კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გააშვილა 5 თვის შვილი დედამ სახლიდან და ვინ ეძებს დაკარგულ მაზლს

31 წლის მაია საკარული (ფსევდონიმია) ეძებს 24 წლის ირაკლი კოტრიკაძეს.

ისტორია: ვეძებ ჩემს მაზლს, 24 წლის ირაკლი კოტრიკაძეს (მისი დაბადების სახელი და გვარი). ვიცი, რომ ის დაიბადა 1986 წლის 3 ნოემბერს, თბილისში, საბურთალოს რაიონში. იგი 5 თვის ასაკში გააშვილა დედამისმა. ჩემი მეუღლე მაშინ პატარა იყო, დაახლოებით 13-14 წლის და მას დღემდე ძალიან უნდა ძმის პოვნა და სიმართლის გარკვევა, თუ რა მოხდა სინამდვილეში, როგორ არის მისი ძმა ამჟამად. მინდა, დავეხმარო ჩემს მეუღლეს და ვცდილობ, ვაპოვნინო ძმებს ერთმანეთი. ძალიან გთხოვთ, დამეხმაროთ ამაში.

ჟურნალისტის შენიშვნა: რესპონდენტის თხოვნით, მისი ფოტოსურათი ისტორიას არ ახლავს, გვარი და სახელი კი შეცვლილია.

– რა იცით დაკარგული ბავშვის შესახებ?

– ჩემი მეუღლე იმ დროს, როდესაც ეს ამბავი მოხდა, პატარა იყო, დაახლოებით 13-14 წლის, როდესაც ის ძმასთან ერთად სახლში დაბრუნდა, ნაბოლარა ძმა, რომელიც იმ დროს 5 თვის იყო, სახლში აღარ დახვდათ. დღემდე არავინ იცის, იმ ბავშვის ასავალ-დასავალი. ოჯახში იმ ბავშვის გარდა კიდევ ორი ბიჭი იზრდებოდა, მათ შორის – ჩემი მეუღლე. ამ ამბის გამო დაინგრა ოჯახი – ჩემი მამამთილი გაშორდა თავის ცოლს და ჩემმა მეუღლემაც ტრავმა მიიღო. როგორია, როდესაც იცი, რომ შენი ძმა გააშვილეს და არ იცი მის შესახებ არაფერი.

– რა პასუხი გასცა თქვენს მამამთილს მეუღლემ ბავშვის გაუჩინარების შესახებ?

– როდესაც ჩემს მამამთილს უკითხავს, სად არის ბავშვიო, მან უპასუხა, ბავშვი ავად გახდა და წავიყვანეო, მხოლოდ შემდგომ უთხრა, რომ ბიჭი გააშვილა. არავინ იცის, რა მიზეზით გააკეთა ეს. მეტი ამის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს.

– ტერიტორიულად საიდან მოხდა ჩვილის გაშვილება და რა არის კიდევ ცნობილი ბავშვის შესახებ. რაიმე დამახასიათებელი ნიშანი თუ ჰქონდა?

– ბავშვი სამგორის რაიონში იყო ბოლოს, სადაც იმ დროს ჩემი მეუღლის ოჯახი ცხოვრობდა, მანდ ცხოვრობს დღესაც ჩემი დედამთილი, ოღონდ, მარტო. ის დღემდე არ გათხოვილა და, რამდენადაც ვიცი, შვილიც აღარ გაუჩენია. ჩემს მეუღლეს და მამამთილს მასთან კავშირი აღარ აქვთ იმ ამბის მერე. ინფორმაცია არც ბავშვზე და არც მის აღმზრდელებზე არ გვაქვს. ვფიქრობ, ის შავგვრემანი ბიჭი უნდა იყოს, რადგან ჩემი მეუღლე შავგვრემანია. არც ის ვიცით, თვითონ მან იცის თუ არა თავისი ისტორია.

– პირადად თქვენ თუ გქონიათ დედამთილთან ამის შესახებ საუბარი? ამდენი ხანია გასული და ხომ შეიძლება მან რამე თქვას? ვფიქრობ, დამალვას აზრი აღარ აქვს.

– მეც არ მაქვს მასთან ურთიერთობა, არც ვიცნობ, ამიტომ, მასთან ამ საკითხზე არ მისაუბრია. რა თქმა უნდა, გაურკვეველია მისი ასეთი საქციელი. როგორც ვიცი, მატერიალურად ოჯახს არ უჭირდა და ნამდვილად არ ვიცი, რატომ მოიქცა ასე.

– თქვენი მეუღლე თუ ეძებს ძმას? იცის, რომ ამით თქვენ ხართ დაკავებული?

– დიახ, ჩემმა ქმარმა იცის, რომ მე დიდი სურვილი მაქვს, ძმის პოვნაში დავეხმარო. როდესაც პირველად წავიკითხე თქვენი რუბრიკა, ვუთხარი, მოდი, ჩვენც ვცადოთ შენი ძმის პოვნა-მეთქი, დამეთანხმა. ვიცით, რომ ძალიან უიმედო ისტორიაა, მაგრამ, ხომ შეიძლება, სასწაული მოხდეს და იმ ბიჭმა იცოდეს თავისი ნამდვილი სახელი და გვარი და მიხვდეს, რომ მას ეძებენ?

სამწუხაროდ, ბავშვის გაშვილება ხშირად ხდება, უმეტეს შემთხვევაში, ახალდაბადებული როდესაცაა, მაგრამ, გაურკვეველია რატომ გააშვილა დედამ შვილი 5 თვის ასაკში, თანაც, საკუთარი სახლიდან. შეიძლება, რაიმე სხვა მიზეზი იყოს ამაში. ჩემი სუბიექტური აზრია, თანაც დაუსაბუთებელი, რომ, შეიძლება, ბავშვს რაიმე ნაკლი ჰქონდა. მაგრამ, შესაძლოა, სულ სხვა იყო მიზეზი და არა ავადმყოფობა. ბავშვი ავად რომ ხდება, ის ერთ დღეში არ მიჰყავთ, თან, მამის დაუკითხავად. ჩემს მამამთილს კი შვილი, უბრალოდ, სახლში არ დახვდა.

თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიის შესახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 33-42-24; 893 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.


скачать dle 11.3