კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო გამოდის საფეხბურთო მოედანზე პეტრ ჩეხი სპეციალური ჩაფხუტით და რა აკავშირებს მას ჩეხურ ლუდთან

მეშვიდე სეზონი დაიწყო, რაც ლონდონის „ჩელსის” კარს წარმოშობით ჩეხი გოლკიპერი პეტრ ჩეხი იცავს და ამ ხნის განმავლობაში ინგლისური კლუბის ქარიზმატულ მფლობელს, რუს ოლიგარქ რომან აბრამოვიჩს, ერთხელაც არ გასჩენია ეჭვი ჩეხი მეკარის კლუბში მოწვევის მართებულობაში. 10,5 მილიონი ევრო დაუჯდა აბრამოვიჩს ჩეხის ყიდვა ფრანგული „რენიდან” და, უკვე დიდი ხანია, რაც მეკარემ ეს თანხა თავისი საიმედო თამაშით სრულად ამოიღო. ლონდონელების ყველა გამარჯვება სწორედ მის სახელს უკავშირდება და იგი სამართლიანად ითვლება უკანასკნელი წლების კლუბის სიმბოლოდ და, იმის გათვალისწინებით, რომ ახლო მომავალში პეტრ ჩეხი არ გეგმავს „სტემფორდ ბრიჯის” ბინადრების დატოვებას, „ჩელსის” მომავალი გამარჯვებებიც და ტიტულებიც მის სახელთან იქნება ასოცირებული.

პეტრ ჩეხი – თანამედროვე „ჩელსის” ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური მოთამაშეა, რომლის საიმედოობა არანაირ ეჭვს არ იწვევს. განსაკუთრებით თვალშისაცემი ბოლო პერიოდში გახდა, რაც კლუბის ზოგიერთმა წამყვანმა ფეხბურთელმა, არასასურველი სპორტული ფორმის ან ტრავმების გამო თამაშს უკლო, რამაც კლუბის პოზიციების დათმობა გამოიწვია ინგლისურ პრემიერლიგაში. ჩეხი ყველაზე საიმედო და საკუთარ თავში თვითდაჯერებული ჩანდა თანაკლუბელების ფონზე და, რომ არა ის, შესაძლოა, კლუბის საქმეები უარესადაც წასულიყო.

ბუნებამ იშვიათი ნიჭით დააჯილდოვა პეტრ ჩეხი. მისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს დაბალი დარტყმები, რაც მეკარე-გიგანტებისთვის, რომელთა კატეგორიას მიეკუთვნება თითქმის ორმეტრიანი გოლკიპერი, უმეტეს შემთხვევაში, შეუძლებელია. მაღალი, პლასტიკური და გრძელხელება ჩეხისთვის ადვილია დაფაროს მთლიანი კარის ჩარჩო. ინგლისში ამბობენ, რომ პრემიერლიგაში ყველაზე „უხერხულ“ მეკარედ სწორედ ჩეხი ითვლება, რადგან, საკმაოდ რთულია, მას გოლი გაუტანო. მის სტაბილურ თამაშზე სტატისტიკაც მეტყველებს. პეტრ ჩეხი 2005, 2007 და 2008 წლებში ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო გოლკიპერად დასახელდა, ხოლო პრემიერლიგაში მას, როგორც მეკარეს ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. 2010 წელს კი იგი, მარტენ სტეკელენბურგთან, ჟულიო სეზართან, იკერ კასილასთან და მანუელ ნოიერთან ერთად, ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ თანამედროვეობის 5 საუკეთესო გოლკიპერს შორის მოიხსენია.

პეტრ ჩეხი 1982 წლის 20 მაისს ჩეხურ პლზენში, ლუდითა და იშვიათი სილამაზის არქიტექტურით განთქმულ ქალაქში დაიბადა. საინტერესოა, რომ ჩეხი ზუსტად იმ დღეს მოევლინა მსოფლიოს (ოღონდ, ერთი წლის განსხვავებით) როცა თანამედროვეობის მეორე დიდი გოლკიპერი, ესპანელი იკერ კასილასი დაიბადა. საერთოდ ფეხბურთზე და კონკრეტულად მეკარეობაზე პეტრი სულაც არ ფიქრობდა, იგი ჰოკეით იყო გატაცებული და მისი კერპი ლეგენდარული ჩეხი მეკარე „დომინატორად” წოდებული დომინიკ ჰაშეკი იყო. თუმცა ჰოკეის ეკიპირება და ჰოკეის სექციაზე სიარული ჩეხების ოჯახისთვის ძვირი სიამოვნება იყო, რადგან პეტრის გარდა ოჯახში მისი ორი და იზრდებოდა. ამიტომაც, საბოლოოდ, პეტრის მამამ შვილი ფეხბურთზე შეიყვანა, სადაც იგი თავიდან თავდამსხმელის პოზიციაზე ისინჯებოდა. პეტრს მოსწონდა ბურთთან ურთიერთობა, თუმცა, ყინულის მოედანი, ყვანჯი და ციგურებით სრიალიც იზიდავდა და სწორედ ყინულის მოედანზე მიიღო მან ფეხის საბედისწერო მოტეხილობა, რომელმაც საბოლოოდ დააშორა ჰოკეის და ფეხბურთის კარში ჩააყენა. ტრავმის მორჩენის შემდეგ, 10 წლის პეტრმა ჩათვალა, რომ ჩქარი სირბილი აღარ შეეძლო და მეკარეობა გადაწყვიტა, რაც საკმაოდ კარგადაც გამოუვიდა. 17 წლის ასაკში მისი დებიუტი პროფესიულ დონეზე შედგა კლუბში „ხმელი”, საიდანაც მან ჩეხური ფეხბურთის გრანდში – „სპარტაში” ამოყო თავი. „სპარტაში” გატარებულ ერთ სეზონში ჩეხმა თავისი საუკეთესო თამაში აჩვენა – 26 მატჩში მხოლოდ 10 ბურთი გაუშვა და სეზონის ბოლოს მასზე ნამდვილი ნადირობა გამოაცხადეს ევროპულმა კლუბებმა, რომელთა შორის ყველაზე მეტს – 700 ათას ევროს ფრანგული „რენი” ჩამოდიოდა, სადაც გააგრძელა კიდეც პეტრ ჩეხმა კარიერა.

ფრანგულ კლუბში ჩეხმა ორი წარმატებული სეზონი გაატარა და, როდესაც დარწმუნდა, რომ უფრო მაღალ დონეზე შეეძლო თამაში, მის აგენტს რომან აბრამოვიჩის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ და 10,5 მილიონ ევროდ იგი „ჩელსიში” მოხვდა, სადაც მას პრემიერლიგის იმ დროის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე, იტალიელი კარლო კუდიჩინი დახვდა, რომლის ძირითადი შემადგენლობიდან ამოგდება ჩეხმა პირველივე სეზონში მოახერხა, ხოლო მომდევნო სეზონში მან ლეგენდარული დანიელი მეკარის – პეტერ შმაიხელის რეკორდი გააუმჯობესა – არ გაუშვა გოლი 11 მატჩისა და 35 წუთის განმავლობაში, რის გამოც ქომაგებისგან თიკუნი – „მისტერ ზერო” მიიღო.

პეტრ ჩეხს კიდევ ერთი ცნობილი მეტსახელი აქვს, რომლის წარმოშობის ისტორიას საკმაოდ არასასიამოვნო დასაწყისი აქვს. მეოთხე სეზონია, ჩეხი მოედანზე სპეციალური თავსაბურავით გამოდის. ეს ჩაფხუტი პეტრს მას შემდეგ შეუკერეს, რაც მან თავის უმძიმესი ტრავმა გადაიტანა, რომელსაც შეეძლო, დაესრულებინა მისი საფეხბურთო კარიერაც და, უკეთეს შემთხვევაში, ინვალიდად დაეტოვებინა ნიჭიერი სპორტსმენი, კერძოდ, 2006 წლის 14 ოქტომბერს, „ჩელსი”-„რედინგის” მატჩის პირველ წუთზე, ჩეხმა უმძიმესი ტრავმა მიიღო – სათამაშო ეპიზოდის დროს მას მოწინააღმდეგე გუნდის ფორვარდი, სტივენ ჰანტა დაეჯახა, რომლის ფეხი ჩეხს თავში მოხვდა. დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ გონწასული ჩეხი საკაცით გაიყვანეს და სასწრაფოდ გადააფრინეს ლონდონის საუკეთესო კლინიკაში, სადაც მას თავის ქალის ძვლების მოტეხილობა დაუდგინეს და უმძიმესი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარეს. ამბობენ, რომ ჰანტის დარტყმა უფრო ძლიერი რომ ყოფილიყო, პეტრ ჩეხი მოედანზევე დალევდა სულს, თუმცა, მედიკოსებმა მოახერხეს მისი არათუ ფეხზე დაყენება, არამედ, სპორტში დაბრუნების იმედიც ჩაუსახეს. ტრავმის მიღებიდან რამდენიმე თვეში ჩეხი ვარჯიშს დაუბრუნდა, თუმცა, მანამდე, სპეციალური შეკვეთით, მას ახალ ზელანდიაში თავსაბურავი შეუკერეს, რომელიც ტანკისტის ჩაფხუტს უფრო წააგავდა, მაგრამ, მეკარისთვის იგი მეტად მოხერხებული აღმოჩნდა და მას შემდეგაც კი, რაც ტრავმა მოირჩინა, ჩეხი უარს აცხადებს თავისი მუზარადის მოხსნაზე, რომელიც, რამდენიმე წელია, მის სავიზიტო ბარათად იქცა. სწორედ ჩაფხუტის გამო უწოდებენ, პეტრ ჩეხს „ტანკისტს”, საკუთარ თავს კი გოლკიპერი, რომლის სიმაღლე 197 სანტიმეტრია, ხუმრობით „მსოფლიოში ყველაზე მაღალ ტანკისტად” მოიხსენიებს.


скачать dle 11.3