კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: რომელი ავტომობილის ყიდვას მირჩევთ საქართველოს გზებზე – „ჯე” კლასის „მერსედესს” თუ „ტოიოტას” „ჯიპს“ „ლენდ კრუიზერს 200-ს“. ორივეს დიზელის ძრავა აქვს და უფრო გამძლეობის მხრივ მაინტერესებს, რომელია უკეთესი.

პასუხი: ორივე ავტომობილი იმდენად გამძლეა და ამართლებს თავის სახელს, ანუ „ჯიპს“, მათი შედარება ცოტა რთულიც კია. მაგრამ, ცალ-ცალკე ორივეს საკუთარი განსაკუთრებული ღირსებებიც აქვს, ანუ რაღაც ასპექტში ერთი აჯობებს, რაღაც ასპექტში – მეორე. პირადად, მე რომ ვყიდულობდე, კრიტერიუმად იმას ავიღებდი, რომლის შენახვა უფრო იაფი დამიჯდებოდა, რადგან გამძლეობა ორივეს არაჩვეულებრივი აქვს. უბრალოდ, სამომავლოდ, „ტოიოტას” შენახვა გაცილებით მარტივია, ვიდრე „მერსედესის”. „ლენდ კრუიზერი” უფრო მარტივია და თან, ცოტა დეტალებით არის აწყობილი, განსაკუთრებით, სავალ ნაწილში. მისი ნაწილებიც გაცილებით იაფია. ასევე „ტოიოტას” სავალი ნაწილის სისტემა ისე აქვს მოწყობილი, რომ თუ რაღაც ზედმეტად არასტანდარტულ სიტუაციაში არ აღმოჩნდით, მისი გაფუჭება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ანუ, ისეა მოწყობილი, თავს არ იფუჭებს. მაგალითისთვის, – სავალი ნაწილის სამაგრების დახრა „მერსედესში” სწორკუთხოვანია და მიუხედავად იმისა, რომ მას „ტოიოტაზე” გაცილებით ძლიერი დეტალები აქვს, მაინც უფრო ადვილად ფუჭდება. წარმოვიდგინოთ ჯოხი, რომლის გადატეხვასაც შუა ნაწილში ვცდილობთ – ის ძალიან ადვილად გატყდება. „ტოიოტას” შემთხვევაში კი ეს ჯოხი ისეა გადებული, მის მხოლოდ ერთ, განაპირა კუთხეზე ხდება დაწოლა, შესაბამისად, მის გასატეხად გაცილებით მეტი ძალაა საჭირო. ეს ძალიან უხეში შედარებაა, მაგრამ აღსაქმელად იოლია. ანუ, „ტოიოტაში” დეტალების დახრის კუთხე უკეთაა შერჩეული – ისეა გაკეთებული, რომ ნაკლები დაწოლა მიიღოს. „მერსედესს” სწორკუთხოვანი გადაბმები აქვს, მაგრამ, გაცილებით უფრო მასიური და ძლიერი დეტალებისგან არის აკრეფილი და სწორედ ამის ხარჯზეა გამძლე. იაფი ნაწილების სწორი პოზიციით დამონტაჟება მას უფრო იაფად შესანახ ავტომობილად აქცევს, თორემ როგორც დასაწყისში ვთქვი, ორივე მანქანა ძალიან გამძლეა.


скачать dle 11.3