კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სავიოლას ალკოჰოლური გასეირნება

დაახლოებით ათი წლის წინათ, არგენტინელი ხავიერ სავიოლა მსოფლიო ფეხბურთში ყველაზე იმედისმომცემ მოთამაშედ ითვლებოდა და ხშირად მას დიეგო მარადონასაც კი ადარებდნენ. თუმცა, „ბარსელონაში” უხეირო თამაშისა და არგენტინის ნაკრებში არცთუ წარმატებული გამოსვლების შემდეგ, სავიოლას სახელი თითქოს დავიწყებას მიეცა და იგი ჩვეულებრივი ფეხბურთელივით აგორებდა ბურთს პორტუგალიურ „ბენფიკაში”, რომ არა ალკოჰოლური სკანდალი, რომელიც მის სახელს დაუკავშირდა. საქმე ისაა, რომ ხავიერმა თავის მეგობარ გოგონასთან ერთად რესტორანში ისადილა და კარგადაც დალია. შემდეგ საჭეს მიუჯდა და სწორედ ალკოჰოლური ზემოქმედების დროს ავტომობილის მართვის ფაქტზე დააკავა იგი პოლიციამ. მართვის მოწმობის ჩამორთმევის გარდა, სავიოლას შესაძლოა, სერიოზული ფულადი ჯარიმის გადახდაც მოუწიოს. „ბენფიკის” წარმომადგენლებმა სავიოლას ინციდენტი შემთხვევითობას მიაწერეს და აღნიშნეს, რომ ფეხბურთელი ყველაზე სანიმუშო და პატიოსანი ადამიანია მათ კლუბში.


скачать dle 11.3