პიტერ კრაუჩი გოგონას მამაა
ლონდონის „ტოტენჰემისა” და ინგლისის ნაკრების გიგანტ ფორვარდს, პიტერ კრაუჩს და მის მომხიბვლელ მეუღლეს, აბიგეილ კლენსის ლონდონის ერთ-ერთ სამშობიაროში გოგონა შეეძინათ. ახლად გამომცხვარმა მშობლებმა შვილს უკვე სახელიც შეურჩიეს – სოფია რუბი. აღსანიშნავია, რომ მშობიარობის დროს კრაუჩი მეუღლის გვერდით იყო და მისი პრეს-მდივნის თქმით, ამჟამად მშობლები განცდილი სიხარულისგან მეცხრე ცაზე არიან.