ინძაგის მორიგი მსხვერპლი
ფილიპო ინძაგის მექალთანეობაზე იტალიაში უამრავი ლეგენდა დადის. ამბობენ, რომ მას რომანი იტალიაში მოღვაწე აბსოლუტურად ყველა მოდელთან და ტელეწამყვანთან ჰქონდა. ამჟამად ფეხბურთელი შემოდგომაზე მიღებულ ტრავმას იშუშებს და ახალი სეზონის დასაწყებად ემზადება „მილანის” შემადგენლობაში. ამის პარალელურად, ინძაგის თავისუფალი დრო გამოუჩნდა და პიპომ პირადი ცხოვრებისთვის მოიცალა. თავის დიდი ხნის გერლფრენდს, იტალიელ მოცეკვავეს, მოდელს და ტელეწამყვანს – ალესია ვენტურას განუცხადა, რომ დაიღალა და აღარ სურს მასთან ურთიერთობის გაგრძელება. იტალიაში ეს ცნობა, თავდაპირველად, ძნელად დაიჯერეს, რადგან ვარაუდობდნენ, რომ პიპო და ალესია დაქორწინდებოდნენ და მის მექალთანეობასაც საბოლოოდ დაესმებოდა წერტილი. თუმცა, ინძაგიმ ყველაფერი თავდაყირა დააყენა და თავის ძველ შეყვარებულს, მოდელ მარიკა ფრიშს დაუბრუნდა. ფრიშთან ინძაგის წლების წინ ჰქონდა რომანი და როგორც ცნობილი გახდა, ალესიასთან ცხოვრების დროსაც არ შეუწყვეტია ურთიერთობა.