდან ყველაზე მეტ საფრთხეს რომელი წარმოადგენს?

– ექტოპარაზიტებიდან ყველაზე მეტ საშიშროებას წარმოადგენს იქსოდიდეს ჯგუფის ტკიპა, რომელიც პიროპლაზმოზის გადამტანად ითვლება.

– როგორ უნდა დავიცვათ ცხოველი ტკიპებისგან?

– იმისთვის, რომ ცხოველები დავიცვათ ტკიპებისგან, რეგულარულად უნდა დავამუშაოთ ისინი რეპელენტებით. ამ პროცედურაში იგულისხმება წვეთების რეგულარული – 3-4 კვირაში ერთხელ გამოყენება. ასევე, სასურველია ინსექტოციდური სპრეის შესხურება და საყელოს ტარება. სპრეი უნდა შევასხუროთ ყოველი გასეირნების წინ. ყველაფერი ეს უნდა გამოვიყენოთ კომპლექსურად, რაც უზრუნველყოფს შედეგის გაცილებით მეტ ეფექტურობას, ვიდრე მათი მოხმარება ცალ-ცალკე.

– კიდევ რა პრობლემის წინაშე ვდგებით გაზაფხულის დადგომისთანავე?

– შემდეგ ყველაზე გავრცელებულ პრობლემად ითვლება რწყილებით ინვაზია, რაც ხშირად ხდება ალერგიული რეაქციების წარმოშობის მიზეზი (რწყილის ნაკბენის ალერგია). ასევე, რწყილები ითვლებიან შინაგანი ჰელმინთოზების „ჭიების“ (მაგალითად, დიფილიდიოზის) გადამტანებად.

გარდა ამისა, რწყილები ცხოველში იწვევენ არასასიამოვნო შეგრძნებას და ცუდ ზოგად მდგომარეობას. რწყილების ინვაზიის პროფილაქტიკისთვის და სამკურნალოდ გამოიყენება ინსექტოციდური საშუალებები: სპრეი, წვეთები, საყელო. ასევე, შეიძლება, გამოვიყენოთ რწყილების საწინააღმდეგო შამპუნი.

არ დაგავიწყდეთ, რომ გაზაფხულის დადგომასთან ერთად, აუცილებელია ძაღლის დეჰელმინთიზაცია, რომელიც ტარდება ყოველ კვარტალში ერთხელ. რეგულარული, გეგმით გათვალისწინებული (ყოველ სამ თვეში ერთხელ) დეჰელმინთიზაცია ხელს უწყობს როგორც ცხოველის ორგანიზმის ჯანმრთელობის შენარჩუნებას, ასევე, იცავს ადამიანს სხვადასხვა მეტად საშიში დაავადებებისგან, როგორებიცაა: ექინოკოკოზი, ასკარიდოზი და ასე შემდეგ.

– ალბათ, გაზაფხულზე ყურადღების მიქცევა კვებასაც სჭირდება. მაინც, რა ცვლილებების შეტანაა აუცილებელი კვების რაციონში ამ პერიოდში?

– ამ პერიოდისთვის მართლაც დიდი მნიშვნელობა აქვს ცხოველის კვების რაციონს. ის აუცილებლად უნდა იყოს სრულფასოვანი და დაბალანსებული ვიტამინებით, ცხიმოვანი მჟავებითა და მინერალებით, რათა გაზაფხულის პერიოდისთვის დასუსტებული ორგანიზმი შეივსოს საჭირო ნივთიერებებითა და ენერგიით. გახსოვდეთ: ვიტამინები და მინერალები ხელს უწყობენ ცხოველის ორგანიზმის იმუნური სისტემის განმტკიცებას.

თუ ზემოთ ჩამოთვლილ ელემენტარულ ნიუანსებს გავითვალისწინებთ და ჩავუტარებთ ცხოველს ამ მარტივ პროცედურებს, ამით დავიცავთ მის ჯანმრთელობას და გავუხანგრძლივებთ სიცოცხლეს. უნდა გვახსოვდეს, რომ პროფილაქტიკა გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე მკურნალობა, რომელიც ხშირად უშედეგო და არაეფექტურიც შეიძლება აღმოჩნდეს.


скачать dle 11.3