არის თუ არა ასთმის განვითარების რისკი გენეტიკურ ფაქტორზე დამოკიდებული და რატომ თამაშობს სპაზმის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ნერვული სისტემის მდგომარეობა
ბრონქული ასთმა მთელ მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, მის აღმოცენებას სხვადასხვა ალერგენი უწყობს ხელს. ბრონქული ასთმისგან არ არის დაზღვეული არც ერთი ჩვენგანი, თუმცა, სპეციალისტების მტკიცებით, ის დაავადება ურბანული დაბინძურებული არეალის მცხოვრებთ უფრო ემუქრება, ვიდრე სოფლის მოსახლეობას. დაავადებისა და მისი მკურნალობის შესახებ ექიმი-ჰომეოპათი, ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი კახა საბახტარიშვილი მოგვითხრობს.
– ბატონო კახა, უწინარეს ყოვლისა, განგვიმარტეთ, რა არის ბრონქული ასთმა, რა დაავადებაა ის ზოგადად?
– ბრონქული ასთმა ალერგიული დაავადებაა, რომლის ძირითადი ნიშანია ხუთვის შეტევები, რაც განპირობებულია ბრონქების გამტარიანობის დარღვევით, ბრონქების ლორწოვანი გარსის შეშუპებითა და ლორწოს ჰიპერსეკრეციით.
– როგორ ხდება ბრონქული ასთმით დაავადება?
– ბრონქული ასთმის განვითარების ფაქტორია ბრონქების თანდაყოლილი ან შეძენილი მგრძნობელობა სხვადასხვა ალერგენზე. გარემოს გამაღიზიანებლები ბრონქული ასთმის დროს სხვადასხვაგვარია ინჰალაციური (საჰაერო) ალერგენები, რომლებიც ბრონქებში ხვდება სუნთქვის მეშვეობით. საყოფაცხოვრებო ალერგენები, როგორიცაა ტანსაცმლის, საწოლის, წიგნების მტვერი, ნესტიან სივრცეში შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი: ტკიპა, სოკო, ცხოველის ბეწვი, ფრინველის ბუმბული. ინსექტური ალერგენები, რომლებსაც შეიცავს მწერების ლორწო, თუკი ის ადამიანს უკბენს. ალერგენი შეიძლება იყოს სხვადასხვა პროდუქტი, მაგალითად: თაფლი, კვერცხის ცილა, მარწყვი, შოკოლადი და სხვა.
– არის თუ არა ასთმა ქრონიკული?
– ბრონქული ასთმა ფილტვების მძიმე ქრონიკული, მაგრამ, კონტროლირებადი დაავადებაა, რომელიც დიდი ხანია, ცნობილია მედიცინაში. ჯერ კიდევ ძველ ბერძნებს აქვთ აღწერილი ამ დაავადების სიმპტომები. დაავადება შეიძლება, უცბად გამოვლინდეს ხუთვის ნიშნებით და შემდგომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში თავი აღარ შეგვახსენოს. მისმა ამ თვისებამ და დაავადების მიმდინარეობაზე ხანგრძლივმა დაკვირვებამ შესაძლებელი გახადა რემისიის პერიოდების მნიშვნელოვნად გახანგრძლივება.
– რა ტიპის ბრონქული ასთმა არსებობს?
– ასთმა უპირატესად ალერგიული ტიპისაა, თუმცა, შეიძლება, ვისაუბროთ მისი გამოვლინების ისეთ ფორმებზე, როგორებიცაა: ალერგიული ბრონქიტი, ალერგიული რინიტი, ატოპიური ასთმა, ენდოგენური არაალერგიული ასთმა, შერეული ასთმა, ასთმატური ბრონქიტი და სხვა.
– მემკვიდრულ ფაქტორს თუ ენიჭება რაიმე მნიშვნელობა?
– ასთმა ყველას შეიძლება დაემართოს, მაგრამ მისი განვითარების ალბათობა განსაკუთრებით მაღალია იმ ბავშვებში, რომელთა ოჯახის რომელიმე წევრს ასთმის ესა თუ ის გამოვლინება აღენიშნება, ბრონქული ასთმა სერიოზული პრობლემაა, მისი ქრონიკულ დაავადებად ჩამოყალიბება ადრეულ ასაკში იწყება. ამიტომ, მეტად მნიშვნელოვანია ადრეული დიაგნოსტიკა და ადეკვატური მკურნალობა, ხოლო გენეტიკური განწყობის შემთხვევაში – დაავადების განვითარების პროფილაქტიკა.
– ასაკობრივი მაჩვენებელი თუ არის რისკ-ფაქტორებში?
– ბრონქული ასთმა შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ასაკში, მაგრამ, უფრო ხშირია იგი ბავშვებსა და ახალგაზრდებში 40 წლის ასაკამდე. ასთმით უპირატესად ქალები ავადდებიან, თუმცა, 5 წლამდე ბავშვებში დაავადება უმეტესწილად ბიჭებში გვხვდება. სტატისტიკური მონაცემებით, დაავადება უფრო ხშირია ქალაქებში მცხოვრებ მოსახლეობაში.
– როგორია დაავადების ეტიოლოგია?
– ბრონქული ასთმის ეტიოლოგიაში მრავალი სხვადასხვა ფაქტორი მონაწილეობს. ის, შეიძლება, მიმდინარეობდეს როგორც ალერგიული (მცენარეული ან ცხოველური წარმოშობის ფაქტორებით, ანუ ალერგენებით – მტვრით, ბეწვით და სხვა მიზეზებით გამოწვეული) ან ინფექციური (სასუნთქი სისტემის ლორწოვანი გარსის ან ჰაიმორის ღრუს ანთებით გამოწვეული) ფორმით. ხშირია ამ ორი ფორმის კომბინირება, რაც უფრო ართულებს ბრონქული ასთმის მიმდინარეობას და, შესაბამისად, მის მკურნალობას. ამგვარად, ბრონქული ასთმა ვითარდება სენსიბილიზაციის შედეგად, რომელიც გულისხმობს ავადმყოფის ორგანიზმის მგრძნობელობის აწევას სხვადასხვა ალერგენისა და ინფექციისადმი.
ბრონქული ასთმის პათოგენეზში განსაკუთრებულ როლს ასრულებს ნერვული ფაქტორი. დადგენილია, რომ თავის ტვინის ქერქქვეშა კვანძების გაღიზიანების დროს, ბრონქული სისტემის სპაზმი ვითარდება, რაც რეფლექსური მექანიზმით ხორციელდება. მაგალითად, ფილტვებში მიმდინარე ანთებითი პროცესის შედეგად მოსალოდნელია ბრონქოსპაზმი და სხვა. აღნიშნული მიუთითებს ბრონქული ასთმის წარმოშობის ნერვულ გენეზზე. ბრონქული ასთმით დაავადებულებს აღენიშნებათ ორგანიზმის სხვადასხვა ალერგენისა და ინფექციის გამომწვევი აგენტისადმი მგრძნობელობის აწევა.
– გამწვავების სეზონი თუ ახასიათებს ამ დაავადებას, ან, ალერგიულ ფონთან თუ არის რაიმე კავშირში?
– საკმარისია, ბავშვი გრიპით გახდეს ავად, რომ ასთმაც მთელი თავისი „ბრწყინვალებით“ წარმოგვიდგება. თუმცა, გრიპის ვირუსი ერთადერთი ფაქტორი არ არის, რომელიც ბრონქების სპაზმსა და მისი ამომფენი ლორწოვანი გარსის შეშუპებას იწვევს. ასთმის „ინიციატორები“ არიან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ალერგენები: ოთახის მტვერი, ცხოველის ქერტლი, მცენარეული მტვერი, ხავსი... შესაძლოა (მაგრამ არა აუცილებელი), ბავშვი ასთმისკენ იყოს მიდრეკილი, თუ აღენიშნება ალერგიული გამონაყარი, საკვებისმიერი ალერგია ან პოლინოზი (ალერგია მცენარის მტვერზე, რომელიც ძირითადად სეზონური ხასიათისაა); სიგარეტის კვამლი ან სხვა სახის გამონაბოლქვი; ვარჯიში ან სხვა სახის ფიზიკური დატვირთვა; ცივი ჰაერი.
– რატომ არის ოფიციალური მედიცინა ამ დაავადებასთან ბოლომდე გამკლავებაში უძლური?
– ასთმა თანამედროვე საზოგადოების ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა. დღეს ეს დაავადება 300 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს. პროგნოზის მიხედვით, 2025 წლისთვის ეს რიცხვი კიდევ 100 მილიონით გაიზრდება. მძიმე მდგომარეობა დავხატეთ, მაგრამ, თანამედროვე სამკურნალო საშუალებებს ძალუძს მისი სიმპტომების კონტროლი.
– კლიმატურ პირობებს თუ ენიჭება მნიშვნელობა, ანუ უფრო რომელი რეგიონის მოსახლეობის პრობლემაა?
– ასთმა გვხვდება ყველგან, ქვეყნის განვითარების დონის მიუხედავად. ამ დაავადებით სიკვდილიანობის 80 პროცენტზე მეტი აღინიშნება დაბალ და საშუალოზე დაბალშემოსავლიან ქვეყნებში.
– მკურნალობის კურსი ხანგრძლივია?
– ასთმის მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია. თანამედროვე მედიცინას ასთმასთან საბრძოლველად უამრავი პრეპარატი აქვს, უმრავლეს შემთხვევში, საუკეთესო შედეგად ითვლება მხოლოდ და მხოლოდ რემისიის პერიოდის გახანგრძლივება და არა დაავადების მთლიანად განკურნება, თუმცა, უკანასკნელ პერიოდში სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება არატრადიციული მეთოდები: ჰომეოპათია, ნატუროპათია, იოგათერაპია და სხვა.
– რა მეთოდებს მიმართავთ ამ დაავადებასთან საბრძოლველად?
– ასთმის მკურნალობა საფეხუროვანია და მისი სიმძიმის თითოეულ საფეხურზე სტანდარტული მკურნალობის ჩარჩოა დადგენილი. ასთმის სამკურნალოდ გამოიყენება სიმპტომური და ბაზისური პრეპარატები. სიმპტომური პრეპარატები გამოიყენება შეტევის მოსახსნელად – პაციენტს ეხსნება ბრონქების სპაზმი და აღუდგება სასუნთქი გზების გამტარობა. ბაზისური პრეპარატები ბრონქებში ანთებით პროცესებზე მოქმედებს და გამოიყენება ხანგრძლივად, შეტევათა პროფილაქტიკის მიზნით. თუ ბრონქული ასთმა ალერგიული გენეზისისაა, მაშინ მკურნალობის ეფექტურ მეთოდს წარმოადგენს ალერგენებით სპეციფიკური იმუნოთერაპია ანუ ჰიპოსენსიბილიზაცია, რაც გულისხმობს ალერგენების მიმართ მგრძნობელობის დაქვეითებას.
– რეციდივის რისკი მაღალია?
– ასთმა ქრონიკული დაავადებაა და რეციდივის რისკი არათუ მაღალია, არამედ გარდაუვალია მისი აღმოცენება.
– რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს დაგვიანებულ მკურნალობას?
– დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში შეიძლება, განვითარდეს სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულის ანომალიები, ნევროლოგიური დარღვევები, საკვებისა და სითხის მიუღებლობა, რაც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დარღვევებია.
– რა კლინიკური გამოვლინებები ახასიათებს ბრონქულ ასთმას?
– ასთმის ძირითადი სიმპტომებია: პერიოდულად აღმოცენებული ხუთვის შეტევა, რომელსაც თან ახლავს გამოხატული ქოშინი, დისტანციური, მსტვენი ხიხინი, ხველა, ემფიზემა (ფილტვების მოცულობის ავადმყოფური გადიდება).
– რა ჰომეოპათიური მეთოდებით ხდება ასთმის ალაგება?
– ასთმის მკურნალობის ეგრეთ წოდებულ საერთაშორისო და ნაციონალურ კონსენსუსებს ჩიხში შევყავართ; მედიცინაში კი ყოველი ჩიხური მიმართულება – მილიონობით დაკარგული სიცოცხლეა.
ჰომეოპათიაში აღწერილია ასთმისაგან განკურნების ათასობით შემთხვევა, სადაც ოფიციალური მედიცინა სრულიად უძლური აღმოჩნდა. ჰომეოპათიურ მედიცინაში თითქმის 20-წლიანი მუშაობისა და პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე, შემიძლია, გითხრათ, რომ, მედიცინის ეს მიმართულება ასთმის მკურნალობაში ყველაზე მეტად ეფექტურია. ჰომეოპათიური მედიცინა ნებისმიერ პაციენტს უდგება ინდივიდუალურად – თითოეულის კონსტიტუციური აღნაგობის, ემოციური სტატუსის, ჰომეოპათიური ტიპის მიხედვით, რადგანაც, ჰომეოპათიური მედიცინა მკურნალობს არა დაავადებას, არამედ კონკრეტულ ინდივიდუალურ პაციენტს.
ექიმ-ჰომეოპათ კახა საბახტარიშვილთან დაკავშირება შეგიძლიათ მისამართზე: ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩა ¹2, მე-13 პოლიკლინიკა; ტელეფონები: 92-15-03; 893 31-70-34.