კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ვაპროგრამებთ მომავალს საკუთარი შთაგონებით და როდის ხდება სახიფათო უსახელო გენეტიკური კოდის ჩასახლება ჩანასახში

გენეტიკური კოდი, რომელიც ადამიანს ჩასახვისას ეძლევა, მასთან ერთად ცოცხლობს. მთელი სიცოცხლის პერიოდში ადამიანი იძენს ცოდნას, გამოცდილებას, მიდრეკილებას იჩენს სხვადასხვა სფეროს მიმართ. როგორც პარაფსიქოლოგი ბატონი რამაზი ამბობს, სული ფიზიკური სიკვდილის შემდეგ, მეორმოცე დღეს თავისუფლდება და ამას სპეციალური აპარატი, რომელიც ადამიანის ბიოველს ამოწმებს, კარგად აფიქსირებს. ასევე, ამბობენ, რომ შვილისა და მშობლის დაბადების დღეების დამთხვევა ცუდის მომასწავებელიაო. ისიც გამიგია ასაკში შესული ადამიანებისგან, თითქოს შვილების ბედზე ცუდად მოქმედებს მშობლების ან წინაპართა სახელების დარქმევა. ბევრს აინტერესებს ამ კითხვებზე კონკრეტული პასუხები და ამიტომაც ვთხოვეთ ბატონ რამაზს ისეთ თემებზე ესაუბრა, რაზეც ხმამაღლა ლაპარაკს დღესაც ბევრი არიდებს თავს, ან უბრალოდ, უცოდინრობის თუ გაურკვევლობის გამო, ჩუმადაა.

რამაზი: კოსმოსში ყველაზე დიდ დანაშაულად აბორტი მიიჩნევა. ამ დროს გენეტიკური კოდი უპატრონოდ რჩება და შემდეგ დაუგეგმავ ჩანასახში ახერხებს ჩასახლებას. სამწუხაროდ, ამაზე ბევრი არ ფიქრობს და ამ საკითხს ზერელედ უდგებიან. მერწმუნეთ, კოსმოსში ყველაზე დიდი დანაშაული აბორტია. კერძოდ კი, გენეტიკური კოდი, რომელიც იქ წარმოიქმნება და ადამიანის დაბადებას, ანუ თავის სხეულს ელოდება.

– გამოდის, რომ ბავშვის ჩასახვისას, მისი გენეტიკური კოდი უკვე რეალურად არსებობს?

– რასაკვირველია. ბავშვს ჩასახვისას, კოდს კოსმოსი მაშინვე აძლევს, ხოლო, როცა ქალი ბავშვს იცილებს და აბორტს იკეთებს, ამ დროს გენეტიკური კოდი უპატრონოდ, ანუ უსხეულოდ რჩება. ის შესაძლოა, დაუგეგმავად სხვა ჩანასახში მოხვდეს.

– მერედა ეს საშიში არ არის იმ ბავშვისთვის, რომელიც სამყაროში სხვა კოდით განვითარდება?

– ბავშვი თუ იმ გენეტიკურ ნიადაგზე არ იზრდება, რომელზეც საჭიროა, ოჯახში უცნაური ცვლილებები ხდება და ეს შეიმჩნევა კიდეც. მაგალითად, როცა ადამიანი ცხოვრების განმავლობაში სრულყოფას მიაღწევს, გარდაცვალების შემდეგ, მისი სული დედამიწაზე აღარ მოდის და კოსმოსში რჩება. ეს კი, ნებისმიერი პარაფსიქოლოგ-ეზოთერიკოსი დამეთანხმება, რომ იდეალური მდგომარეობაა. ცხოვრებაში ბევრ რამეს ვგეგმავთ და საკუთარ თავს ვაპროგრამებთ წარმატებაზე, წარუმატებლობაზე, უბედურ შემთხვევაზე, სიხარულსა თუ სიკვდილზე. აზრს და ფიქრს მატერიალიზების უნარი აქვს. საკუთარ დაბადების დღეზე ადამიანის გარდაცვალების ერთ-ერთი მიზეზი, სწორედ შთაგონებაა.

– ეს როგორ გავიგოთ? კერძოდ, რა კავშირშია საკუთარ დაბადების დღეზე გარდაცვალება შთაგონებასთან?

– ახლავე აგიხსნით, რომ ჩემი ნათქვამი უფრო გასაგები იყოს. მაგალითად, ყოფილა შემთხვევები, როცა ადამიანი საკუთარ დაბადების დღეს წყევლის. მას ამ დროს არ აქვს გაცნობიერებული რას ამბობს და რამხელა შეცდომას უშვებს, როცა საკუთარ დაბადების დღეს სწყევლის. კოსმოსი კი ყველა სიტყვის გამგონეა და იქ სიტყვის მარცვალიც კი არ იკარგება. საკუთარი ცხოვრება შეგვიძლია, თავადვე დავგეგმოთ, მაგრამ ისე არა, რომ იციან თქმა – ოღონდ ამას მივაღწიო და მერე თუგინდ მოვკვდეო. ასე თუ მოიქცევით, მაშინ მიაღწევთ საწადელს და სიკვდილს დაელოდებით. არაერთი შემთხვევა ვიცი, როცა ადამიანს მართლაც გაუკეთებია ის საქმე, რომელზეც გარკვეული წლები ოცნებობდა, თავდაუზოგავად იღვწოდა ამისთვის და მერე მართლაც მალევე გარდაცვლილა. ძლიერი შთაგონება ბიოლოგიურ პროცესებზეც მოქმედებს. დაბადების დღე ყველა ჩვენგანისთვის ზეიმი უნდა იყოს და მნიშვნელოვანი თარიღი. სხვათა შორის, ქვეცნობიერიც დიდ ზეგავლენას ახდენს ჩვენს შესაძლო გარდაცვალებაზე სწორედ დაბადების დღეს. აბა, დააკვირდით, ეზოთერული კანონით, ადამიანი, როცა თავის მისიას, დაგეგმილ პროგრამას შეასრულებს, დაბადების დღეს იღუპება. ანუ, ზუსტად იმ დროს, როცა ქვეცნობიერმა თავად დაგეგმა სიკვდილი. შთაგონებას, ისევე, როგორც ყველაფერს, თავისი ენერგეტიკა აქვს. ენერგიას ვხარჯავთ ჩანაფიქრის დამახსოვრებისას. ასე ვქმნით სწორედ ენერგეტიკულ მასას, რომელსაც გარკვეული ძალა აქვს და ზოგიერთი მოვლენის შეცვლა შეუძლია.

– გამიგია, თითქოს დაბადების დღეს ნათქვამ სიტყვებს დიდი ენერგეტიკული ძალა აქვს და ამ დროს ადამიანმა გააზრებულად უნდა იმოქმედოს, რომ საკუთარ თავს და გარშემო მყოფებს საფრთხე არ შეუქმნას. ამაზე რას გვეტყვით?

– საკუთარ დაბადების დღეს, ადამიანი განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოს და თითოეული სიტყვა, აზრი თუ ჩანაფიქრი აკონტროლოს. ამ დღეს ადამიანი უნდა იყოს ფრთხილად, რადგან დიდი ენერგიების დაგროვება ხდება მის გარშემო და მათი კონტროლი საკმაოდ რთულია. ამიტომ ხდება სწორედ ამ დროს ყველაზე მეტი კონფლიქტი თქვენს გარემოცვაში – გაუგებრობები, დაბნეული სიტუაციები და ასე შემდეგ. რასაკვირველია, არ იფიქროთ, რომ ამ დღეს ყველაფერი ცუდი ხდება თქვენ ირგვლივ და საშინელებას უნდა ელოდოთ (იცინის). ეს ასე სულაც არაა, უბრალოდ, მეტად უნდა აკონტორლოთ თქვენი ემოცია და შთაგონება. რომ ამბობენ, დასწყევლოს ღმერთმა ჩემი დაბადების დღე, ან ნეტავ, სულ არ დავბადებულიყავი, ბედი მაინც არ დამყვაო – ეს ძალიან საშიშია და არავის ვურჩევ ასეთ ლაპარაკს. ამ სიტყვებით ადამიანები კოსმოსში აგზავნიან უარყოფით ენერგიას და ის უკანვე უბრუნდებათ რაღაც დროის შემდეგ. არ არის გამორიცხული, რომ ის საკუთარ დაბადების დღეზე უარყოფითი მოვლენების მიზეზიც გახდეს.

– იმასაც ხომ ამბობენ, თითქოს ჩვენს ცხოვრებას სხვა ადამიანებიც აპროგრამებენო?

– ასეც ამბობენ და ეს სიმართლეა. ეს მაშინ ხდება, როცა ვინმეზე განაწყენებული, ჯავრს იყრიან. როცა დედა შვილის დაბადებას წყევლის ან ბებია შვილიშვილს უწყევლის ამქვეყნად მოვლენის დღეს, ესეც უარყოფითად აისახება მასზე და კოსმოსიდან დაგროვილი უარყოფითი ენერგია მოდის. ის დამცველ აურას აზიანებს და ადამიანი ხიფათს აწყდება ან უბედური შემთხვევის მსხვერპლი ხდება. როცა ქალის ორგანიზმში ადამიანი ჩაისახება, მას მექანიკურად გადაეცემა წინაპრებისგან პროგრამა, კერძოდ – როგორი უნდა იყოს, რისი ნიჭი და უნარი ექნება, ცხოვრებაში რა გზაზე ივლის და ასე შემდეგ.

– ამ პროგრამას ჩანასახი როგორ იღებს?

– დედის მუცელში ჩასახული არსება ამ პროგრამას ენერგეტიკის სახით იღებს. მშობლები ხომ შვილებთან გენეტიკურ-ენერგეტიკულად ვართ დაკავშირებული? ის აზრი კი, რომ მშობლის სახელის დარქმევა შვილზე ნეგატიურად იმოქმედებს, სრული აბსურდია. ამით მას არც მშობლის ბედი გადაეცემა და არც მისი აურა. უბრალოდ, შესაძლოა, ცხოვრების სტილი ერთნაირი ჰქონდეთ და ეს გენეტიკის ბრალია. საერთოდ, ძველად ამბობდნენ, თუ მშობელი შვილს თავის სახელს დაარქმევს, ამით უფრო მეტად დაემსგავსებაო და ასე ბევრი იქცეოდა. მაგრამ, პირადად ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, ეს მართებულად არ მიმაჩნია. სახელი, ერთგვარად, ჩვენს ინდივიდუალურობასაც გამოკვეთს და რატომ უნდა იყოს სახლში ორი ჯუმბერი, სამი კატო და ოთხი გიორგი, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელია.




скачать dle 11.3