ზუზანა სლოვაკეთს ქომაგობს
სლოვაკური „ფლეიბოის” მოდელი ზუზანა პეტრიკოვა, ყველაზე ცნობილი მოდელია სლოვაკეთში და ასევე სლოვაკეთის საფეხბურთო ნაკრების ყველაზე მხურვალე ქომაგია. თავისი საყვარელი გუნდის მხარდასაჭერად ზუზანამ გულახდილ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა, სადაც ტანსაცმლიდან მხოლოდ საფეხბურთო ბუცები და ეკიპირების ნაწილი ჰქონდა მიფარებული მაცდუნებელი სხეულის ნაწილებზე. სამხრეთ აფრიკაში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატის დროს ზუზანა ყველაზე მხურვალედ ქომაგობდა სლოვაკეთის ნაკრებს და იგივეს აპირებს ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზეც, რომელიც პოლონეთსა და უკრაინაში ჩატარდება.