კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა 17 წლის ქართველი სტუდენტი ბიჭი „კაგებეს“ ლიცენზირებული მკვლელი

გთავაზობთ ფრაგმენტს წიგნიდან „მკვლელობის ხელოვნება“. მისი ავტორია „კაგებეს“ ყოფილი მაიორი კოტე ფრუიძე, რომელიც 1976 წელს ჯერ კანადაში გაიქცა, შემდეგ კი არგენტინაში დასახლდა, სადაც, 1985 წელს გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა და იქვეა დასაფლავებული.

მრავალმხრივი მკვლელი

ცნება – „მკვლელის ლიცენზია“ ოფიციალურად გახმაურდა იან ფლემინგის რომანებში ჯეიმს ბონდზე. სინამდვილეში კი მკვლელის ლიცენზიების გაცემა „კაგებეში“ დაიწყეს, საამისოდ სპეციალურად ამზადებდნენ ხალხს და მეც ერთ-ერთი პირველთაგანი ვიყავი, ვისაც მსგავსი სტატუსი მიანიჭა საბჭოთა უშიშროებამ.

1960 წელს სკოლა დავამთავრე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩავაბარე. კარგად ვიყავი მომზადებული და, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი კონკურსი იყო, ქულათა მაქსიმუმი დავაგროვე და ჩარიცხულთა სიას თავში მოვექეცი. ბავშვობაში დეტექტივებით ვიყავი გატაცებული, შერლოკ ჰოლმსზე ვგიჟდებოდი და ადრეული ასაკიდანვე დავისახე მიზნად, გამომძიებელი გამოვსულიყავი. განსწავლულობასთან ერთად, ფიზიკურადაც ძლიერი ვიყავი, თავისუფალ ჭიდაობაში მნიშვნელოვანი წარმატებები მქონდა და ძალისმიერ სტრუქტურებში მუშაობა, წესით, არ უნდა გამჭირვებოდა.

უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, 1961 წლის ივლისის მიწურულს, ქალაქ-კურორტ სოჭში დასასვენებლად გავემგზავრე ჩემს ორ მეგობართან ერთად. ასაკით ბავშვი ვიყავი, სულ რაღაც 17 წლის, თუმცა, ბევრად უფროსს ვგავდი და ერთ-ერთი კონფლიქტის დროს მოწიფულმა მამაკაცებმა ტოლივით დამიწყეს ჩხუბი. მე სამივე ისე ვცემე, რომ ჩემი მეგობრების დახმარება არ დამჭირვებია. მიუხედავად იმისა, რომ დამნაშავე არ ვიყავი, მილიციაში მაინც ჩვენ წაგვიყვანეს და კუშტმა გამომძიებელმა მითხრა:

– ვერაფერი გიშველის, ყმაწვილო. ის უდანაშაულო ადამიანები ისე უმოწყალოდ გიცემია, რომ ორი წელი ციხე გარანტირებული გაქვს. ახლა ჩემი უფროსი მოვა და დანარჩენს ის გეტყვის.

სოჭელი გამომძიებლის სიტყვები მშვიდად მივიღე, არც შემშინებია, არც შევპასუხებივარ და უფროსის მოსვლას დაველოდე. არ გასულა ნახევარი საათი, რომ საკნიდან კაბინეტში ამიყვანეს, სადაც მშვიდი გამომეტყველების, სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი ახალგაზრდა მამაკაცი დამხვდა. მან ყურადღებით შემავალიერა, სკამზე დაჯდომა შემომთავაზა და მითხრა:

– შენი შემხედვარე, ვერ იტყვი, რომ ორწლიანი პატიმრობის მოლოდინში ხარ. არ გეშინია ციხის?

– რაც უნდა მოხდეს, იმას ვერ ასცდები, – ფილოსოფიურად მივუგე უცნობს. მას გაეცინა და მითხრა:

– ციხეში რომ ჩაჯდე, გარდა იმისა, რომ სირცხვილია, შენს მშობლებსა და ახლობლებს უდიდეს ტკივილს მიაყენებ, უნივერსიტეტიდანაც გაგრიცხავენ და შენს ოცნებებსაც წერტილი დაესმევა.

უცნობი თითქოს ჩემს სულში იხედებოდა და, წესით, უკიდურესად უნდა გამკვირვებოდა, საიდან იცოდა მან ჩემი ოცნებების შესახებ, რაც თითქმის არავისთვის გამიმხელია, მაგრამ სახეზე კუნთიც არ შემტოკებია, რამაც უცნობი გააკვირვა და მითხრა:

– შენ რა, ციხეში ჯდომა გინდა?

– რა თქმა უნდა, არა, – ვუპასუხე.

– გინდა, დაგიხსნა?

– როგორ?

– თუ ჩემს შემოთავაზებას დათანხმდები.

– რას მთავაზობთ?

– სწავლის იმავე პროფილით გაგრძელებას, ოღნოდ, მოსკოვში, ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტში. მე ივან სერგეევიჩი ვარ, – ხელი გამომიწოდა უცნობმა, – „კაგებეს“ მაიორი, გვარად – ნოჟკინი და უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად „კაგებეს“ საიდუმლო სკოლაში სწავლას გთავაზობთ.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩხუბთან დაკავშირებული მთელი ეს შოუ, თურმე, ნოჟკინის მოწყობილი იყო და ამით ჩემი პიროვნების შესწავლა სურდა. ნოჟკინი „კაგებეში“ ახლად ჩამოყალიბებულ სპეცაგენტთა განყოფილებას ხელმძღვანელობდა, ხელქვეითებს პირადად არჩევდა და მე პირველი ჯგუფის ბოლო, მეოცე წევრად მიმიღო.

1961-1965 წლებში ლომონოსოვის უნივერსიტეტშიც ვსწავლობდი და მრავალპროფილიანი სპეცაგენტის სპეციალობასაც ვეუფლებოდი. მზვერავობის პარალელურად, ადამიანის მოკვლის 106 ხერხი ამათვისებინეს. სწავლის ხუთმა წელმა რომ გაიარა, ნოჟკინმა მითხრა:

– ყოჩაღ, კოსტია! შენ უკვე პროფესიონალი მზვერავი ხარ, ჩვენი მთავრობის უდიდესი ნდობით სარგებლობ და მკვლელის ლიცენზია გენიჭება, ანუ, შენ თვითონვე, ცენტრის ნებართვის გარეშე შეგიძლია, გადაწყვიტო, მოკლა თუ არა ადამიანი...

22 წლის ვიყავი, როდესაც პირველი დავალების შესასრულებლად აღმოსავლეთ ბერლინში გამგზავნეს. გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქში მე ვინმე ალბერტ ერლოხი უნდა აღმომეჩინა, რომელიც 55 წლის იყო და ოფიციალური ვერსიით, უშიშროება მას ნაცისტებთან თანამშრომლობისთვის ეძებდა. სინამდვილეში კი მან შვეიცარიის ბანკში ნაცისტების მიერ გადამალული ძვირფასი ქვების მნიშვნელოვანი ნაწილის ადგილსამყოფელი და კოდი იცოდა და ამიტომ სჭირდებოდათ.

ერლოხი ჰომოსექსუალი იყო, მე კი მისი სატყუარა. მას პლასტიკური ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული და იმიტომაც ვერ პოულობდნენ, თუმცა, იცოდნენ, რომ ფინანსთა სამინისტროში მუშაობდა, სადაც 4 ათასი თანამშრომელი მსახურობდა. იქ სტაჟიორად მოვეწყვე და სამკვირიანი მუშაობის შემდეგ ვინმე კარლ მიულერზე ავიღე ეჭვი, რომელიც ჩემ მიმართ განსაკუთრებულ, თუმცა ძალზე არაჯანსაღ ყურადებას იჩენდა. საბოლოოდ, სწორედ ის მიულერი აღმოჩნდა ერლოხი და, მას მერე, რაც ის სასტუმროში „სასიყვარულოდ“ წავიყვანე, გავთიშე, მეორე დღეს კი მას უკვე ლუბიანკაზე ამუშავებდნენ. ორი კვირის შემდეგ კი შვეიცარიის ბანკიდან 60 მილიონი დოლარის ღირებულების ძვირფასი თვლები ვინმე იოჰან ვან გუელმა გამოიტანა, რომელიც „კაგებეს“ თანამშრომელი იყო და ეს განძი მოსკოვში ჩამოიტანა...


скачать dle 11.3