„ბარსელონას” ფეხბურთელს სიმსივნე აღმოაჩნდა
კატალონიური „ბარსელონას” წამყვან ფეხბურთელს, ფრანგ მცველ ერიკ აბიდალს ღვიძლის სიმსივნე აღმოაჩნდა. მედიკოსების თქმით, სიმსივნე კეთილთვისებიანი იყო და მისი ქირურგიული გზით მოშორება, პრობლემას არ წარმოადგენდა. ფეხბურთელს ოპერაცია გაუკეთა ესპანელმა ქირურგმა ხოსე ფუსტერ ობრეგონმა კატალონიის დედაქალაქის ერთ-ერთ კლინიკაში. მას შემდეგ, რაც აბიდალის სენის შესახებ გახდა ცნობილი, „ტვიტერის” საშუალებით მას უთანაგრძნეს მსოფლიოში ცნობილმა ფეხბურთელებმა. თანაკლუბელი ანდრეს ინიესტას, კარლეს პუიოლის და ხერარდ პიკეს მსგავსად, აბიდალს მხარდამჭერი წერილები „რეალის” ბრაზილიელმა ნახევარმცველმა კაკამ და ლონდონის „არსენალის” კაპიტანმა სესკ ფაბრეგასმა გაუგზავნეს. „ბარსელონას” ექიმების თქმით, ერიკ აბიდალი უახლოეს მომავალაში დაუბრუნდება საფეხბურთო მოედანს.