კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდრიგესი სანადიროდ გამოვიდა



იტალიური „მილანის“ ფორვარდი მარკო ბორიელო თავის მეგობარ ქალს, არგენტინელ მოდელ ბილენ როდრიგესს ერთი თვეა, რაც დაშორდა. ბილენმა ახალი შეყვარებული დღემდე ვერ იპოვა. არადა, მისი გაქანების ქალს გვერდით სერიოზული კაცი და შესაბამისად, სერიოზული თანხა სჭირდება. ჰოდა, „როდრიგესი სანადიროდ გამოვიდა“ – სწორედ ასე დაასათაურეს იტალიურმა გაზეთებმა ნაბიჯი, რომელიც ქალმა გასულ კვირას გადადგა.

მილანში მოდის კვირეულის საზეიმო დახურვაზე ბილენი წითელ კაბაში გამოცხადდა და კითხვაზე, მოგწონთ თუ არა დღევანდელი საღამოო, ჟურნალისტს განუცხადა, ცოტა მცივა, რადგან კაბის შიგნით საერთოდ არაფერი მაცვიაო. ეს განცხადება გარშემო მყოფებმაც გაიგეს, ცოლებმა ქმრებს ხელი საიმედოდ ჩასჭიდეს, ბილენმა კი მთელი საღამო ინარნარა და თვითრეკლამა გააკეთა. ვის მოხვდა მიზანში ნასროლი ტყვია, მალე გაირკვევა.


скачать dle 11.3