კანალისს ბურთი მოსწყინდა
დიდიე დროგბას, კრისტიან ვიერის, მანუელე ბლაზისა და ფილიპო ინძაგის ყოფილმა გულის გამხარებელმა ელიზაბეთ კანალისმა ამჯერად ცნობილი მსახიობის, ჯორჯ კლუნის გულის გახარება გადაწყვიტა და ჰოლივუდელ ვარსკვლავს თავბრუ დაახვია. კლუნმა კანალისს კალიფორნიაში გადასვლა და მასთან ცხოვრება შესთავაზა, ბრილიანტისთვლიანი ბეჭედი აჩუქა და ქალის თანხმობის შემთხვევაში, სპორტულ ავტომობილსაც დაჰპირდა.
„ისე არ გაიგოთ, თითქოს ნიშნობის ბეჭედი ვაჩუქე. უბრალოდ, ამ ბეჭდით იმის ხაზგასმა მსურდა, რომ ჩვენი ურთიერთობა ძალიან სერიოზულია“, – განაცხადა კლუნმა.
რაც შეეხება თავად კანალისს, იგი ყურადღებით აღფრთოვანებულია და არც იმას მალავს, რომ ფეხბურთელებთან რომანი მობეზრდა, რამეთუ ისინი მუდმივად ვარჯიშებზე და შეკრებებზე არიან, ელიზაბეთს კი მუდმივი ყურადღება სჭირდება.