კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ გაუტეხა ნუკი კოშკელიშვილს გული და არის თუ არა ის ყოფილი ცოლების კლუბის წევრი

მომხიბვლელი და ინდივიდუალური ნუკი კოშკელიშვილი კარგა ხანია, საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა და დიდი სიყვარულიც დაიმსახურა. მას საინტერესო ცხოვრება აქვს და, უამრავ რამეს ასწრებს. აქედან გამომდინარე, სიახლე ბევრი ახლავს მის ცხოვრებას. თუ რა სიახლეებია მის კარიერასა და პირად ცხოვრებაში, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

– ნუკი, როგორ ხარ, რა სიახლეებია შენს ცხოვრებაში?

– კარგად ვარ. სიახლეები მაქვს კარიერაში. დავიწყეთ ახალი გადაცემა, – „ყოფილი ცოლების კლუბი”. ეთერში გადის ოთხშაბათობით 10 საათზე. წამყვანები ვართ: მე, ია ფარულავა და სალომე გოგიაშვილი.

– როგორც ვიცი, შენ არ ხარ ყოფილი ცოლი და რატომ აგირჩიეს ამ გადაცემის წამყვანად?

– მინდა ვთქვა, რომ ეს გადაცემა აპრობირებულია მთელ მსოფლიოში. ყველაზე კარგი ფორმატია, როდესაც 3 წამყვანი ჰყავს გადაცემას. სამი წამყვანი ნიშნავს სამ განსხვავებულ აზრს.

– გადაცემის სახელწოდების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მაშინ უნდა გკითხო – რატომ შენ, რა, ქმარგაცილებულები გამოგველია?

– საქმე სწორედ ისაა, რომ ქმარგაშორებულები არ გამოგველია. არსებობს ძალიან ბევრი ყოფილი ცოლი. იმის მიუხედავად, რომ ია და სალომე ორივე ქმარგაშორებულია, ორივეს რადიკალურად განსხვავებული აზროვნება და პოზიცია აქვს, უნდა იყოს გადაცემაში კიდევ ისეთი წამყვანი, რომელიც არ შეხებია ამ პრობლემას, ანუ არ ყოფილა განათხოვარი. ეს საჭიროა იმისთვის, რომ გვქონდეს კიდევ ერთი განსხვავებული აზრი.

– ანუ, სხვანაირად რომ ვთქვათ, ღრუბლებიდან უყურებს ამ პრობლემას?

– ვერ ვიტყვი, რომ ღრუბლებიდან ვუყურებ. მართალია ხელისმოწერის გამოცდილება არ მაქვს, და არც ოჯახი შემიქმნია, მაგრამ გული მეც გამტეხია. დიდი სიყვარული მქონდა....

– რამდენწლიანი ურთიერთობა გაკავშირებდა ამ ადამიანთან?

– ჩვენ 6-წლიანი ურთიერთობა გვაკავშირებდა.

– ერთად ცხოვრობდით?

– არა, ერთად არ გვიცხოვრია, მაგრამ, ფაქტობრივად, ძალიან ახლოს ვიყავით ერთმანეთთან. ერთად ცხოვრება ჩემს ასაკში ცოტა შეუძლებელია. 20 წლის ვარ.

როდესაც ჩვენს გადაცემაში, მოდის გმირი, იას მასთან დამოკიდებულებაში თავისი პოზიცია აქვს, რაც, ხასიათიდან და ცხოვრებიდან მომდინარეობს. აძლევს მას რჩევა-დარიგებას, ასევეა სალომეც. მე ვარ მესამე, რომელსაც ორივესგან რადიკალურად განსხვავებული აზრი აქვს. ის ადამიანი ვარ, რომელსაც გული არ გაცრუებია ოჯახის მიმართ, რომელსაც შეუძლია გმირს უთხრას: ნუ ნერვიულობ, მერე რა, რომ განათხოვარი ხარ. შეგიძლია, ახლაც გათხოვდე და ყველაფერი კარგად იქნება.

– გადაცემის სპეციფიკიდან გამომდინარე, სავარაუდოა, ვინც იქნება ამ გადაცემის მაყურებელი.

– ეს გადაცემა არ არის განკუთვნილი მხოლოდ იმ ქალებისთვის, რომლებსაც ოჯახი დაენგრათ. ის საინტერესოა მათთვისაც, რომლებიც ჩემნაირად, ჯერ არ გათხოვილან, და კიდევ მათთვის, ვინც გათხოვილია და ოჯახში წვრილმანი ყოფითი პრობლემები აქვს. ეს გადაცემა იმ მამაკაცებისთვისაცაა, რომლებსაც ნანახი იმაზე დააფიქრებს თუ მსგავს სიტუაციაში თვითონ როგორ მოიქცეოდა.

„ყოფილი ცოლების კლუბი” არის გადაცემა, რომელიც არ არის დატვირთული აგრესიით. გვინდა, იმ ქალებს, რომელთაც ჰგონიათ, რომ ცხოვრება დამთავრდა, ვუთხრათ, რომ არაფერიც არ დამთავრებულა. უნდა მოუარონ თავს, გაუმკლავდნენ პრობლემებს და ყველაფერი კარგად იქნება.

– პირად ცხოვრებაში რა საიხლე გაქვს, რა ხდება?

– მე ახლა მყავს ადამიანი, რომელიც ძალიან მომწონს და მასთან კომფორტულად ვგრძნობ თავს. ვარ ძალიან ერთგული პიროვნება.

– დიდი ხანია, რაც ასეთი ურთიერთობა გაქვთ?

– არცთუ ისე დიდი ხანია.

– როდის გამოჩნდა ის შენს ცხოვრებაში?

– დიდი ხანია.

– იგივე სფეროში მოღვაწეობს, რომელშიც შენ?

– აბსოლუტურად სხვა სფეროშია. ჩემზე უფროსია, თუმცა, ბევრად არა. მოგვწონს ერთმანეთი. ვერ ვიტყვი, რომ ეს ურთიერთობა ძალიან სერიოზულია და...

– აუცილებლად ოჯახის შექმნით დასრულდება...

– არა, დღესდღეობით არ მგონია. მე თვითონ არ ვარ ჯერ იმისთვის მზად, რომ ამ ეტაპზე ოჯახი შევქმნა.

– შემოთავაზება გაქვს?

– როგორ არ მაქვს. მაგრამ კარიერა, სწავლა... არსებობს ბარიერები, რომლებიც მასაც აფერხებს და მეც. შესაბამისად არ გვინდა შევქმნათ ოჯახი, რომელსაც ყურადღებას ვერ დავუთმობთ და არ იქნება მყარი და კარგი.

– რაც შეეხება თაყვანისმცემლებს...

– ყველა ქალს უხარია, როდესაც ჰყავს თაყვანისმცემლები და მათ შორის მეც. რა თქმა უნდა, რაც მეტი თაყვანისმცემელი მეყოლება, მით უფრო ბედნიერი ვიქნები. ეს იმას ნიშნავს, რომ ვიღაცას მოვწონვარ, ვიღაცისთვის სასურველი ვარ, ვიღაცას მოსწონს ის, რასაც ვაკეთებ, ან მიაჩნია, რომ კარგი ადამიანი ვარ. თუ ბევრი თაყვანისმცემელი მეყოლება, თითოეულს შეუძლია, ჩათვალოს, რომ მე ყოველი მათგანი მიყვარს, რადგან მეც ხომ ვუყვარვარ მათ.

– კონკურენცია გიგრძნია?

– კი, რა თქმა უნდა, კონკურენცია ბევრჯერ მიგრძნია ქალების მხრიდან. თვითონაც, არ მოგატყუებ და მქონია იგივე შეგრძნება და ყოფილა მომენტი, მითქვამს, ნუთუ მე ამაზე ნაკლები ვარ?! ეს ყველა ქალს აქვს და ვინც უარყოფს ის, უბრალოდ, პირფერობს ჩემი აზრით. მინდა ვთქვა, რომ ყველანი ინდივიდუალურები და განსხვავებულები ვართ და არასდროს არ უნდა ეცადო ვინმეს მიბაძო. არავისი არ უნდა შეგშურდეს, თუმცა ხშირ შემთხვევაში გვშურს, ამას არც უარვყოფ. უნდა ეცადო, ხაზი გაუსვა შენს პიროვნულს.

საერთოდ, მომწონს, როდესაც ქალი არ არის სასწაულად ლამაზი და მომხიბვლელი, მაგრამ როდესაც პირს აღებს, იმდენად ჰარმონიულია მისი აზროვნება, საქციელი, მანერა ერთმანეთთან, რომ საერთო ჯამში, ის არის ძალიან სასურველი, ლამაზი და მომხიბვლელი. ეს ჩემთვის ყველაზე მისაღებია. მინდა ვიყო ქალი ნაკლით, მაგრამ ქალი ქარიზმით.

– ის, რომ უკვე შემდგარი და პოპულარული ხარ, ჯგუფელებთან, ლექტორებთან... ურთიერთობას გიადვილებს თუ პირიქით აღიზიანებთ მათ ეს? იქნებ გეხმარება კიდეც, რაღაც-რაღაცეებში – გამოცდებია, ჩათვლებია... დავიჯერო ყოველდღე ლექციებზე ზიხარ?

– ყოველდღე ლექციებზე არ ვზივარ. უკვე ბოლო კურსზე ვარ და ამიტომაც მაქვს საშუალება, ზოგჯერ ლექციებს არ დავესწრო. თუმცა მყავს საყვარელი ლექტორები, რომლების ლექციასაც არასდროს არ ვაცდენ. დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ ჩემი ჯგუფელებისგან, რადგან მე მათ თვალწინ გამიცნო საზოგადოების დიდმა ნაწილმა. რაც შეეხება ჭირვეულ ლექტორებს, ვცდილობ, რაღაცნაირად მოვისყიდო.

– როგორ?

– ღიმილით... „ძალიან დიდი ბოდიში, რომ ვერ მოვედი”, „გთხოვთ ნუ გამკიცხავთ”, „ვისწავლი და ჩაგაბარებთ”, – ამგვარ ფრაზებს ვიყენებ და ხშირად ჭრის.

– ამ ინტერვიუს რომ წაიკითხავენ, როგორ გაჭრის, მაგასაც ნახავ...

– ... გაჭრის, გაჭრის (იცინის).


скачать dle 11.3