რა მოხდა ამ დღეს
28 მარტი
1910 – მარსელში ცაში აიჭრა პირველი ჰიდროპლანი.
1930 – თურქეთის ქალაქ ანგორას სახელი გადაარქვეს და უწოდეს ანკარა.
1939 – გენერალ ფრანკოს ჯარებმა აიღეს მადრიდი, დამთავრდა ესპანეთის სამოქალაქო ომი.
29 მარტი
1886 – ატლანტაში (ამერიკის შეერთებული შტატები) ჯონ პემბერტონმა შექმნა ყველასთვის ცნობილი სასმელი „კოკა-კოლა“.
1967 – ექსპლუატაციაში შევიდა პირველი ფრანგული ატომური წყალქვეშა ნავი.
1973 – უკანასკნელმა ამერიკელმა ჯარისკაცმა დატოვა ვიეტნამი.
30 მარტი
1814 – მოკავშირეთა ჯარებმა აიღეს პარიზი. დაემხო ნაპოლეონის ხელისუფლება.
1842 – ამერიკელმა ექიმმა უილიამსონ ლონგმა პირველად გამოიყენა ეთერი, როგორც საანესთეზიო საშუალება.
1867 – ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც რუსეთმა 7,2 მილიონ დოლარად ამერიკის შეერთებულ შტატებს მიჰყიდა ალასკა.
1954 – ტორონტოში გაიხსნა კანადის პირველი მეტროპოლიტენი.
31 მარტი
1889 – პარიზში ოფიციალურად გაიხსნა ეიფელის კოშკი.
1904 – გაზეთში პირველად გამოჩნდა ავტომობილის რეკლამა.
1923 – ნიუ-იორკში გაიმართა პირველი საცეკვაო მარათონი.
1967 – ჯიმი ჰენდრიქსმა პირველად დაწვა თავისი გიტარა კონცერტზე, ამის შემდეგ ეს მისი კონცერტების ტრადიციად იქცა.
1991 – ჩატარდა რეფერენდუმი, რომელშიც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ხმა მისცა საქართველოს დამოუკიდებლობას.
1 აპრილი
1778 – ნიუიორკელმა ბიზნესმენმა ოლივერ პოლოკმა მოიგონა დოლარის ნიშანი.
1890 – ბელგიელმა შარლ ვან დერ პოლმა მიიღო პატენტი პირველ ტროლეიბუსზე.
1960 – კოსმოსში გაუშვეს პირველი მეტეოთანამგზავრი „TIG S-1“
1967 – ეკრანებზე გამოვიდა ფილმი „კავკასიელი ტყვე ქალი“.
2 აპრილი
1873 – პირველად ინგლისში, რკინიგზის სამგზავრო ვაგონებში დაამონტაჟეს საპირფარეშოები.
1905 – გაიხსნა სიმპლონის გვირაბი შვეიცარიასა და იტალიას შორის.
1944 – სამხედრო ოპერაციების დროს პირველად გამოიყენეს ვერტმფრენები.
1978 – ტელეკომპანია CBS-ზე დაიწყო ჩვენება სერიალისა „დალასი“, რომელიც ცამეტ წელს გაგრძელდა.
3 აპრილი
1922 – იოსებ ბესარიონის ძე სტალინი გახდა კომპარტიის ცეკას მდივანი.
1933 – თვითმფრინავმა პირველად გადაიფრინა ჯომოლუნგმას (ევერესტის) თავზე.
1968 – ეკრანებზე გამოვიდა კუბრიკის ფილმი „კოსმოსური ოდისეა 2001“.
1975 – ბობი ფიშერს ჩამოერთვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ჭადრაკში.