კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელ ცნობილ პროდიუსერთან თანამშრომლობს ნიკა კოჩაროვი და როგორ დაარქვა მან თავის თბილისურ ბენდს სახელი პორნოსაიტის მიხედვით

ახლო წარსულში კარგად ცნობილი როკჯგუფ Young Georgian lolitaz-ის ლიდერი ნიკა კოჩაროვი ცოტა ხნის წინ ლონდონიდან თბილისში ნინი ტოგონიძესა და ორწლინახევრის შვილთან – კოსმოსთან ერთად ჩამოვიდა. წინა ნომერში ჩვენ მამამისი, ვალერი კოჩაროვი გაგაცანით, რომელიც 70-იანი წლების საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული როკშემსრულებელი იყო.

– სახელწოდება Young Georgian lolitaz საიდან წარმოიშვა, შენ მოიფიქრე?

– ო, ეს ცოტა უხერხული სათქმელია (იცინის). რამე განსაკუთრებულ ამბავთან არ არის დაკავშირებული. უცებ მოვიფიქრეთ ბიჭებმა. მზიურში კონცერტზე უნდა გამოვსულიყავით და სახელი არ ჰქონდა ბენდს. მაშინ იყო ასეთი პორნოსაიტები: „იანგ რაშენ ლოლიტაზ“, „იანგ ჯაპანიზ ლოლიტაზ“... ჰოდა, ავდექით და, უცებ რაც მოგვაფიქრდა, ჯგუფს ის დავარქვით – მე და ჩემმა მეგობარმა, მირიან შენგელიამ მოვიფიქრეთ. „ლოლიტებამდე“ მე კიდევ ბევრი სხვადასხვა ჯგუფი მყავდა... – „ლოლიტაზში“ მე, ლევან შანშიაშვილი, გიორგი გობეჯიშვილი და გურამ მაკალათია ვუკრავდით. პირველი შემადგენლობიდან ბოლოს აღარავინ დარჩა ჩემ გარდა. ამ ჯგუფმა, საქართველოს დონეზე, როგორც შეეძლო, „გაქაჩა“ და თავისი გასაკეთებელი გააკეთა. აქ როკ-ენ-როლის ბაზარი არ არის, რა! არ მინდა, დამატებით ვიმუშაო სადმე და მუსიკის გარდა რამე ვაკეთო – ოფისში და რაღაც ეგეთები. ზუსტად მაგის გამო წავედი ინგლისში, რომ მეკეთებინა მარტო ის, რაც არანორმალურად მიყვარს.

– კარგი მსმენელი რომ გყოლოდა, აქედან არ წახვიდოდი?

– არა, მსმენელი რა შუაშია! ნორმალური, კარგი მსმენელი მყავდა, უბრალოდ, პირობები არ არის აქ. რატომ უნდა წახვიდე უცხო ქვეყანაში, თუ აქაც კარგად გრძნობ თავს? გინახავს აქ რომელიმე კარგი შემსრულებელი, მარტო მუსიკით რომ ცხოვრობდეს? მგონი, არა. საქართველოში როკ-ენ-როლი პოპულარულიც არ არის, ცოტა ხალხი უსმენს. ინგლისში კი ხალხი ამით ცხოვრობს, იქ ეს თითქმის მათი ნაციონალური მუსიკაა, როგორც თბილისში დუდუკი ან რაღაც ეგეთი. სახინკლის ვარიანტი – პაბია (იცინის): ტიპები სხედან, ლუდს სვამენ, მუსიკას უსმენენ, გიჟობენ... ყველა უსმენს როკ-ენ-როლს, უყვართ. იქ შეიძლება, იცხოვრო ამ საქმიდან მიღებული შემოსავლით. რა თქმა უნდა, თუ კარგი მუსიკოსი ხარ. საბედნიეროდ, მე ასე ვარ და თეფშების რეცხვა არ მიწევს იქ, როგორც ზოგიერთს.

– რა, იქ ქართველი მუსიკოსები რესტორნებში თეფშებს რეცხავენ?

– სიმართლე გითხრა, იქ ქართველ მუსიკოსებს მაინცდამაინც ვერ ვხედავ. ვინც წავიდა, ძირითადად დიჯეი გახდა, დიჯეობას კი რა უნდა? – ადვილია, ზუსტად ვიცი, რომ ვცადო, კარგად გამომივა. თუმცა, მესმის, ჩადიხარ უცხო ქვეყანაში, არც მეგობრები გყავს, არც არავინ, ქართველი ქართველს, სამწუხაროდ, არსად არ ეხმარება, მაგრამ, კონკრეტული დასახელებისგან თავს შევიკავებ, არ მინდა, წუწუნივით გამომივიდეს. ისე არავინ არის ვალდებული, დაგეხმაროს. თუმცა, მე რომ იმ ადამიანის ადგილას ვიყო, სხვაგვარად მოვიქცეოდი. მით უმეტეს, ამით არაფერს კარგავდა.

ყველაფერი დამოკიდებულია ფულსა და კონტაქტებზე, როგორც ყველგან. ვთქვათ, გაქვს კონცერტები, უკრავ კარგ მუსიკას და შენს კონცერტზე მოსასმენად მოდის ვინმე ისეთი, მაგალითად, ვახო ბაბუნაშვილი (რეკორდ-კომპანია „სტეპ რეკორდსს” ვახო ბაბუნაშვილი და აჩიკო გულედანი ხელმძღვანელობდნენ, – ავტორი) და, თუ მოეწონე, ხელს გაწერინებს კონტრაქტზე, გაწერინებს ალბომს, გიკეთებს პრომოუშენს საპრომოუტერო კომპანიის საშუალებით – მოკლედ, ყველანაირად გეხმარება, რომ „გაგქაჩოს“, მაგრამ ყველაზე რთული სწორედ ასეთი ადამიანის კონცერტზე მოყვანაა. შენ გჭირდება ნაცნობი, რომელიც მას ეტყვის, რომ ხარ კარგი მუსიკოსი და ღირს მოსმენა. მოკლედ, ისევ კონტაქტებით წყდება ყველაფერი, მაგრამ, თუ ფული გაქვს, შენ თვითონ ჰკარნახობ წესებს, არც რეკორდ კომპანია გჭირდება, არც რეკლამა და არაფერი.

– მამაშენი საკმაოდ ცნობილი მუსიკოსი იყო. მის ჩრდილში ხომ არ ხარ, ხომ არ გაღიზიანებს, რომ ამბობენ, ვალერის ბიჭიაო?

– რა დეგენერატი უნდა იყო, ეგეთი რაღაც რომ გაღიზიანებდეს. მშობლის პოპულარობამ რატომ უნდა გაგაღიზიანოს, ვერ გავიგე. ცოტა თინეიჯერობის ასაკში არ მომწონდა რაღაცნაირად, თუმცა, მამაჩემი სხვა თაობის შემსრულებელია, მე სულ სხვა მუსიკას ვუკრავ. შონ ლენონი ან ჯულიან ლენონი ვინმემ იცის, ვინ არიან? შენ გაგიგია, იცი, რას აკეთებენ? არადა ყველაზე მაგარი მუსიკოსის შვილები არიან. ეგრე არ არის, რა! მამაჩემი ბევრ რამეში დამეხმარა: პირველი გიტარის საყიდლად ფულის გროვება არ დამჭირვებია, არ დამჭირვებია აპარატურაზე სირბილი და ეგეთები.

– მამას მოსწონდა შენი შემოქმედება?

– ვალერას ყოველთვის მოსწონდა ჩემი მუსიკა. არ ვიცი, შვილი რომ ვარ, იმიტომ თუ საერთოდ, მაგრამ, მოსწონს (იცინის). თუმცა, მამაჩემს უნდოდა, წესიერი კაცი გამოვსულიყავი, მემუშავა წვერგაპარსულს სადმე ოფისში მშვიდად... სხვათა შორის, „სი-როკი”, რომელსაც „იანგ ჯორჯიან ლოლიტაზი“ ასრულებს, ჩემი კი არა, მამაჩემის სიმღერაა. სტუდიაში ვისმენდი 1985 წელს, 5 წლის ვიყავი მაშინ, ბუნდოვნად მახსოვდა და 20 წლის მერე გავიხსენე. კარგი სიმღერაა. „სი-როკი” სიტყვა „როკზე” კეთდება აქცენტი.

– აქედან რომ წახვედი, არ იცოდი ინგლისური?

– ინგლისური სკოლაში არ მისწავლია, ის 6-6 თვეც, რაც ლივერპულში ვისწავლე, აღარ მახსოვდა – რას დავიმახსოვრებდი ბავშვობაში ნასწავლს. ახლა ჩემს ძველ ინგლისურ სიმღერებს რომ ვუსმენ, არ მომწონს. ჩემი ინგლისური, სულ სხვანაირია.

– თბილისში როგორი სიტუაცია დაგხვდა მუსიკის მხრივ?

– საშინელი სიტუაციაა. არ მინდა, ამპარტავნულად ნათქვამი გამომივიდეს, მაგრამ, მართლა ნულზე ვართ. მე რომ თბილისში ვიყავი, შუაღამისას დავდიოდით, აფიშებს ვაკრავდით, კონცერტებს ვატარებდით, ხანდახან ვინმე თუ დაგვპატიჟებდა კონცერტებზე, თუმცა, ძირითადად ჩვენი ენთუზიაზმით ვაკეთებდით ყველაფერს. წეღანაც ვთქვი, ყველა დიჯეობაზეა გადასული. ისე არ გამიგო, რა, რომ დიჯეების საწინააღმდეგო მაქვს რამე, მაგრამ, მარტივი საქმეა, არ სჭირდება იქ სამი და ოთხი კაცი, რომ რამე კარგი შექმნა. ცხენსაც შეუძლია დიჯეობა – ფირფიტას ისიც დაატრიალებს. იმიტომ ვამბობ, მინდა, ქართულ ჯგუფებს დავეხმარო-მეთქი, რთულია იქ, დიდი ხანი დამჭირდა, რომ ცოტა აზრზე მოვსულიყავი, რა არის „რექორდ ქომფანი“, სისტემა როგორ მუშაობს და ასე შემდეგ. ქართულ ჯგუფებში, სიმართლე გითხრა, კარგა ხანია, არავინ მომწონებია. თუმცა, მარტო საქართველოში კი არა, მსოფლიოშიც უკვე ძალიან ცოტაა კარგი ჯგუფი და კარგი მუსიკოსი.

– როგორ გგონია, ნიჭის დეფიციტია თუ რატომ?

– არა, ალბათ, უფრო ფულის, ვიდრე ნიჭის და, საერთოდ, იმას, რომ ცხოვრება ბევრად გაპრიმიტიულდა, ხალხი თითქმის აღარ კითხულობს, აღარ ფიქრობს ბევრს... ამიტომ, ბევრად ურჩევნიათ, მიაწოდონ მარტივი, ცუდი მუსიკა – იციან, რომ მაინც გაიყიდება, – ვიდრე დასხდნენ და რაღაც მაგარი ჯგუფები „მოჩიჩქნონ“. მე ჩემი „კაიფისთვისაც” ვუკრავ, მარტო ფულისთვის კი არა. რომ ჩაიხედავ მუსიკოსის ცხოვრებაში და შიდა სამზარეულოში, შანსი არაა, მუსიკით არ დაავადდე. ორი გატაცება მაქვს: უპირველესად მუსიკა და კულინარია.

– კერძებსაც ამზადებ?

– დიახ, მიყვარს, რაღაცნაირად შემოქმედებითია. სხვათა შორის, ბავშვობაში ქირურგობაზე ვოცნებობდი. ფიზიკური შრომა მიყვარს. ფიზიკური რა, თოხნა კი არა, ხელით რაღაცეების კეთება. თავისუფალ დროს ვაკეთებ ხოლმე რაღაცეებს, სათამაშოებს. ერთხელ პლასტელინის ფიგურა გავაკეთე და ჩემმა შვილმა შეჭამა (იცინის).

– „პლაცებოს” პროდიუსერზე მითხარი ერთი-ორი სიტყვა. დიმიტრი როგორ გაიცანი? ჟურნალისტურ წრეებში ეს ამბავი მე გავიგე პირველად.

– დიმიტრი ტიკოვოი ქართველი მოდელის, ნატალია ხუტკუბიას „ბოიფრენდი“ იყო, იცით ალბათ ეს გოგონა. იმისგან გავიცანი. დიმიტრიმ მოისმინა ჩვენი მუსიკა და მოეწონა. ამჟამად ველოდებით საქართველოში მის ჩამოსვლას, რომ პროექტი გავაკეთოთ. ახალ ბენდს ვქმნი...

– მგონი, „Z for Zulu” ჰქვია, არა?

– ჯერ დამუშავების პროცესშია, არ გვაქვს გადაწყვეტილი. ისე ცვლილებებია – სანდრო ტეტელოშვილი წავიდა და ახლა სამნი ვართ, სულ მინდოდა, ოცნებად მქონდა, კლასიკური „ფაუერ ტრიო“ გამეკეთებინა. სამი კაცი რომ უკრავს, სხვანაირი მუსიკა იქმნება, როცა მეოთხე შემოდის, უკვე იცვლება მუსიკა.

– რა ჰქვია მიმდინარეობას, რომელსაც უკრავ?

– „მეინსტრიმ ავანგარდი“, – „ან ავანგარდ მეინსტრიმი“... საერთოდ, კონკრეტული ჟანრები აღარ არსებობს, წავიდა ის დრო. მეც მთლიანად როკი კი არ მომწონს, არამედ, რაღაც ნაწილი.

– ამერიკაში წასვლაზე არ გიფიქრია?

– ამერიკა მაინტერესებს, მაგრამ ამერიკული მუსიკა სხვაა და ბრიტანული სულ – სხვა, ერთმანეთს არ ჰგავს. ერთი ასეთი ბრიტანული ჯგუფია – „ბლერი,” რომელმაც სცადა ამერიკაში დამკვიდრება და არ მიიღო ამერიკამ – ვერ „გაქაჩეს“. ინგლისური ჯგუფისთვის ამერიკაში „გაქაჩვა“ იგივეა, რაც ქართული ჯგუფისთვის – ინგლისში, მაგრად ეჭიდავებიან ერთმანეთს.

– პირად ცხოვრებაზე მინდა, გკითხო: ამბობ, ოფიციალურობას ვერ ვიტანო, რატომ?

– რაში გაინტერესებთ ჩემი პირადი ცხოვრება? მე არ მითქვამს, ვერ ვიტან-მეთქი, აზრს და განსხვავებას ვერ ვხედავ. უბრალოდ, ერთად ვართ, ერთმანეთი გვიყვარს, ხელი რომ მოვაწერო და „ცოლი“ დავუძახო, უფრო შემიყვარდება თუ რა?! მენტალურად ჩემთვის ინგლისი უფრო ახლოა.

– ბავშვს კოსმო რატომ დაარქვი?

– მომწონდა და იმიტომ. სანამ საერთოდ შვილი იდეაში მექნებოდა, მანამდე ვფიქრობდი, რომ შვილს „კოსმოს“ დავარქმევდი, ამაში უცნაური რა არის? მე არავის ვიცნობ, კოსმო რომ ერქვას, მაგრამ, მომწონდა და დავარქვი. კოსმო ისეთივე სახელია, როგორც გიორგი.

– რთული ხასიათი გაქვს?

– არ ვიცი, მე ხომ ვერ ვხედავ გვერდიდან საკუთარ თავს? ალბათ კი. მამაჩემი მეუბნება, სცენაზე ფლეგმატური ხარო. გააჩნია, როდის – როგორ. ამინდი მოქმედებს ჩემს განწყობაზე ძალიან, მზე მიყვარს და ლონდონში ძალიან გამიჭირდა ამის გამო, ვფიქრობდი, ასე თუ გაგრძელდება, თავს მოვიკლავ-მეთქი (იცინის). ამიტომ მიზიდავს ამერიკაში ელ-ეი.


скачать dle 11.3