კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: რას ნიშნავს დისკრეციული დევნა?

პასუხი: დისკრეციული დევნა დამკვიდრდა დღეისთვის მოქმედი, საქართველოს სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსით. თავად ტერმინი „დისკრეციული” ფრანგული სიტყვიდან – მომდინარეობს და სიტყვა-სიტყვით შეიძლება გავიგოთ, როგორც თავისი შეხედულებისამებრ მოქმედი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება და განხორციელება მხოლოდ პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილებაა. შესაბამისად, პროკურორს უფლება აქვს, დაიწყოს ან არ დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა პირის მიმართ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, კონკრეტული პირობების გათვალისწინებით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 168-ე მუხლის შესაბამისად, პროკურორს უფლება აქვს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებით, უარი თქვას სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე, რომელიც სასამართლოში არ საჩივრდება. ის შეიძლება, ერთჯერადად გასაჩივრდეს ზემდგომ პროკურორთან.

კითხვა: საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობისას, სრულიად შემთხვევით, ვიპოვე ოქროს ბეჭედი, ორიგინალური ფორმის, თეთრი ოქროს ჯვრის გამოსახულებით, რომელიც მოთავსებული იყო ბრილიანტის ქვებით გაწყობილ თეთრი ოქროს ნალში. ნაპოვნი ბეჭედი საკმაოდ ძვირად ღირებულია. აღნიშნულის შესახებ არსად განმიცხადებია. ითვლება თუ არა ნაპოვნი ნივთი ჩემს საკუთრებად და მის მესაკუთრეს, ნაპოვნი ნივთის ჩემს ხელზე აღმოჩენის შემთხვევაში, აქვს თუ არა უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლება?

პასუხი: თქვენ, როგორც დაკარგული ნივთის მპოვნელი, ვალდებული ხართ დაუყოვნებლივ განუცხადოთ ამის შესახებ დამკარგველს, მესაკუთრეს, უფლებამოსილ პირს, მაგალითად, მონათხოვრეს, დამქირავებელს, შემნახველს, ხოლო თუ მათი ვინაობა უცნობია, პოლიციას ან სხვა ადგილობრივ ორგანოს. ასევე, იმ სატრანსპორტო საშუალების ან ნაგებობის მფლობელს, რომელშიც იპოვეთ დაკარგული ნივთი. ნაპოვნი ნივთი შეიძლება, შესანახად გადაეცეს აღნიშნულ პირებს ან დარჩეს თქვენს მფლობელობაში შესანახად. თუ დაკარგული ნივთის მისაღებად უფლებამოსილი პირი არ გამოჩნდება, განცხადებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ, თქვენ იძენთ საკუთრების უფლებას ნაპოვნ ნივთზე. მპოვნელი მესაკუთრე ვერ გახდება, თუნდაც ერთი წლის გასვლის შემდეგ, თუ მისთვის პოვნიდან ერთი წლის გასვლამდე, ცნობილი გახდება მესაკუთრის შესახებ; თუ პოლიციაში მესაკუთრე ან სხვა უფლებამოსილი პირი განაცხადებს, რომ დაკარგა ნივთი მას შემდეგ, რაც მპოვნელი საკუთრების უფლებას შეიძენს ნაპოვნზე, ამ ნივთზე ყველა სხვა უფლება, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ქარწყლდება და მპოვნელი ხდება მესაკუთრე. იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრეს დაუბრუნდება დაკარგული ნივთი, მპოვნელს აქვს ჯილდოს მიღების უფლება. კანონი არ ადგენს ჯილდოს ზუსტ ოდენობას. ის შეიძლება იყოს ნივთის ღირებულების ხუთ პროცენტამდე, თუმცა შეიძლება, დამკარგავის სურვილით, შეუზღუდავად გაიზარდოს ჯილდოს ოდენობა. მპოვნელს ჯილდოს გარდა, უფლება აქვს მოითხოვოს ასევე ნივთის შენახვის ხარჯების ანაზღაურება, როგორც იმ პირისაგან, რომელმაც დაიბრუნა ნივთი, ასევე იმ ორგანოსგან, რომელმაც ნივთის გაყიდვის შედეგად მოგება მიიღო. იმ შემთხვევაში, თუ მპოვნელი უარს იტყვის ნაპოვნზე, კომპეტენტურ ორგანოს უფლება აქვს ერთი წლის შემდეგ გაყიდოს ნივთი აუქციონზე და მიიღოს მოგება. თუ ნაპოვნი ნივთი დაბალი ღირებულებისაა, ამავე ორგანოს შეუძლია, უსასყიდლოდ გადასცეს სხვა პირს ან გაანადგუროს ის. სამოქალაქო კანონი განსხვავებულ წესს ადგენს, თუ ნაპოვნია ცხოველი, მალფუჭებადი ან ისეთი ნივთები, რომელთა შენახვა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ასეთ შემთხვევაში, დადგენილი ერთწლიანი ვადა არ გამოიყენება. ხდება ნაპოვნი ნივთების გასხვისება და მესაკუთრეს უბრუნდება გაყიდვით მიღებული თანხა. თუ მესაკუთრე არ გამოჩნდა, მაშინ თანხა მპოვნელს გადაეცემა და თუ მპოვნელი თანხის მიღებაზე უარს განაცხადებს, მაშინ დარჩება შესაბამის ორგანოს.

კითხვა: რას ნიშნავს ლიზინგის ხელშეკრულება და რა ფორმით ხდება მისი დადება?

პასუხი: სიტყვა „ლიზინგი” ინგლისურიდან მომდინარეობს და ნიშნავს ქონების დროებით გადაცემას. ლიზინგის ხელშეკრულება შეიძლება განვიხილოთ, იჯარის ხელშეკრულების ნაირსახეობად და ის წერილობითი ფორმით იდება. ზოგადად, ლიზინგი ეკონომიკაში ფულადი სახსრების ინვესტირების ფორმაა და შესაბამისად, ხელს უწყობს წარმოების განვითარებასა და გაფართოებას. ლიზინგის კლასიკური გაგება გულისხმობს, როდესაც ლიზინგის ხელშეკრულებით, ლიზინგის გამცემი ვალდებულია, ლიზინგის მიმღებს გადასცეს სარგებლობაში განსაზღვრული მისთვის საჭირო ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით (მაგალითად, მანქანა, სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალება, შენობა-ნაგებობა...) ისე, რომ იგი ინარჩუნებს გადაცემულ ქონებაზე საკუთრების უფლებას. ლიზინგის ხელშეკრულება შეიძლება, დაიდოს განსაზღვრული ვადით, ან ხელშეკრულების საგნის სრულ ამორტიზაციამდე. განსაზღვრული ვადით ლიზინგის ხელშეკრულების დადებისას, ხელშეკრულების საგანი უბრუნდება ლიზინგის გამცემს. თუ ხელშეკრულება საგნის სრული ამორტიზაციით არ მთავრდება, საბოლოო ღირებულების გამოთვლისას, ყველა შემთხვევაში, გათვალისწინეული უნდა იქნეს ამორტიზაციის ფაქტი. ღირებულების განსაზღვრის შემდეგ, ლიზინგის მიმღები უფლებამოსილია, იყიდოს ლიზინგის საგანი.

კითხვა: როგორც ჩემთვის ცნობილია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულია იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. რა სახის სასჯელები შეიძლება დაეკისროს იურიდიულ პირს?

პასუხი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. იურიდიული პირის მიმართ შეიძლება, გამოყენებულ იქნას შემდეგი სახის სასჯელები:

ა. ლიკვიდაცია;

ბ. საქმიანობის უფლების ჩამორთმევა;

გ. ჯარიმა;

დ. ქონების ჩამორთმევა.

კითხვა: რას ნიშნავს ტერმინი „სასამართლოს მეგობარი”?

პასუხი: ტერმინი „სასამართლოს მეგობარი” გათვალისწინებულია, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და გულისხმობს, რომ დაინტერესებულ პირს, რომელიც არ არის მხარე, განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში უფლება აქვს, საქმის არსებით განხილვამდე არანაკლებ 5 დღით ადრე, სასამართლოს წარუდგინოს საკუთარი წერილობითი მოსაზრება ამ საქმესთან დაკავშირებით. წერილობითი მოსაზრების წარდგენის მიზანი უნდა იყოს არა პროცესის რომელიმე მონაწილის მხარდაჭერა, არამედ იგი უნდა დაეხმაროს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს განსახილველი საკითხი. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ წერილობითი მოსაზრება არ არის შედგენილი კანონის მოთხოვნათა დაცვით, ის მას არ განიხილავს. დაინტერესებული პირის წერილობითი მოსაზრებები სარეკომენდაციო ხასიათისაა და სასამართლო არ არის ვალდებული, გაიზიაროს წერილობით მოსაზრებაში მოყვანილი არგუმენტები. წერილობითი მოსაზრება მოცულობით არ უნდა აღემატებოდეს 30 გვერდს და ის შედგენილი უნდა იყოს 3 ეგზემპლარად, რომელთაგან 2 გადაეცემა მხარეებს, ერთი კი რჩება მოსამართლესთან. ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია, საკუთარი ან მხარის ინიციატივით და წერილობითი მოსაზრების ავტორის წინასწარი თანხმობით, საქმის არსებით განხილვაზე გამოიძახოს წერილობითი მოსაზრების ავტორი ზეპირი განმარტების მისაცემად. საბოლოოდ, სასამართლოს მეგობრის დანიშნულებაა, რომ საზოგადოება და სისხლის სამართლის სპეციალისტები ჩაერთნენ სასამართლო პროცესში, რათა მათი დამატებითი ძალისხმევით, მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი სასამართლოს მიერ უკანონო, დაუსაბუთებელი და არასამართლიანი გადაწყვეტილებების მიღება.


скачать dle 11.3