კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

– ყოჩაღ‚ მარო‚ რა მალე მოიყვანე შენ ჭკუაზე ქმარი...

– ეგრე უნდა‚ ხარსა რქებში უნდა ჩაავლო!

– ო‚ მიხოს კი აქვს ჩასავლები...

***

მოძრაობის წესების დარღვევისთვის პატრულმა მანქანა გააჩერა და მძღოლ ქალბატონს მართვის მოწმობის წარდგენა მოსთხოვა.

– იცით‚ რა‚ ჯერ თქვენს უწყებაში დაამყარეთ წესრიგი – გუშინ თქვენ ჩამომართვით მართვის მოწმობა‚ დღეს კი თქვენვე მთხოვთ! – გაწიწმატდა ქალი.

***

საუბრობს სამი შინაბერა დაქალი:

– წუხელ სიზმარში ისევ გამაუპატიურეს... უკვე მერამდენედ!

– მე დაძინების წინ ზუსტად ვიცი‚ რომ ის ბიჭი მოვა და ისევ სექსი გვექნება...

– გოგოებო‚ მითხარით რა‚ რომელ გვერდზე დავიძინო...

***

კითხვა: რა განსხვავებაა ინგლისურ და სიცილიურ სადაზღვევო სააგენტოებს შორის?

პასუხი: ინგლისურ სააგენტოში სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით გეტყვიან‚ დაახლოებით რამდენი ადამიანი მოკვდება მომავალ წელს, სიცილიურში კი პიროვნებებს ჩამოგითვლიან.

***

ძველი ოქმიდან:

1. კრების საზეიმო გახსნა;

2. ხალხის მტრების დახვრეტა;

3. კონცერტი.

***

– როგორ იტან უფროსობის ასეთ მოპყრობას?!

– უბრალოდ‚ როგორც კულტურული ადამიანი‚ ვეთანხმები გამონათქვამს: „როცა მე ვჭამ‚ ყრუ და მუნჯი ვარ“.

***

კითხვა: რა განსხვავებაა მდიდარ და ღარიბ შვეიცარიელებს შორის?

პასუხი: ღარიბი შვეიცარიელი იძულებულია‚ თავისი „მერსედესი“ თვითონ გარეცხოს.

***

სასწრაფო დახმარების სლოგანი: „მოვედი, გამოვემშვიდობე, წამოვედი!“

***

მამაკაცი სამსახურში გამოუძინებელი‚ დასიებული სახითა და შეშუპებული თვალებით მივიდა.

– ვა‚ რა 100-ლარიანად გამოიყურები?!

– როგორ?

– თითქოს წუხელ 100 ლარის სასმელი დაგელიოს...

***

– ვიყავი ოდესღაც ახალგაზრდა‚ ლამაზი...

– ახლა?..

– ნუ‚ ლამაზი...

***

– გოგონი‚ მინდა გითხრათ‚ რომ მაგარი სვიტერი გაცვიათ.

– ო‚ ეს ნამდვილი აქლემის ბეწვია.

– ჰო‚ კუზებზე ვიცანი.

***

– თითქმის ყველა, ვინც მუშაობს‚ – ორ სამსახურშია ერთდროულად... რატომ გავრცელდა ამ ბოლო დროს ასეთი მიმდინარეობა?

– იმიტომ‚ რომ მესამე სამსახურს ვერ შოულობენ.

***

– როდის დაიწყო მეორე მსოფლიო ომი?

– 1939 წლის 1 სექტემბერს.

– დიდი სამამულო ომი?

– 1941 წლის 22 ივნისს.

– რას აკეთებდნენ ამ პერიოდში გერმანელები?

– საბაჟოზე გადიოდნენ კონტროლს.

***

– რა გრძელი თითები გაქვს‚ ალბათ‚ პიანისტი ხარ.

– არა‚ ლაბორატორიაში ვმუშაობ‚ სინჯარებს ვრეცხავ.

***

– ჭიჭიკია‚ როგორი დრო გაატარე გოგიასთან?

– გეუბნები‚ კიდო კარგი მივედი‚ თორემ, მე რომ არ ვყოფილიყავი‚ ძაან მოვიწყენდი...

***

– ო‚ დაქორწინებულხარ!.. ამბობენ‚ ისეთი გოგო შეირთო‚ რომელზეც ვერც კი იოცნებებდაო...

– მართალს ლაპარაკობენ. შეიძლებოდა, ასეთ „სტერვაზე“ მეოცნება?!

***

– მთელი საღამო სასმელს მაძალებდა – აღგზნების კარგი საშუალებააო, დილით კი მის საწოლში მაკა აღმოვაჩინე. მე წარმოდგენაც კი არ მქონდა‚ რომ სხვისთვის ვსვამდი.

***

ფირმა თანამშრომელს ირჩევს. გასაუბრებაა:

პირველი:

– თქვენ ქალიშვილი ხართ?

– დიახ.

– თავისუფალი ბრძანდებით!

მეორე:

– თქვენ ქალიშვილი ხართ?

– არა.

– თავისუფალი ბრძანდებით!

მესამე:

– თქვენ ქალიშვილი ხართ?

– აი‚ სამსახურში რომ ამიყვანთ‚ თავად შეამოწმეთ.

***

– ჩემი ბაჭია...

– ესე იგი‚ ფუმფულა და საყვარელი ვარ?

– არა‚ ყურგრძელი და კიჭა.

***

– რაღაც უცნაურად გამორჩეულად უკრავს ეს დრამერი...

– ადრე რადისტი იყო.

***

– ტყუილად ელოდები‚ შვილო‚ ავტობუსსა‚ მარტო კვირას და დღესასწაულებზე დადიან.

– ვიცი‚ ბებო... დღეს ჩემი დაბადების დღეა.

***

„ხელჩართული ბრძოლის სახელმძღვანელო“ – ეს წიგნი დაგეხმარებათ‚ გასცეთ პასუხი მრავალ შეკითხვაზე‚ მაგალითად: „მოსაწევი არ გაქვს‚ ბიჭო?“ „შენ რა უბნელი ხარ?“...

***

– სადაცაა‚ ორმოცის გახდები‚ ცოლი რატომ არ მოგყავს?

– ცოლი რაღად მინდა‚ ორი და მყავს და აბსოლუტურად ყველაფერს მიკეთებენ‚ რაც მჭირდება.

– დები ვერასდროს შეგიცვლიან ცოლს‚ მათთან სექსი ხომ დაუშვებელია... უმძიმესი ცოდვაა...

– ცოდვა რატომაა‚ ჩემი დები კი არ არიან...


скачать dle 11.3