კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დეფო მზარეული გახდა



ლონდონის „ტოტენჰემის“ ფორვარდი ჯერმეინ დეფო რამდენიმე წლის წინ იმით გახდა ცნობილი, რომ რომანი დევიდ ბექჰემის დასთან ჰქონდა. მას შემდეგ ბევრმა წყალმა თუ ქალმა ჩაიარა და დეფომაც არაერთი გუნდი თუ ქალი გამოიცვალა. ახლა კი შავკანიანი ფორვარდის მეგობრები ამბობენ, ჯერმეინმა ნამდვილი სიყვარული იპოვაო. მისი სახელი იმოჯინ ტომასია, ქალი, რომელმაც თავის დროზე უელსის ულამაზესი ქალის ტიტული მოიპოვა. ორი კვირაა, რაც იმოჯინი დეფოსთან საცხოვრებლად გადავიდა, თავად ფეხბურთელმა კი ახალი შეყვარებულისთვის თავის მოწონება საინტერესო რამით გადაწყვიტა და ცნობილ მზარეულთან, იან პენგელისთან კულინარიის კურსები გაიარა.

„იმოჯინს გემრიელად ჭამა ძალიან უყვარს, რესტორანში სიარული კი ყოველდღე, უბრალოდ, არ გამოსდის. ამიტომ, გადავწყვიტე, რომ საჭმელი სახლში მოვამზადო ხოლმე და ამისათვის სპეციალურ კურსებსაც გავდივარ. იმედი მაქვს, ჩემი ნახელავი კარგი გამოვა“, – განაცხადა დეფომ.



გვერდები მოამზადა

არმაზ ხარძიანმა


скачать dle 11.3