რონალდუ მოაჯადოვეს
ამას წინათ ერთ-ერთმა შამანმა, რომელიც საკუთარ თავს „პეპეს“ უწოდებს, განაცხადა, რომ შეძლებული ქალისგან შეკვეთა მიიღო და ახლა ბოროტი სულების დახმარებით ცდილობს, მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულმა ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ ისეთი ტრავმა მიიღოს, რომელიც მას კარიერას დაასრულებინებს. თავიდან პეპეს სიტყვები ყველამ იუმორით აღიქვა, მაგრამ ფაქტია – პორტუგალიელი დაშავდა და მოედანზე გასვლას უახლოესი ერთი თვის განმავლობაში ვერ შეძლებს.
„არანაირი ჯადო და ზებუნებრივი ძალები. რონალდუს ფეხი ამოუტრიალდა და რიგითი ტრავმა მიიღო, რომელსაც ერთ თვეში მოირჩენს და თამაშს ჩვეულებრივად განაგრძობს“, – ასეთია „რეალის“ ექიმების განცხადება.